• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, July 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რუსეთის ბაზარზე ბოლო 5 თვიან თანამშრომლობას ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აფასებენ

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები
A A
რუსეთის ბაზარზე ბოლო 5 თვიან თანამშრომლობას ქართული  ღვინის მწარმოებელი კომპანიები აფასებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

”თბილისი თაიმსი” ამჯერად ქართული ღვინის ექსპორტით დაინტერესდა, დავინტერესდით თუ როგორ აისახა რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორ აფასებენ კომპანიები აღნიშნულ ბაზარს.

გამოიკითხა ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია: თელიანი ველი; შატო მუხრანი; ბაგრატიონი 1882; თბილღვინო; ხვანჭკარა; ქართული ლეგენდა და ვაზიანი. ჩვენი დაკავშირების მიუხედავად   კომპანიაში – „ასკანელი ძმები“ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

გამოკითხულ შვიდივე კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარი არაპროგნოზირებადი და არასტაბილურია.  6 კომპანია თვლის, რომ  გარემო ბიზნესის კეთების კუთხით გაუმჯობესდა, კომპანიები ასევე აცხადებენ, რომ გაყიდვების ზრდა შეინიშნება.

გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყურება:unnamed (2)

თელიანი ველი  ექსპორტს ახორციელებს 25-მდე ქვეყანაში, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბალტიისპირეთში, აშშ-ში, 2014 წლიდან ბაზრის უფრო გაფართოებას გეგმავენ. თელიანი ველის მეირ წარმოებული ღვინო ერთი თვეა რაც რუსეთის ბაზარზე გავიდა, კომპანიის ექსპორტის მენეჯერი აცხადებს, რომ ეს დადებითი მოვლენაა, რადგან რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა მისივე განმარტებით ამავდროულად არასტაბილურიც, ამიტომაც ისინი ცდილობდნენ ამ ბაზარზე დამოკიდებულები არ გახდნენ. კომპანიაში ბოლო წლის განმავლობაში გაყიდვების – 15%იანი ზრდა ფიქსირდება, მათივე განცხადებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემო ბიზნესის გეთების კუთხით დადებითად შეიცვალა. „თელიანი ველი ღვინის ექსპორტში, ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის 15-20 %-იან წილს ფლობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

შატო მუხრანი  ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბალტიისპირეთში, აშშ-სა და ჩინეთში. 2014 წლიდან ღვინის გატანას გეგმავენ ჩეხეთში. შატო მუხრანი რამდენიმე თვეა რაც რუსეთში ექსპორტს ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია გაყიდვების თვალსაზრისით, თუმცა კომოანიის პოლიტიკაა ყველა ქვეყანაში თანაბრად განახორციელოს ექსპორტი და რომელიმე ერთ ქვეყანას არ დაეყრდნოს. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოებიდან ყველაზე მოთოვნადია – გორული მწვანე და მშრალი რქაწითელი. კომპანიის მენეჯერი აცხადებს, რომ გაყიდვები ბოლო ერთი წლის განმავლობაში –  10%-ით გაიზარდა, ხოლო გარემო ბიზნესის კეთების კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესდა. როგორც მენეჯრემა განაცხადა მათთვის მთავარია ხარისხი და არა მოცულობა, ამიტომაც ბაზარზე მხოლოდ 2%-ს ფლობენ.

ბაგრატიონი 1882  ექსპორტს ახორციელებს აშშ-ში, უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში, ბელორუსიასა და ტაილანდში. მომავალ წელს კიდევ სხვა ახალ ბაზარზე გასვლას არ გეგმავენ. კომპანიაში რუსულ ბაზარს დადებითად აფასებენ, მაგრამ მათი აზრით ეს ბაზარი სტაბილური არ არის. ბაგრატიონის ცქრიალა ღვინოებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა,  ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეინიშნება გაყიდვების ზრდა, როგორც კომპანიაში აცხადებენ  ბიზნესის კეთების კუთხით გარემო მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. იმის შესაებ თუ რა წილს ფლობენ საქართველოს ბაზარზე ღვინის ექსპორტიორ კომპანიებს შორის ინფორმაცია არა აქვთ.

თბილღვინო ღვინის ექსპორტს 30 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორისაა: რუსეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა, პოლონეთი, ჩინეთი, კანადა, ინგლისი, საფრანგეთი  და ინდოეთი. კომპანიაში თვლიან, რომ რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტიორი კომპანიებისთვის რადგანაც ამ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია, თუმცა ეს ბაზარი არასტაბილურია. მომავალ წელს თბილღვინო პროდუქციის აზიის ბაზარზე გატანას გეგმავს. ყველაზე მოთხოვნადი კი თეთრი მშრალი ღვინოა. კომპანიაში გაყიდვების – 20%-იანი ზრდა ფიქსირდება რომლის მიზეზადაც რუსეთის ბაზრის გახსნა სახელდება. თბილღვინო  ღვინის ექსპორტის მხრივ, 13%- იან წილს ფლობს საქართველოს ბაზარზე.

ხვანჭკარას  საკუთარი ნაწარმი გააქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ასევე ბალტიისპირეთში. კომპანია რამდენიმე თვეა რაც რუსეთის ბაზარზე გავიდა, რის შემდეგაც გაყიდვები გაიზარდა, თუმცა კომპანიაში თვლიან, რომ მხოლოდ  ამ ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულები არ უნდა გახდნენ, რადგანაც არასტაბილური ბაზარია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით დადებითად შეიცვალა. ხვანჭკარა ქათთულ ბაზარზე, ღვინის ექსპორტის კუთხით 40%-ს ფლობს.

ქართული ლეგენდა ღვინის ექსპორტს ახორციელებს ტაილანდში, ტაივანსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მომავალი წლისთვის კი ინგლისის ბაზარზე გეგმავენ გასვლას. კომპანია ჯერჯერობით ღვინის ექსპორტს რუსეთში არ აწარმოებს. რუსეთის ბაზარს არასტაბილურად მიიჩნევს, მიუხედავად ამისა კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარი საკმაოდ მომგებიანია რადგანაც რუსეთში ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია, რაც გაყიდვებს უწყობს ხელს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდვები – 20%-ით გაიზარდა, ხოლო გარემო ბიზნესის კეთების კუთხით დადებითად შეიცვალა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართული ლეგენდა საქართველოს ღვინის ბაზარზე 2%-ს ფლობს.

ღვინის კომპანია ვაზიანი  ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, ყაზახეთსი, უკრაინაში, ლატვიასა და ლიტვაში. ვაზიანის მენეჯერი ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარს საუკეთესოდ მიიჩნევს, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ეს ბაზარი არასტაბილური და არაპროგნოზირებადია. მისივე განცხადებით ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია და კონკურენციას უწევს ფრანგულ და მოლდავურ ღვინოებს. ვაზანის მიერ წარმოებული პროდუქციიდან კი ყველაზე მოთოვნადია – წითელი ნახევრადმშრალი ღვინო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდვები გაიზარდა, ხოლო კომპანიის შეფასებით გარემო ბიზნესის კეთების კუთხით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ვაზიანი ქართულ ბაზარზე ღვინის ექსპორტში 6-7%-ს ფლობს.

27.11.13

ნინა პირტახია

Tags: რუსეთის ბაზარზე ბოლო 5 თვიან თანამშრომლობას ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აფასებენ
Share1Tweet1

ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე

07/26/2026
ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა
ახალი ამბები

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

07/26/2026
,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე
ახალი ამბები

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

07/23/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

07/23/2026
როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ახალი ამბები

როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

07/23/2026

საინტერესო

არასამთავრობოები: ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტი ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შეცვლის მცდელობაა”

არასამთავრობოები: ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტი ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების შეცვლის მცდელობაა”

12 years ago
საქართველოში ინტრავენური ნარკოტიკის 58 000 მომხმარებელია, მათგან მხოლოდ 20% არის ჩართული ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში – ზურა სიხარულიძე

საქართველოში ინტრავენური ნარკოტიკის 58 000 მომხმარებელია, მათგან მხოლოდ 20% არის ჩართული ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში – ზურა სიხარულიძე

1 year ago
ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას მეორე წრეშია

ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას მეორე წრეშია

8 years ago

სოსო ოხანაშვილი: „ეს უმძიმესი გადაწყვეტილება იყო, პატრიარქისთვის მხოლოდ დაცვა არ ვიყავი“

9 years ago

ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე

07/26/2026

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის...

მეტის ნახვაDetails
ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

07/26/2026
,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

07/23/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • “უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე 07/26/2026
  • ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა 07/26/2026
  • ,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე 07/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by