• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„თავზე ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცოცხლად დაწვეს ადამიანი“ – აფხაზეთში მომხდარი შემზარავი ისტორია 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„თავზე ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცოცხლად დაწვეს ადამიანი“ – აფხაზეთში მომხდარი შემზარავი ისტორია 
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„Ერთი ქალი ცხოვრობდა სოხუმში. ძალიან კარგი ქალი, რომელიც ყველას უყვარდა. სამი ქალიშვილი ჰყავდა. ერთ-ერთი ჩემი შვილების ბებია. ერთ დღესაც გოგოებმა სამსახურიდან დაბრუნებულს პატარა ბიჭი დაახვედრეს, დედისგან და მამისგან მოტოვებული პატარა ბიჭი და მას მამუკა კეკელია დაარქვეს. ზრდიდნენ როგორც მათ ღვიძლ შვილს ,როგორც მათი ოჯახის და გვარის გამგრძელებელს.“, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ სირბილაძე.

„სოხუმი რომ დაეცა, ეს ოჯახი ერთ -ერთი ბოლო იყო რომელმაც ქალაქი დატოვა და უღელტეხილით გადმოვიდა სვანეთში. მამუკა იბრძოდა, მუსრს ავლებდა რუსებს, ორჯერ ააფეთქეს ტანკში და გადარჩა. ნადირობა გამოცხადდა მამუკაზე და მის მეგობრებზე. ეძებდნენ ყველგან, ყველასთან და ვერა და ვერ იპოვეს. ის კი განაგრძობდა წართმეული და უკვე დაკარგული მიწისთვის ბრძოლას, სოხუმისთვის ბრძოლას. გადამწვარი და განადგურებული აფხაზეთისთვის.

დედამ არც სახლი მიატოვა და არც მებრძოლი შვილი .

სიტუაცია ძალიან რომ დაიძაბა, აფხაზმა მეზობლებმა დამალეს სარდაფში. წერილებს წერდა და სიტყვა-სიტყვით აღწერდა იქ დატრიალებულ ჯოჯოხეთს. მაინც გაიგეს მისი ადგილ-სამყოფელი, ვიღაც სომეხმა დააბეზღათ და ერთ დღესაც ამ აფხაზ ოჯახთან მოვიდნენ რუსები. ვიცით მამუკა კეკელიას დედა გყავთ და არ დაგხოცავთ თუ გამოიყვანთო. გაიგონა და თავის ნებით გამოვიდა. ხელში ეჭირა იმ დღეების სოხუმის ყველაზე ბნელი ამბების ისტორია ,მისი ხელით დაწერილი. ოჯახის დიასახლისს მიაწოდა და ეზოში გაჰყვა ჯალათებს. გარეთ გაიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. არ დაიჩოქა! სვანის ქალი იყო, ამაყი და უშიშარი.

,,ჩემი შვილი და მისი მეგობრები მოგხედავთ! ,,ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მერე თავზე, ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს . ცოცხლად დაწვეს ადამიანი. ის წერილებიც წაართვეს იმ აფხაზ ქალს და ცეცხლმოკოდებულ ქალს მიაყარეს. დეტალურად ვერასოდეს გავიგებთ რას წერდა ის ოჯახს. მხოლოდ ისაა მზესავით ნათელი რომ ის იყო გმირი.

ამ ქალს ზინა კოპალიანი ერქვა და ჩემი შვილები მისი შთამომავლები არიან .

მამუკამ კიდევ დიდხანს იბრძოლა, არ იცოდა დედა ასე რომ უწამეს. ცოცხლად დაუწვეს. არაერთხელ ააფეთქეს და ტყვედაც დიდხანს ჰყავდათ. დღეს ის გმირია, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი. თავთან სისხლში დასვრილი, ჯარისკაცის ფორმა უკიდია და ის ზინა კოპალიანის შვილია. საკუთარი ქვეყნისთვის და შვილისთვის დამწვარი გმირი ქალის გმირი შვილი.

დღეს მამუკა ტყიბულში ცხოვრობს და მეშახტეა. ნახშირს ეზიდება და იქაც ათასჯერ გადაურჩა სიკვდილს.

ამაზე დიდი ჯოჯოხეთი არსად არ არის, ის ამ ქვეყანაშია! საქართველო მთლიანად ჯოჯოხეთია და ზინა კოპალიანს და მისნაირ ადამიანებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს დაგვცინიან.

ეს ქვე-ყანა არ არსებობს. ერთ დღესაც გაქრება და საერთოდ არ იარსებებს. თუ ჩვენ ამ ყოფას შევეგუებით .

ისტორია ძალიან მოკლედ დავწერე. უფრო მეტი დეტალის ცოდნას იმსახურებთ და ერთხელაც მოგიყვებით მთლიანად“, – წერს მარიამ სირბილაძე.

Share3Tweet2

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026

საინტერესო

“მართვის მოწმობის სახეცვლილი გამოცდა 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება” – შსს-ს მომსახურების სააგენტო

“მართვის მოწმობის სახეცვლილი გამოცდა 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება” – შსს-ს მომსახურების სააგენტო

9 years ago

„სამხედრო თანამშრომლობის კუთხით ძალიან დიდი ველი გაიშალა ჩვენსა და ისრაელს შორის“

13 years ago

19 ნოემბერს საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს გამოავლენს

11 years ago
პაატა იმნაძე: ქვეყანაში შემოღებულმა შეზღუდვებმა ნამდვილად მოგვცა ის შედეგი, რომ ვითარება დასტაბილურდა

პაატა იმნაძე: ქვეყანაში შემოღებულმა შეზღუდვებმა ნამდვილად მოგვცა ის შედეგი, რომ ვითარება დასტაბილურდა

6 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by