• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საზარელი მკვლელობა თბილისში – ქმარმა ეჭვიანობის გამო ახლობელი კაცი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ქალი ტაქსისტმა გადაარჩინა

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
საზარელი მკვლელობა თბილისში – ქმარმა ეჭვიანობის გამო ახლობელი კაცი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ქალი ტაქსისტმა გადაარჩინა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საზარელი შემთხვევა თბილისში – საქართველოს დედაქალაქში მდებარე პეტრე-პავლეს სასაფლაო, ნათლისღებას, სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილად იქცა.კერძოდ, “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილა ოჯახის მეგობარი, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენა მეუღლესაც. დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 

19 იანვარს, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მომხდარის შესახებ ადმინისტრაციას არაფერი გაუგია. თანამშრომლებმა შემზარავი დანაშაულის შესახებ “რუსთავი 2”-სგან შეიტყვეს. 

მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოს ზედამხედველებს არაფერი გაუგიათ, დანაშაულის ადგილს საგამოძიებო მოქმედებების კვალი ახლაც ეტყობა. გავარკვიეთ, რომ ქმარმა იმ დღეს მეუღლე და საერთო ნაცნობი, 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაისვა და სასაფლაოს ტერიტორიაზე აიყვანა. ავტომობილში კონფლიქტი გამწვავდა. რამდენიმე წუთში კი პირველი გასროლის ხმაც გაისმა. ქმარმა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღით ავტომობილის უკანა სავარძელში მჯდარ მამაკაცს გულ მკერდის არეში ორი ტყვია ესროლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარით გაოგნებული ქალი მანქანიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა ქმარი მას სასაფლაოს მიმდებარედ საავტომობილო გზაზე დაეწია, ხელი ასფალტზე დაადებინა და გაისროლა.

ქალი სიკვდილს გამვლელმა ტაქსის მძღოლმა გადაარჩინა, რომელსაც მგზავრი გადაჰყავდა. სწორედ მათ გადაიყვანეს დაჭრილი და პანიკაში მყოფი ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში. დანაშაულის ეს ეპიზოდი მანქანაზე დამონტაჟებულმა ვიდეო-რეგისტრატორმაც დააფიქსირა. ჩანაწერი ახლა საქმის მთავარი მტკიცებულებაა, ისევე როგორც ტაქსის მძღოლის ჩვენება.

მას შემდეგ რაც ადგილზე ტაქსი გამოჩნდა, თავდამსხმელმა ტერიტორია ფეხით, სასაფლაოების გავლით დატოვა და მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს. მანქანაში ცხედარი სასაფლაოს ტერიტორიაზე პოლიციამ მას შემდეგ იპოვა, რაც ტაქსის მძღოლმა 112-ში დარეკა.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მოკლული ბრალდებულის მეუღლეს ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რისი ამსახველი მიმოწერაც საქმის მასალებში დევს. სულხან კომახიძე გვიყვება, რომ 38 წლის მამაკაცმა იარაღიდან აფექტის მდგომარეობაში გაისროლა და ეს იყო რეაგირება მეორე მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე.

ის, რომ სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ეჭვიანობაა, ამას საქმის პროკურორიც უდასტურებს “ჟურნალისტებს. ბრალდების მხარე “რუსთავი2”-თან განმარტავს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები პეტრე პავლეს სასაფლაოზე. პროკურორი ადასტურებს იმასაც, რომ საქმეში სხვა მტკიცებულებებთან ერთად არსებობს დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერიც. საუბარია ცეცხლსასროლი იარაღით ქალის დაჭრის ფაქტზე.

ბრალდებულის ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ და მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ 38 წლის მამაკაცი, თბილისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვისაა დაკავებული.

ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ShareTweet

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა
ახალი ამბები

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026
ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში
ახალი ამბები

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

11/17/2026
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

11/17/2026

საინტერესო

თბილისში მშენებლობის საძირკველში ცხვარი დაკლეს

თბილისში მშენებლობის საძირკველში ცხვარი დაკლეს

5 years ago
“მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე”

“მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე”

11 years ago

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ნაწილში ჭერი ჩამოინგრა

13 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა

10 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by