• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„თქვენ არ იქნებით მარტო“ – როგორ გამოჰყავდათ უკრაინელებს დევნილები აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„თქვენ არ იქნებით მარტო“ – როგორ გამოჰყავდათ უკრაინელებს დევნილები აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აფხაზეთის ომის დროს ასობით უკრაინელი იარაღით იბრძოდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ. უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ კი სწორედ უკრაინულმა გემებმა და ვერტმფრენებმა გამოიყვანეს დევნილები სამშვიდობოს.

უფრო გვიან, 2008 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისში ჩამოფრინდა და მიტინგზე შეკრებილ ხალხს უთხრა: „თქვენ არასდროს იქნებით მარტონი!“

ერთი ბედის ორი ქვეყანა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 1993 წელს, აფხაზეთის ომში, 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. უკრაინელი სამხედროები აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, იცავდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, შემდეგ კი მშვიდობიანი მოსახლეობა გააცილეს ომს.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე იხსენებს წარმოშობით ქართველ გენერალს ანატოლი კამკამიძეს, რომელიც 1992 წელს, ომის დროს უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა. ანატოლი კამკამიძეს ჯერ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, შემდეგ – საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის.

„შეიძლება ითქვას, რომ კამკამიძემ ჩაატარა 1993 წლის 16 მარტის წარმატებული ოპერაცია. ეს ერთ–ერთი გარდამტეხი ოპერაცია იყო სოხუმის დაცვის კუთხით. უკრაინელებმა დაგვანახეს, რომ ნამდვილი მოკავშირეები იყვნენ. ხშირად გვეხმარებოდნენ იარაღის შეძენაში, ტექნიკური პერსონალიც ხშირად ჩამოდიოდა უკრაინიდან. ომის მერეც უკრაინა ჩართული იყო ოფიცრების მომზადებაში. ჩვენ ერთი ბედი გვაქვს. ჩვენ შავი ზღვის მონაკვეთის გამხსნელი და ჩამკეტი ქვეყნები ვართ. ერთნაირად გვინდა ნატოში შესვლა, ერთნაირად გვინდა დემოკრატიის მშენებლობა. თუ გავიხსენებთ, 1921 წელს რუსეთმა საქართველოს გასაბჭოება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის გასაბჭოებას მორჩა“, – ამბობს აკია ბარბაქაძე.

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს, უკრაინელები საქართველოს სამხედრო ძალითაც ეხმარებოდნენ, ტექნიკითაც და ჰუმანიტარული ტვირთითაც. დახმარება იყო როგორც სამთავრობო, ასევე მოხალისეობრივი.

გემები უკრაინიდან

ელგუჯა ადამიამ, გენერალ გენო ადამიას შვილმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო, რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, რომ სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული მხარე ფაქტობრივად ავტომატის ამარა იბრძოდა. ამის გამო ჰოსპიტალი დაჭრილებით გადაივსო. მათი ევაკუაცია მხოლოდ სევასტოპოლიდან გამოგზავნილი გემებით მოახერხეს. რუსულ-უკრაინული (მაშინ შავი ზღვის ფლოტი ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი) დიდი სადესანტო ხომალდები მოადგნენ ადგილებს, რომლებსაც სოხუმში „მაჭარკას“ და „ლიტერატურნაია გაზეტას“ ეძახდნენ. თითოეული გემი 15 ათას კაცს იტევდა. სწორედ ამ გემებმა გადმოიყვანეს დაჭრილები და ბევრი სხვაც, ვინც იმ დღეებში სოხუმს ტოვებდა.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც მაშინ აფხაზეთში იმყოფებოდა, იხსენებს:

„ბაბუშერის აეროპორტი ჩაკეტილი იყო და ალყაში ვიყავით. სოხუმის დაცემის დღე იყო თუ მეორე დღე, აღარ მახსოვს, მაჭარკაში მდინარის პირას ჩავედით და ორი დიდი სამხედრო გემი მოადგა ნაპირს. ამ გემებიდან ორი ჯავშანტრანსპორტიორი გადმოვიდა, ჯარიც გადმოვიდა და დევნილების გაყვანაც დაიწყეს“.

როგორც ვაშლი ვაშლის ხიდან

„ხალხი ბორბლებს ეჭიდებოდა, ვერტმფრენზე მობობღავდა. 3-4 მეტრის სიმაღლეზე ავფრინდებოდით, შემდეგ პილოტი ვერტმფრენს აჯანჯღარებდა და როგორც ვაშლები ცვივა ვაშლის ხიდან, ისე ცვიოდა ხალხი ვერტმფრენიდან“, – ასე იხსენებს აფხაზეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას უკრაინელი ბორტმექანიკოსი ვოლოდიმირ გარკუშა დოკუმენტურ ფილმში „მშვიდობისმყოფლები სვანეთის მთებში“.

ეს ფილმი აფხაზეთში უკრაინულ მისიაზეა გადაღებული. სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთი 300 ათასამდე დევნილმა დატოვა. უმეტესი ნაწილი სვანეთის გზას დაადგა, საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე, ყინვასა და თოვლში 120 ათასამდე ადამიანი მიდიოდა, ასამდე დევნილი იმ გზაზე დაიღუპა. მაშინ დევნილების გამოსაყვანად უკრაინამ 17 ვერტმფრენი გამოგზავნა. პილოტები ჰყვებიან, რომ ვერტმფრენი მხოლოდ 24 ადამიანის წონაზე იყო გათვლილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 40 კაცს სვამდნენ და შემდეგ ლოცულობდნენ, აეროპორტამდე მიეღწიათ.

აფხაზეთის ომის შემდეგ
აფხაზეთის ომის შემდეგ

ფილმის „მშვიდობისმყოფლები სვანეთის მთებში“ ჩვენება 2019 წელს საქართველოშიც მოეწყო, პრემიერაზე მფრინავებიც ჩამოვიდნენ.

„როცა უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილი ქართველი ბავშვები, ქალები, მოხუცები დავინახეთ, რომლებიც გარდაუვალი სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი, წამითაც არ დავფიქრებულვართ, რისკზე მივდიოდით და 24-ის ნაცვლად, გაცილებით მეტს ვსვამდით შვეულმფრენში, რადგან არ შეგვეძლო, უმწეო, განადგურებული დევნილები, გასაყინად გაგვემეტებინა… და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი“, – თქვა ჩვენების შემდეგ კაპიტანმა ოლეგ ტარჩევსკიმ.

1993 წლის შემოდგომაზე უკრაინელმა პილოტებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 300-მდე რეისი შეასრულეს. მათ სამშვიდობოს გაიყვანეს 8 ათასამდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომი – „ახლავე მოვდივარ“

უფრო გვიან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთის შემოჭრის შემდეგ ქვეყანა პარალიზებული იყო და დახმარებას ითხოვდა, პირველი, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იყო.

„[მიშამ] სადილის შემდეგ დამირეკა. ჩვენ ყოველთვის დიდხანს ვლაპარაკობდით მიმდინარე მოვლენებზე, ახლა არც მომსალმებია. მესმის რეზონანსული ხმა. პირველი რეპლიკით შეიძლება იმსჯელო პრეზიდენტის მდგომარეობაზე, მის დამოკიდებულებაზე. ის ამბობს (ეს პირველი ფრაზაა): „ისინი მოდიან თბილისზე…“ ვეუბნები, „მიშა, დაიცა, დაიცა, რით შემიძლია დაგეხმარო?“, ის მპასუხობს: „ჩამოდი“, ვუთხარი: „ახლავე მოვდივარ“, – ჰყვება ვიქტორ იუშჩენკო თომა ჩაგელიშვილის ფილმში „აგვისტოს ომი“.

2008 წლის 12 აგვისტო
2008 წლის 12 აგვისტო

მალე ვიქტორ იუშჩენკო სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად თბილისში მრავალათასიან მიტინგზე იდგა და ხალხს მიმართავდა. ქვეყნების პირველი პირების დედაქალაქში ყოფნა გარანტია იყო, რომ სანამ ისინი იქ იყვნენ, რუსეთი თბილისს არ დაბომბავდა.

„ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრი ვიფრინეთ, ძალიან გვინდოდა აქ ყოფნა. ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს აქ უნდა ვიყოთ. ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ ვთქვათ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. დღეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში ვამბობთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება იყოთ თავისუფლები. ჩვენ გავიარეთ ათასობით კილომეტრი, რომ ქართველ, გაუტეხელ ერს ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ… თქვენ არასდროს იქნებით მარტონი“… – თქვა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო : რადიო თავისუფლება

მასალა მოამზადა :თეა თოფურიამ

Share5Tweet3

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

ქართული ღვინო ჩინეთის უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

ჩინეთში ღვინის გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა ახალი ინვესტორები იპოვეს

8 years ago
ნინო გვენეტაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო

ნინო გვენეტაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო

12 years ago

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბრიდან იწყება

9 years ago
მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის სქემის გზამკვლევის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები შეიქმნა

მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის სქემის გზამკვლევის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები შეიქმნა

11 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by