• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სერაფიტას საფლავის ქვა და ,,არმაზული დამწერლობა”

3 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
სერაფიტას საფლავის ქვა და ,,არმაზული დამწერლობა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Ძვ.წ. I  ათასწლეულის დამდეგს, საწარმოო ძალების განვითარების შედეგად, ქართველი ტომების მიერ რკინის ათვისების ეპოქაში, შეიქმნა გვაროვნული თემის დაშლისა და მონათმფლობელური საზოგადოების ჩასახვის წინამძღვრები. ენობრივი და კულტურული მსგავსების საფუძველზე ქართველი ტომების ჯერ კონსოლიდაციისა და შემდეგ გაერთიანების შედეგად  ძვ.წ. VI- IV საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ორი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, აღმოსვლეთისა – იბერია და დასავლეთისა – კოლხეთი. ძვ. წ VI საუკუნეში მიდიელებმა დაამხეს ურარტუს სამეფო, განადგურდა ქართველ ტომთა გაერთიანებები (დიაუხი), რის შედეგად დაიწყო მცირე აზიიდან ჩრდილო – აღმოსავლეთით ამ ტომების მოძრაობა. ასე, მცირე აზიურ-ხეთური ტრადიციების მატარებელი მესხური ტომების ნაკადმა გადმოინაცვლა ჩრდილოეთით. მათი სახელი შემოინახა ათვისებულმა ტერიტორიებმა – მესხეთი, სამცხე და თვით იბერიის სახელმწიფოს ცენტრმა – არმაზი

1940 წელს მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არმაზისხევში გათხრების შედეგად აღმოაჩინა ე.წ. არმაზის ბილინგვა ანუ ქვის ბრტყელი ფილა ზედ ამოკვეთილი ორენოვანი (არამეული და ბერძნული) წარწერით (ბი – ორი, ლინგვა – ენა). ქვის ფილა, წარწერის მიხედვით, ყოფილა ახალგაზრდა ქალის სერაფიტას საფლავის ქვა.

არმაზისხევში, საერთოდ, გათხრების შედეგად გამოვლენილია ქართლის სამეფოს პიტიახშების ნეკროპოლი (სამაროვანი), ქვაყუთების სამარხებით. აქვე ყოფილა პიტიახშების რეზიდენცია. გამოვლენილია სამეურნეო ნაგებობები, კეთილმოწყობილი აბანო, მოზაიკური იატაკით, ცხელი და ცივი წყლის მილებით და სხვ.

წარწერის არამეული ტექსტი წაიკითხა და გაანალიზა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა – აკად. გიორგი წერეთელმა, ხოლო ბერძნული – აკად. ს. ყაუხჩიშვილმა. ორივე ტექსტი თითქმის ანალოგიურია. გ. წერეთელმა ამ არამეულ დამწერლობას უწოდა ,,არმაზული დამწერლობა”.

წარწერა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

  1. მისი პალეოგრაფიული ანალიზის საფუძველზე გ. წერეთელმა წამოაყემა ახლებური ჰოპოთეზა, რომ ქართული დამწერლობა წარმოიქმნა არამეული დამწერლობიდან.
  2.  წარწერის შინაარში უაღრესად მნიშვნელოვანია ქართლის სამეფოს სახელმწიფო წყობილების შესასწავლად.

წარწერაში აღნიშნულია, რომ:

სერაფიტა გარდაიცვალა 21 წლისა. ის ყოფილა ქართლის მეფის – ფარსმანის, პიტიახშის ზევახის ასული. მისი მეუღლე ყოფილა ქართლის მეფის ხსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვარი იოდმანგანი. იოდმანგანის მამა კი (ე.ი სერაფიტას მამათილი), ყოფილა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი აგრიპა.

ბერძნული ტექსტის თარგმანი:

,,სერაფიტი, მცირე პიტიახშის, ზევახის ასული, პიტიახშ პუბლიკიოს აგრიპას ძის, იბერთა მეფის, ქსეფარნუგის მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძრვარი, იოდმანგანის მეუღლე გარდაიცვალა ახალგაზრდა, 21 წლისა, რომელსაც ჰქონდა უბადლო სილამაზე.”

არამეული ტექსტის თარგმანი:

,,მე, სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, ქსეფარნუგ მეფისა ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა. ის ვინც იყო… არადასრულებული და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.”

ამრიგად, წარწერაში დასახელებულია ორი მეფე: ფარსმანი და ხსეფარნუგი. ფარსმანი ეს არის წყაროებში ცნობილი ფარსმან II, რომელსაც ,,ქართლის ცხოვრებაში” ეწოდება ,,ფარსმან ქველი” და რომელიც მეფობდა II ს-ის პირველ ნახევარში. ამის მიხედვით წარწერა თარიღდება მეორე საუკუნით.

წარწერაში იხსენიება აგრეთვე ქართლის მეფის პიტიახში და მეფის ორი ეზოსმოძღვარი – აგრიპა და მისი ვაჟი იოდმანგანი. ამრიგად, უმაღლესი მოხელეობა სამემკვიდრეო ჩანს. შინაარსიდან ჩანს, რომ ეზოსმოძღვარი სარდალია ( შესაძლოა სამხედრო უწყების გამგებელი), რადგანაც მას მოუპოვებია მრავალი გამარჯვება.

,,არმაზის ბილინგვა” მოწმობს აგრეთვე, რომ ქართლის სამეფოში ამ დროს გავრცელებული ყოფილა არამეული და ბერძნული დამწერლობა და, შესაძლოა, ის ასრულებდა სახელმწიფო დამწერლობის როლს. ამას მხარს უჭერს ისიც, რომ მცხეთაშივე აღმოჩენილია მონოლინგვაც (ერთენოვანი არამეულწარწერიანი ქვის ფილა) და სხვა ძეგლები, არამეული და ბერძნული წარწერებით.

წყარო: www.ucnauri.com ; საქართველოს და მსოფლიოს ისტორია 11 კლ; საქართველოს ისტორიის წყაროები აბიტურიენტებისთვის; wikipedia.org .

ShareTweet

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026

საინტერესო

260-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცემა

260-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინა გადაეცემა

5 years ago
”გაუსაძლისი პირობების გამო მეცნიერთა რაოდენობა შემცირდა”- გიორგი კვესიტაძე

”გაუსაძლისი პირობების გამო მეცნიერთა რაოდენობა შემცირდა”- გიორგი კვესიტაძე

11 years ago
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა –  საქსტატის მონაცემები

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა – საქსტატის მონაცემები

4 years ago
„თურმე იმ წუთას თუ არ მოკვდი, მერე აღარაფერი ემართება ადამიანს, მერე… აღარ არსებობს. მაგრამ მაინც უნდა იცოცხლო…“ – მელიტა ფურცელაძე

„თურმე იმ წუთას თუ არ მოკვდი, მერე აღარაფერი ემართება ადამიანს, მერე… აღარ არსებობს. მაგრამ მაინც უნდა იცოცხლო…“ – მელიტა ფურცელაძე

3 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by