• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო.. შვიდი წელი გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და ტკივილთან ერთად სიხარულიც დიდი მაქვს..“ – მამა შალვა კეკელია

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო.. შვიდი წელი გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და ტკივილთან ერთად სიხარულიც დიდი მაქვს..“ – მამა შალვა კეკელია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შოვში დაღუპული ნატო ჭელიძე, ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები 26 აგვისტოს, თბილისში დაკრძალეს.

დაღუპულ ოჯახს გიორგი დუდაშვილი მთელი თვე ეძებდა. მოქალაქეები კი დღემდე თავს ვერ უყრიან სიტყვებს გიორგი დუდაშვილის სანუგეშოდ. როგორ უნდა ისწავლონ ტკივილთან ერთად ცხოვრება ადამიანებმა, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს და როგორ უნდა გაძლიერდნენ სულიერად, ამ საკითხზე „კვირის პალიტრა“დეკანოზ მამა შალვა კეკელიას ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

მამა თოჯინით – ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდები და დამეხმარეთო. მას ცხოვრება აღარ შეუძლია, მეუღლე და სამი შვილი აღარ ჰყავს. ამას პასუხი არა აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ თუ ამას შევხედავთ სულიერად, გარდაცვლილები იქით სამყაროში ელოდებიან, იმიტომ რომ მათი სულები ცოცხალია. ისინი მარადიულ სამყოფელში გადავიდნენ. ჩვენ ქართველებს გვაქვს ასეთი სიტყვა “გარდაიცვალა” ანუ მდგომარეობა შეიცვალა. ლოცვებში ვკითხულობთ: „წმიდათა­ თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა,­ არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი” – ანუ ამქვეყნიური მისი მოღვაწეობა დასრულდა და მარადიულ ცხოვრებას შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ისინი ღვთის წინაშე არიან, იქ, სადაც წმინდანები არიან, სადაც მართალი სულები განისვენებენ. აქ დარჩენილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იქ მოხვდეს, სადაც მისი შვილები არიან. ამისთვის ბევრი უნდა იღვაწოს სულიერად, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის ღვთის დიდი ნუგეში… მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს და დღესაც­ ვიმეტებთ მას ჯვარცმისთვის, როცა ვცოდავთ, ვმრუშობთ­, ვიკეთ­ებთ­ ნარკოტიკს, ვლოთობთ,­ ერთმანეთს ვექიშპებით, უსიყვარულობაში ვართ. ეს ყველა ცოდვა მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარცმაა. როცა არ ვლოცულობთ, არ ვმარხულობთ, გათენებული დღის გამო ღვთისადმი მადლიერება არ გაგვაჩნია, ესეც ღვთის გამეტებას ნიშნავს. როცა მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, მის დედას, ღვთისმშობელს, ყველაზე მეტად ეტკინა. როცა ჯვარცმულ მაცხოვარს უყურებდა, გულნაწლავი ეწვოდა, მთელი სხეული ჩამწვარი ჰქონდა. ხშირად დამისვამს მეც კითხვა, ხომ შეეძლო ყოვლისშემძლე ღმერთს მისი დედისთვის ეს ტკივილი აერიდებინა, ამ ტკივილამდე ერთი კვირით ადრე გაეყვანა, მაგრამ დედა ღვთისმშობელი ხომ შვილგარდაცვლილი დედაა. დედამიწაზე არ მეგულება მისთანა დედა და არ მეგულება დედამიწაზე მაცხოვრისთანა შვილი. ღმერთმა დაუშვა ეს, რადგან იცოდა, რომ ადამიანებს ასეთი დიდი ტკივილები შეხვდებოდათ ცხოვრებაში და შვილგარდაცვლილი დედებისთვის დიდი ნუგეში იქნებოდა ღვთისმშობელი. ადამიანებს ვურჩევ ღმერთს დაუკავშირონ თავიანთი ცხოვრება და თუ ამას შეძლებენ, მათი ცხოვრება სხვანაირად წარიმართება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ჩვენს გარდაცვლილებს. ეს იქნება მცირე დაშორება

– მამაო, თქვენ პირადად გაქვთ განცდილი ეს ტკივილი, რადგან შვილი დაგეღუპათ.

– მე სამი შვილი დედამიწაზე მყავს,­ ერთი – ღმერთთან. შეგრძნებების დონეზე იოანესთან ურთიერთობა ერთი დღითაც არ შემიწყვეტია. როგორც ჩემს სამ შვილთან ვმეგობრობ, ძალიან მიყვარს ისინი, იმაზე მეტი ურთიერთობა მაქვს იოანესთან. ჩემმა შვილმა ცხოვრება მასწავლა, მის ანგელოზთან ყოველთვის მაქვს შეხება. ახალ წელს ყოველთვის ჩემი შვილის საფლავზე ვხვდებით, მაგრამ ტრაგედიით არა, სიხარულით. ერთხელ ჩემმა პატარა ბიჭმა, ილიამ მითხრა, მამიკო, ხომ შეიძლებოდა ღმერთს არ გაეყვანა იოანე, ახალ წელს ჩვენც სახლში შევხვედროდით ჩემს ძმასთან ერთადო. შენ იოანე ზეცაში გელოდება და ღირსეულად უნდა იცხოვრო-მეთქი. უნდა ვეცადოთ ისე სუფთად ვიცხოვროთ, რომ იქ მოვხვდეთ, სადაც ის არის. შვიდი წელი გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და ტკივილთან ერთად სიხარულიც დიდი მაქვს. იოანემ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სულ სხვა თვალით შევხედე ამ სამყაროს და კიდევ უფრო მეტად დავაფასე ამქვეყნიური ყველა წამი. სხვანაირად დავაფასე ურთიერთობა მეუღლესთან, შვილებთან, მრევლთან, სამშობლოსთან. უფრო ცოცხალი გახდა ჩემთვის ეს ქვეყანა და ის მარადიული სამყოფელი, სადაც გადავინაცვლებთ. მინდა მართლა ისე წმინდად ვიცხოვრო, რომ იქ მოვხვდე, სადაც ჩემი შვილია.

ShareTweet

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა
ახალი ამბები

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026
ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში
ახალი ამბები

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

11/17/2026
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

11/17/2026

საინტერესო

თბილისი მსოფლიოს საოჯახო მე-10 კონგრესს უმასპინძლებს

თბილისი მსოფლიოს საოჯახო მე-10 კონგრესს უმასპინძლებს

11 years ago
რომელი საშიში დაავადებები მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე

რომელი საშიში დაავადებები მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე

3 years ago

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა მარტის თვეში გაიზარდა

13 years ago
“მოწყალე სამარიტელი” – გაჭირვებულების დასახმარებლად ახალი ფონდი დაფუძნდა

“მოწყალე სამარიტელი” – გაჭირვებულების დასახმარებლად ახალი ფონდი დაფუძნდა

6 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by