“განახლება მოხდა და ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, მაშინ როცა ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას, საჯარო ფინანსების რეფორმას და ა.შ ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველი ადგილზე გავედით ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის. მსოფლიო სავაჭრო სავალუტო ფონდმა, რამდენიმე ხნის წინა გამოაქვეყნა წინასწარ შეფასება და პროგნოზები, აქაც 190 ქვეყანას შორის საქართველოს მშპ ერთ სრულ მოსახლეზე, აშშ- დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე დასახელდა ჩვენი ქვეყანა, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე არის დასახელებული საქართველოს პოზიცია”.
თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე






