სამხრეთ კორეაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.
სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმები, რომელმაც მეწყერი გამოიწვია, სამი დღეა გრძელდება. სტიქიის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია, ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ოფიციალური ინფორმაციით, 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, რამდენიმე კი დაშავებულია.






