• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ფილიპ მორისს” აქვს საკუთარი ფონდი, რითაც ისინი ვითომ ებრძვიან ჩვეულებრივ სიგარეტს“ – ბახტურიძე

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ფილიპ მორისს” აქვს საკუთარი ფონდი, რითაც ისინი ვითომ ებრძვიან ჩვეულებრივ სიგარეტს“ – ბახტურიძე
24
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ფილიპ მორისმა” 2020 წლის 8 ივლისიდან ბაზარზე ოფიციალურად შემოიტანა თავისი ახალი ბრენდი – გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი. მოგეხსენებათ, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის ჩამონათვალში შევიდა ეს ახალი პროდუქტებიც და მასზეც გავრცელდა ყველა ახალი რეგულაცია, მათ შორის, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა. თუმცა, მათ დაიწყეს ამ ახალი პროდუქტის აგრესიული უკანონო მარკეტინგი. მალევე, ამ უკანონო მარკეტინგში პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად დაიწყეს ინტენსიურად ისეთი ჯგუფების ჩართვა, როგორიც გახლავთ სხვადასხვა პროფესიის ექიმები და შექმნეს ე.წ. „თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია“, – ამის შესახებ  “თბილისი თაიმსს” თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარემ,  გიორგი ბახტურიძემ განუცხადა.

როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, “ფილიპ მორისს” აქვს საკუთარი ფონდი – მოწევისაგან თავისუფალი მსოფლიო და არა – თამბაქოსაგან თავისუფალი, რითაც ისინი, რეალურად, ბაზარზე ახალი პროდუქტების პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.

„ვითომ ისინი ებრძვიან ჩვეულებრივ სიგარეტს და ამით ხელს უწყობენ ბაზარზე ახალი პროდუქტების არსებობას. დაიწყეს ექიმების ტრენინგი, უკანონოდ. ექიმებს ეუბნებიან – “თუკი თქვენი პაციენტი ვერ ანებებს თავს ჩვეულებრივ სიგარეტს, ჩვენ გვაქვს ზიანის შემცირების პროდუქტი, ეს არის კონკრეტული ბრენდი, აღიარებული ამერიკის „წამლისა და კვების სააგენტოს მიერ” (FDA), სწორედ ეს არის მთავარი სიცრუე – აღნიშნულმა სააგენტომ 2020 წლის 7 ივლისს ამ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტს მიანიჭა მოდიფიცირებული რისკის პროდუქტის სტატუსი, რათა ამერიკის ბაზარზე მარკეტინგის ოფიციალური უფლება მიეღო, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს ნებართვას ამ პროდუქტის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ეს პროდუქტი არაა ჯანმრთელობისათვის ნაკლები ზიანის მომტანი და რომ ისინი ეყრდნობიან მხოლოდ თამბაქოს ამ კონკრეტული ინდუსტრიის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს. ასევე, FDA-მ მხოლოდ ორი წლით მიანიჭა ეს სტატუსი, რომელსაც ვადა წელს 7 ივლისს დასდის და, დიდი ალბათობით, აღარ გაუგრძელდება ამ ახალი ლეტალური პროდუქტის აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მარკეტინგის უფლება. სამწუხაროდ, „მოდიფიცირებული სირკის პროდუქტის“ ტერმინს „ფილიპ მორისი“ იყენებსუკანონო მარკეტინგისათვის, რაც ასევე აკრძალული აქვს FDA-ს მიერ. ამ ტერმინით ისინი მომხმარებელს ატყუებენ, თითქოს, ეს არის ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანი პროდუქტი, ისევე როგორც ეს ხდებოდა „წვრილი“, ანუ ნაკლები ნიკოტინისა და კუპრის შემცველი თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, როცა მომხმარებელს აბოლებდნენ, რომ აი ნაკლები კუპრი ნაკლები ზიანის მომტანი იქნებოდა და ამის პროპაგანდაში ასევე, სამწუხაროდ, ჩართულნი იყვნენ ექიმები, რომლებიც თავად მოიხმარდნენ და მოსახლეობის დიდი ნაწილიც გადაიყვანეს წვრილ სიგარეტებზე და დაახლოებით 5 წლით ადრე იღუპებოდნენ ფილტვის კიბოთი ამ სიგარეტების მომხმარებელები, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს შემთხვევაში ხდებოდა. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანზიაციები და კვლევითი ცენტრები აცხადებენ: 1. ეს პროდუქტი არ წარმოადგენს არც თამბაქოზე თავის დანებებისთვის საშუალებას და არც ზიანის შემცირების პროდუქტს, რადგან მასში არის თამბაქო, ასევე, თამბაქოში არსებული ნიკოტინის გარდა,შეიცავს დამატებით კონცეტრირებულ ნიკოტინს და დანამატებს, რომელიც აძლიერებს მიჯაჭვულობას ამ პროდუქტზე, ამის გარდა, გახურებისას წარმოიქმნება ტოქსინები და კანცეროგენები, რომელთა ნაწილი უფრო მაღალი კონცეტრაციითა, ვიდრე ჩვეულებრივ თამბაქოს ნაწარმში და სერიუზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს; 2. ქცევა, რომელიც დაკავშირებულია მოწევის პროცესთან, შენარჩუნებულია და უფრო მეტიც, მწეველები, რომლებიც ადრე ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდნენ და მოწევებს შორის ინტერვალი საშუალოდ ერთი საათი იყო, გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში ეს ინტერვალი თითქმის ორჯერაა შემცირებული და მწეველს თითქმის ორი კოლოფის მოხმარება სჭირდება შესაბამისი გაზრდილი ფინანსური დანახარჯით ამ ახალი ლეტალური პროდუქტის შესაძენად. აღმოჩნდა, რომ თამბაქოს სპეციალურად ქიმიურად ამუშავებენ იმდაგვარად, რომ წვის ნაცვლად მხოლოდ ხურდებოდეს და ამის გამო ამ პროდუქტში აღმოჩენილია ისეთი ტოქსინები, რომლებიც საერთოდ არ გვხვდება სიგარეტში, რის გამოც ჯანმო ამბობს, რომ ამ ტოქსინების ზემოქმედება და კუმულაციური ეფექტი შეიძლება, უფრო საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე ჩველებრივი სიგარეტის შემთხვევაშია, შესაბამისად, აქაც აბსურდულია მტკიცება მის ნაკლებ მავნეობაზე. „ფილიპ მორისმა“ FDA-ს დაუმალა მის პროდუქტში არსებული 56 მომწამვლელი და კიბოს გამომწვევინივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევისას იქნა აღმოჩენილი. ამათგან 22-ის კონცეტრაცია ორჯერ აღემატება ჩვეულებრივ სიგარეტში არსებულისას და 7 მათგანისა კი ათჯერ აღემატება. 

რას ითხოვს თამბაქოს ინდუსტრია და რატომ აფინანსებს ამ ექიმებს, პოლიტიკოსებს, მათ შორის,ჩვენდა სამარცხვინოდ, ჯანდაცვის ყოფილი სამი მინისტრია ამ მარათონში ჩართული (სანდრო ურუშაძე, გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე, მინსიტრის ყოფილი მოადგილე – ლევან ჯუღელი, რომელიც სხვადასხვა დარგის ექმების შეხვედრებისა და მათი ამ მხრივ დაბოლების მთავარი ორგანზიატორია) და უნდათ ჩაითრიონ სხვებიც და ა.შ. ინტერსთა ელემენტარული კონფლიქტია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებსა და თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებს შორის. ინდუსტრიის მიერ დაკონტრაქტებული ჯანდაცვის ექსპერტები ვეღარ იქნებიან ასეთებად, რადგან ისინი უკვე მხარეს წარმოადგენენ და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესებს. ამასთან, ინდუსტრიის მიზანია, ამ პირების გამოყენებით, შეცვალონ კანონდებლობა და უფრო ლიბერალური გახადონ იგი ელ. სიგარეტებთან და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებთან მიმართებაში. კერძოდ, როგორც ზიანის შემცირებისპროდუქტები ისინი თურმე ნაკლებად უნდა იბეგრებოდეს და ასევე დაშვებული უნდა იყოს მათი რეკლამა-პოპულარიზაცია. სამწუხაროა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ანუ სიკვდილის ინდუსტრიის (ყოველი მეხუთე ადამიანის სიკვდილი პირდაპირ კავშირშია ამ ლეტალური პროდუქტის ნაირსახეობის მოხმარებასთან) ლობისტებს შეემატნენ ზემოაღნიშნული ბატონები, მიუხედავად მათი წარსულში რაიმე დამსახურებისა ჯანდაცვისმიმართულებით. დღეს ისინი უკვე მხარეს წარმოადგენენ, თამბაქოს ინდსუტრიის მხარეს და სანამ საჯაროდ და ღიად არ გაემიჯნებიან ამ პროცესს და არ შეწყვეტენ მათთან კონტრაქტებს, მანამდე ისინი ვერ შეძლებენ მათი რეპუტაციის აღდგენას. მითუმეტეს, რომ მათი ამ საქმიანობის შესახებ ეცნობა შესაბამის სახელმწიფო, საერთაშორისოორგანიზაციებსა და საელჩოებს. ვინც ამ სიას შეემატება, მათზეც იქნება საზოგადოება და შესაბამისი ორგანიზაციები ინფორმირებული, რომ არ მიეცეთ ორმაგი თამაშის საშუალება, რადგან ერთდროულად ორივე ინტერესს ვერანაირად ვერ გაატარებს, მითუმეტეს, როც ასეთი სამიქნობა შეუთავსებელია ექიმის პროფესისთან და ეთიკურ ნორმებთა და მოქმედ კანონმდებლობასთან“, -განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

Share10Tweet6

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე
ახალი ამბები

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026
„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან

07/01/2026

საინტერესო

“ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს გაქრება ჩვენი ხალხების ორი უდიდესი შვილის – ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის დიდი მეგობრობა”

“ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს გაქრება ჩვენი ხალხების ორი უდიდესი შვილის – ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის დიდი მეგობრობა”

12 years ago

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მეორე ეტაპი დღეს დასრულდება

9 years ago
ოკუნავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ

ოკუნავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ

7 years ago
დავით დონდუამ საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის აღმასრულებელ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

დავით დონდუამ საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის აღმასრულებელ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

7 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by