გურჯაანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია,- ამის შესახებ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის დირექტორმა, გიორგი შათირიშვილმა განაცხადა.
„ბავშვის მდგომარეობა ამჟამად, სტაბილურია. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ მაინც მძიმე განვითარებას ამ ეტაპზე არ ველოდებით. პაციენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავახმოვანებ“,- განაცხადა შათირიშვილმა.
წყარო : პრაიმტაიმი






