• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„როგორც მე მაცნობეს, განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა“ – კოკა მორგოშია

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„როგორც მე მაცნობეს, განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა“ – კოკა მორგოშია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება.

„როგორც ვვარაუდობდი და რა პროგნოზსაც ვაკეთებდი, ეტაპობრივად ყველაფერი ახდა. მოსამართლეების სანქციებს, მოჰყვა ევროპელი პარლამენტარების და ჩვენი ე.წ. პარტნიორ-მეგობრების მიერ განცხადება იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნება” არის პრორუსული ძალა. ამის შემდეგ, წამოვიდა პირდაპირი დარტყმა ჩვენზე და მათ შორის პირადად ჩემზეც, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ნაწილმა და მათმა ვიცე პრეზიდენტმა, ჩემი და ალტ-ინფოს სხვა ლიდერების დასანქცირება მოითხოვა. მიუხედავად ძალიან დიდი წნეხის არსებობისა, “ქართული ოცნება” ისევ თავისი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს და სხვა არაფერზე. მმართველი ძალა თავს იმშვიდებს იმით, რომ ხაბეიშვილი და ნახევრად მკვდარი სააკაშვილი ვერაფერს ვერ შეცვლიან, თუმცა არ ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ სწორედ ეს არის მათი ყველაზე დიდი პრობლემა. მაშინ როდესაც “ნაციონალური მოძრაობა”ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაშია, ამ დროს მათ ნაცვლად, დასავლური სპეცსამსახურები და ულტრა-ლიბერალური ფრთა, წინა პლანზე წამოწევს ისეთ ადამიანებს, რომლებზეც ბევრად უფრო ეფექტურად იქნება მოხერხებადი დაყრდნობა და ახალი მოძრაობის ფორმირება, რომლის შედეგიც ის იქნება, რომ 7-8 მარტის მოვლენები, “ქართული ოცნებისთვის” აღიქმება, როგორც ყველაზე ტკბილი სიზმარი, იმასთან შედარებით, რაც შემდგომში მოელით.

ეს პროცესი, ქრონოლოგიურად შემოდგომიდან დაიწყება იმით, რომ “ქართულ ოცნება” ვერ მიიღებს ყბადაღებულ “კანდიდატი სტატუსს”. რის შემდეგაც დაიწყება მასობრივი გამოსვლები, დაპირისპირებები და შეტაკებები. შეტაკებებს მოჰყვება ის, რომ ევროპელები დაემუქრებიან “ქართულ ოცნებას” ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტით. ამის შემდეგ, კი უზარმაზარი ხალხის მასა გამოვა მმართველი ძალის დასამხობად. როდესაც “ქართული ოცნება” მიხვდება, რომ უკვე ბოლო დღეებს ითვლის, იქნება ძალიან გვიანი და გადარჩენისთვის დასჭირდება ხალხის მხარდაჭერა, ის მხარდაჭერა, რომელიც მას ფაქტობრივად არ გააჩნია კონსერვატიულ ფლანგზე და სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის, საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის გამოყენების მიზნით, “ქართულ ოცნებაში” არსებობს ასეთი გეგმა: მმართველმა ძალამ იცის და უკვე ჩემთვისაც არის ცნობილი, რომ უკრაინელები, 500 დან 1000 ადამიანამდე, შეიარაღებულები, საჭირო დროს გამოვლენ და სავარაუდოდ დედაქალაქში ტყვიაც გავარდება. ამის გადასაფარად, “ქართულ ოცნებას” სჭირდება მსხვერპლი კონსერვატიულ ფლანგზე და როგორც მე მაცნობეს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მათ შორის ვყოფილვარ მეც და ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის სხვა ლიდერებიც. როგორც მე მაცნობეს, განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა: ერთი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მე მმართველ ძალას, რაიმე გეგმის განხორციელებაში ხელს შევუშლი, უნდა მოაწყონ პროვოკაცია, თითქოს პოლიტიკასთან კავშირში არმყოფი, ბიზნესთან დაკავშირებული ვითომ დაპირისპირების მოტივით, რასაც უნდა მოჰყვეს ჩემი დაკავება, ხოლო თუ მსხვერპლი გახდება საჭირო კონსერვატიულ ფლანგზე, მაგ შემთხვევაში საქმეში ჩაერთვებიან, დივერსიული ვითომ უკრაინული ჯგუფები, ან ჩემს შემთხვევაში, შეიძლება საქმე გვქონდეს ვითომ ულტრა-ლიბერალური ფრთის მიერ ორგანიზებულ თავდასხმასთან.

ჩემი ინფორმაციით, სწორედ ეს ორი გეგმა განიხილება და თავისთავად ცხადია, რომ ერთხმად, ამის თაობაზე მთელი “ქართული ოცნება” ვერ იქნება საქმის კურსში. ასეთ გეგმებს, როგორც წესი, ორი-სამი კაცი განიხილავს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტია.

ამ განცხადებას ვაკეთებ მხოლოდ პრევენციის მიზნით. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მე არც შველას ვითხოვ, არც დახმარებას და არც განცხადებების წერას არ ვაპირებ პოლიციაში(ვიცი რომ ამას არანაირი აზრი არ ექნება). უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ თუ ჩვენ რაიმე მიზეზით დავშავდებით(იქნება ეს თითქოს რაღაც ბიზნეს დაპირისპირება, ულტრა-ლიბერალური ფლანგის, ან თითქოს უკრაინელი დივერსანტების მიერ პროვოკაციის მოწყობა და ა.შ.), სინამდვილეში ეს იქნება და გაკეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება, კონსერვატიული ფლანგის გამოყენებით.

ამიტომ იყავით ფხიზლად და დააკვირდით მოვლენებს. მე მეტს არაფერს არ გთხოვთ, უბრალოდ არ დაუშვათ ის, რომ ვიღაცის ძალაუფლების შენარჩუნების გამო, ისევ და ისევ ქართველი ხალხი დარჩეს მოტყუებული. შიშით მე პირადად არაფრის არ მეშინია. არც არასდროს არაფრის არ მეშინოდა და ახლაც, ყველაფრისთვის მზად ვარ. უბრალოდ მინდა, რომ არ გამოიყენოს არავინ, არავის მსხვერპლი სათავისოდ და არავინ შევიდეს შეცდომაში.

ღმერთი ჩვენთან არის! ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ვართ მზად ბრძოლისთვის!

პ.ს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ “ქართული ოცნების” შიგნით დაგეგმილი ეს ბინძური პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირობითად იცის ან ქვეყნის პირველმა პირმა, ან “ქართული ოცნების” თავჯდომარემ. ეს ყველაფერი იგეგმება იქ, სადაც ხალხს პირობები და გარანტიები აქვთ აღებული “ქართული ოცნებისგან”, იმის თაობაზე, რომ ასე ვთქვათ “ყველაფერი რიგზეა” და ამ ტყუილებში ამყოფებენ მმართველი ძალის მაღალ იერარქებსაც. როდესაც მოხდება ის, რაზეც ვისაუბრე(ღმერთმა ნუ ქნას, რომ მოხდეს, პირველ რიგში ეს მე არ მინდა), “ქართული ოცნების” ძალიან ცნობადი და გავლენიანი სახეებისთვისაც კი იქნება შოკისმომგვრელი, მაგრამ მთვარია, რომ ვიღაცის ბინძური გეგმების გამო, თუ იქნება მსხვერპლი, ეს მე ვიქნები თუ სხვა, ამით ვიღაც-ვიღაცეებმა ვერ მოიგონ ის პოლიტიკური დივიდენტები, რომლის მიღებასაც გეგმავენ“, – წერს მორგოშია.

ShareTweet

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა
ახალი ამბები

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026
ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში
ახალი ამბები

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

11/17/2026
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

11/17/2026

საინტერესო

მსოფლიო კიდევ ერთ მყინვარს ემშვიდობება – რიგში კიდევ ბევრი მყინვარია

მსოფლიო კიდევ ერთ მყინვარს ემშვიდობება – რიგში კიდევ ბევრი მყინვარია

7 years ago
ხვალ თბილისს გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

ხვალ თბილისს გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

13 years ago
“პირველი გნომი რომ გავაკეთე, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი” – მაკო ქემერტელიძე

“პირველი გნომი რომ გავაკეთე, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი” – მაკო ქემერტელიძე

5 years ago
საკვები და სასმელი, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია – ეს სია გაგაოცებთ

საკვები და სასმელი, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია – ეს სია გაგაოცებთ

11 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by