• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, December 4, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
“მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ” – ქართული საზოგადოება პატრიარქზე
35
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქი, ილია მეორე 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ერისკაცობაში ის ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი გახლდათ. 1977 წლის 23 დეკემბერს, ის არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ქართველი ერისთვის ილია მეორე ღირსეული წინამძღოლია. მისი ქადაგებები, საუბრები თავიდან ბოლომდე ადამიანების სიყვარულით არის გაჟღენთილი. ის ქართველებს მუდმივად მოგვიწოდებს, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს.

მამა შალვა კეკელია:

ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ქვეყნისთვის უძვირფასესი საჩუქარია. ჩვენივე წინაპრების ლოცვის დამსახურებაა, რომ ასეთი გონიერი, წმინდა და სუფთა ადამიანი გვაჩუქა. საქართველოსთვის მისი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ილია მეორე გახდა საქართველოს პატრიარქი, ალბათ, ყველას ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო ჩვენი დედა-ეკლესია. კომუნისტების დროს დაინგრა თითქმის ყველა ეკლესია საქართველოში. ადამიანები წესაუგებლები, უზიარებლები მიდიოდნენ. რაც ილია მეორე პატრიარქი გახდა, იმ წლიდან საქართველოში თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც ღვთისმსახურება არ აღესრულება.
ყველა მხრივ, პატრიარქი ღვთისგან მოვლენილი საჩუქარია. 17 წლის ვიყავი, როდესაც მომიწია პატრიარქთან მსახურება. ბედნიერებაა მასთან ერთად ცხოვრება და ბედნიერი ვარ იმით, რომ ისეთ დროს მომიწია ცხოვრება, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის ილია მეორე. მის ყველაზე მთავარ ღირსებას მინდა, ხაზი გავუსვა – მას აქვს საოცარი სიყვარული ადამიანების მიმართ. ის ცუდს არასოდეს არავისზე ამბობს, ყველას მიმართ უდიდეს სიყვარულს გამოხატავს. მას ზუსტად აქვს გააზრებული, რომ ადამიანი არის ღვთის ხატება და მსგავსება. მისი ყველა ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ და პატივი ვცეთ. ამავე დროს, პატრიარქი არის საოცრად პატრიოტი. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის მოვლენები, როდესაც ვერავინ გაბედა გარდაცვლილი, ქართველი მეომრების ჩამოსვენება და პატრიარქი, სამღვდელოებასთან ერთად, თვითონ ჩავიდა იქ, ჩამოასვენებინა ჩვენი გმირები. საკუთარი ანაფორაც კი გაიხადა და ერთერთ ჯარისკაცს გადააფარა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისთვის არაერთი შეურაცხყოფა მიუყენებიათ, თუმცა, მას თავი არასდროს უმართლებია. ადამიანები მას ყოველთვის რაღაცას აბრალებდნენ
 
გიორგი თავბერიძე:


პატრიარქი ძალიან დიდი და ეპოქალური პიროვნებაა როგორც სულიერი, ისე – საზოგადოებრივი კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასეთი გამორჩეული პატრიარქი გვყავს. ამ ადამიანს იმდენი სულიერი და საზოგადო საქმე აქვს გაკეთებული, რომ ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართულ ისტორიაში. მადლობა ღმერთს, მის მოღვაწეობას, მის ეპოქას მოვესწარით. სამწუხაროდ, არსებობენ კრიტიკოსებიც. თავად უფალსაც ბევრი ადამიანი უგუნურად აფასებდა და ვერ ამჩნევდნენ მის ღვთაებრივობას. დღეს რეალობად იქცა – როდესაც ადამიანი შემკულია ყველანაირი სიკეთით, წარმატებებით, კრიტიკული აზრი მის მიმართ მაინც არსებობს. თუმცა, ჯანსაღი საზოგადოება პატრიარქის მოღვაწეობას ყოველთვის დადებითად შეაფასებს. იმ ადამიანებს, რომლებიც  კრიტიკულად არიან განწყობილნი მის წინაშე, საკუთარი საქმეები და ცხოვრება გასცემს პასუხს. ახალგაზრდები, პირადად მე, ჩემი გარემოცვა ვაფასებთ, გვერდში ვუდგავართ უწმინდესსა და ქართულ ეკლესიას.
 
გურამ თუშიშვილი:


ილია მეორე უდიდესი პიროვნებაა. ჩვენს რეალობაში, ეპოქაში რაც მან შეძლო, იმის ფონზე, ის ნამდვილად წმინდანია ჩვენი ქვეყნისთვის და არამხოლოდ. მთელი საქართველო მას ჯანმრთელობის გარდა ვერაფერს ვუსურვებთ. ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვეგოთ გონს, მეტად ჩავუღრმავდეთ ჩვენს ცხოვრებას და მოვუსმინოთ ჩვენს პატრიარქს, გვერდში დავუდგეთ, რითაც შეგვეძლება. მის ქადაგებებს თუ დავუჯერებთ ადამიანები და გამოვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ წაგვადგება.
 
ნუკა ყარალაშვილი:


ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის დამსახურებით მოხდა ავტოკეფალიის აღდგენა. მან ეს ყველაფერი დიდი ბრძოლის შედეგად გააკეთა. მაშინდელი კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, დიმიტრიოსზე მოახდინა დიდი ზეგავლენა მისმა პიროვნებამ, ასევე, ბრძოლისუნარიანობამ, რომ ჩვენთვის აღედგინათ ავტოკეფალია. ავტოკეფალიის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც საეკლესიო, ასევე, საერო კუთხით. საბჭოთა კავშირის დროს,  როდესაც საქართველო რუსეთის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, ეკლესიები იყო აბანოებად გადაკეთებული – ქართული კულტურა, ფაქტობრივად, განადგურების პირად იყო, რადგან ისინი ყველაფერ ქართულს ებრძოდნენ, როგორიც არის ქართული ენა, ტრადიციები, ხელოვნება… და ზუსტად ამ დროს ხდება ავტოკეფალიის აღდგენა, რაც არის ნამდვილი  გმირობა.  იმდროინდელი ათეისტებიც კი აღნიშნავდნენ პატრიარქის ასეთ  შეუპოვრობას. მე ილია მეორეს უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს ის.
 
გიორგი თავართქილაძე:


ნამდვილად ეპოქალურ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ამდენი ხანია, ის საჭეთმპყრობელია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის. თითზე ჩამოსათვლელი იყო საქართველოში მოქმედი ეკლესია-მონასტრების რაოდენობა. ძალიან ცოტა იყო სასულიერო პირი. საოცარი შემწეობა ჩანს უწმინდესის მოღვაწეობაში. თანდათან, ნაბიჯ-ნაბოჯ, დიდი რწმენით, ლოცვით, შრომით, მონდომებით, ქართველი ხალხი ისევ შემოაბრუნა და დააყენა ღვთის გზაზე. გამრავლდა ეკლესია-მონასტრები, გაიზარდა სასულიერო პირების რაოდენობა. გარდა რთული მემკვიდრეობისა, შემდეგ უკვე თან დაერთო ის ქარტეხილები, რომლებშიც ბოლო 30 წელია, ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ჩვენი პატრიარქი მოძღვრავს ერს, მიუთითებს, რითაც გვარიდებს სულიერ თუ მატერიალურ საფრთხეებს და ჯერ კიდევ მიგვიძღვის ღვთისკენ სავალ გზაზე.
 
ელენე ფავლენიშვილი:


ილია მეორე არის უკეთილშობილესი, საოცარი პიროვნება. რამდენიმე მამაოსგან მერგო პატივი,  გამეგო გაუჟღერებელი ამბები, რომლებთაც მასთან უწევდათ ურთიერთობა წლების განმავლობაში. ბევრი მაგალითის გახსენება შემიძლია, მათ შორის, აღვნიშნავ ერთს, რომელიც. ალბათ, ცოტამ თუ იცის – ყოველი წლის 14 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით გაჭირვებულებს, რომლებიც ტაძრებთან დგანან, საპატრიარქოში საოცარი ნადიმით უმასპინძლდება და მათთან ერთად სადილობს. ჩემთვის ეს ფაქტი იმდენად ამაღელვებელია. ჩვენი პატრიარქი უსაზღვროდ მოწყალეა. რამდენს იტევს, რამდენი მტერი ჰყავს, როგორ აკნინებენ, ბევრ რამეს აბრალებენ… ამ ყველაფრის მიუხედავად, ცუდი არავისზე ახსოვს და არავის განიკითხავს. ყველას იწყალებს, ყველაზე კარგს ამბობს, ძალიან ნიჭიერია. მხოლოდ საქართველოსი კი არა, მსოფლიოს პატრიარქი უნდა იყოს. პირველ ყოვლისა, მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა. უფლის წყალობით, ყოფილიყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და ჩვენით გახარებული.
 
 

fb-share-icon
Tweet
Share14Tweet9

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
62 წლის ქალის ისტორია, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა – მას 27 წლის ქალი, სხეულის ვაჭრობით მიღებულ თანხას ფიზიკური განადგურების მუქარით სძალავდა
ახალი ამბები

62 წლის ქალის ისტორია, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა – მას 27 წლის ქალი, სხეულის ვაჭრობით მიღებულ თანხას ფიზიკური განადგურების მუქარით სძალავდა

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025
  • მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა 12/02/2025
  • ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In