• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ცოლი სასტიკად სცემა, რადგან ჩუსტები საწოლთან არ დახვდა…“ – ადვოკატი კაცზე, რომელიც შვილმა მოკლა

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
„ცოლი სასტიკად სცემა, რადგან ჩუსტები საწოლთან არ დახვდა…“ – ადვოკატი კაცზე, რომელიც შვილმა მოკლა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალსოფელში მომხდარი მკვლელობა საზოგადოებისთვის ცნობილია. უმძიმესი ფაქტი 11 მაისს მოხდა, კონფლიქტის დროს 21 წლის ბიჭმა დანით 50 წლის მამა მოკლა. 

ბრალდებული ძალოვნებმა იგი იმავე დღეს დააკავეს და მას მამის განზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასასამართლო სხდომა თვის ბოლოს გაიმართება. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები, გამოკითხული არიან ოჯახის წევრები, მეზობლები, ნათესავები და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

21 წლის ბიჭი ახლა გისოსებს მიღმა იმყოფება უმძიმესი ბრალდებით და სასამართლო პროცესების დაწყებას ელოდება. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ უსწრებდა კონფლიქტი. მისთვის წაყენებული ბრალი საკმაოდ მძიმეა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი დარწმუნებულია, რომ დაკავებულის გამართლებას შეძლებს. როგორც ირკვევა, სოფელ ახალსოფელში, კობახიძეების ოჯახში კონფლიქტების შესახებ ადგილობრივებმა იცოდნენ, მოკლულ მამაკაცს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ამის გამო სახლში კონფლიქტები ხშირად ხდებოდა. თურმე, მეზობლებსაც უწევდათ ჩარევა და გაშველება. ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ირწმუნება, რომ ბრალდებული იმ დღეს მამისგან თავს იცავდა.

ზურაბ როსტიაშვილი: 

– ბრალდებულ კახა კობახიძეს პროკურატურამ ბრალი ოჯახის წევრის, მამის მკვლელობისთვის წაუყენა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ მთელმა სოფელმა იცის, რომ კახა არის უდანაშაულო. ამ ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე დღეში გახდა 21 წლის, ჰყავს 17 წლის ძმა, ნოდარ კობახიძე. ისინი 5 წლიდან მამის ტერორის ქვეშ იზრდებოდნენ. მამამისი ბავშვობიდან ჯოხით სცემდა სასტიკად შვილებს. 5 წლის იყო კახა, ისე სცემა მამამ, ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. ბავშვს მთელი სხეული ჩაულურჯდა. პრობლემა იყო სიმთვრალე, რომ დათვრებოდა ყველანაირად აგრესიული ხდებოდა. მიზეზი არ სჭირდებოდა ჩხუბის დასაწყებად. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად ხმარობდა დანას და გაუთავებლად იყო კობახიძეების სახლში დავიდარაბა.

ქუჩაში სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები და ეს ყველამ იცის. სიმთვრალეში იყო ძალიან აგრესიული, სიფხიზლეში კი – რადიკალურად განსხვავებული. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გაბრაზებულმა წალდით სახლში სამზარეულოს ავეჯი დაჩეხა. მისი ყოველი დალევა ოჯახისთვის იყო ტრაგედია, რადგან აწიოკებულები იყვნენ, ხან რომელ მეზობელს აფარებდნენ თავს, ხან რომელს. 2 თვის ფეხმძიმე იყო მისი ცოლი, პირველად ფიზიკურად რომ გაუსწორდა, რადგან გაიღვიძა და საწოლთან არ დახვდა ჩუსტები. ასეთ ტერორში გაიზარდნენ შვილები. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა. რომ წამოიზარდნენ შვილები, უკვე კახას უწევდა მთვრალი მამის დაწყნარება და ის ამშვიდებდა ხოლმე. შვილები რომ მუშაობდნენ, ისიც კი არ მოსწონდა, თურმე, ეუბნებოდა, სხვისი მონა არ უნდა იყოთო. თვითონ ნასამართლევი იყო, 7 წელი და 7 თვე მოიხადა ციხეში, ბრალად ედებოდა მკვლელობა და ყაჩაღობა. 11 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ აქედან 8 წელი მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა მეუღლემ, რომელიც შიშით ელოდებოდა მის ყოველ დალევას და როგორც კი ის მთვრალი გამოჩნდებოდა, რომ არ ეცემა ცოლი, ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან – მეორესთან.

– რატომ არ შორდებოდა მოძალადე ქმარს, თუ ასეთ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა?

– ვერ შორდებოდა, რადგან ის მოკვლით ემუქრებოდა, – თუ წახვალ სახლიდან, იცოდე, სისხლის გუბეებს დავაყენებ, მოგკლავ შვილებიანად, სადაც უნდა წახვიდე, მაინც მოგაგნებო. ასე აშინებდა და მასაც ეშინოდა. ამიტომ უძლებდა ამ მძიმე ცხოვრებას და მის ცემა-ტყეპას. მთელმა სოფელმა იცოდა მისი ხასიათი და მკვლელობის დღის ჩაწერილ მათ ინტერვიუებს თუ მოისმენთ, ყველა ამბობს, მოაკვლევინა თავიო… ბოლოს 2018 წელს ქურდობისთვის დაიჭირეს და მაშინ 2 წელი იჯდა. მისი დაკავება და ციხეში გაშვება ოჯახისთვის იყო შვება, რადგან ეს ორი წელი მშვიდად ცხოვრობდნენ. სრულად წაიკითხეთ

ShareTweet

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

ჩემპიონთა ლიგის თასით მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია, მინდა გულწრფელად ვუსურვო წარმატებები

ჩემპიონთა ლიგის თასით მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია, მინდა გულწრფელად ვუსურვო წარმატებები

4 years ago
მამუკა ბახტაძე: “სამინიტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება”

მამუკა ბახტაძე-24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის ოჯახს

8 years ago

თინათინ ხიდაშელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია

10 years ago
სუფთა გარემო „მენაგვის“ თუ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი

სუფთა გარემო „მენაგვის“ თუ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by