• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა: „მეგის ქარდავამ მალხაზ არქანიას თავზე იარაღი მიადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა“

13 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პატიმრის წამების ფაქტზე, მეგის ქარდავას და გლდანის ციხის ადმინისტრაციის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი დაუმძიმდათ.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა ლაშა მაღლაკელიძემ განაცხადა, მთავარი პროკურატურის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია, ხოლო შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს მეგის ქარდავას წარედგინა ბრალი დაუსწრებლად, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მოთავსებულ პატიმარ მალხაზ არქანიას მეგის ქარდავამ მოსთხოვა გაურკვეველი ტერორისტული აქტების მომზადებაში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ ტერორისტულ აქტებში მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა გაუპატიურებით. მალხაზ არქანიასგან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, მეგის ქარდავას მითითებით სად-ის N8 დაწესებულების თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, იგი ჩაიყვანა ციხის ე.წ. “კარანტინში”, სადაც აყურებინეს დაუდგენელი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი, რის შემდეგაც მეგის ქარდავა მალხაზ არქანიას დაემუქრა, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მიცემდა, მასაც იგივე ბედი ეწეოდა. უარის მიღების შემდეგ მეგის ქარდავამ, ვიქტორ ყაჭეიშვილთან, ოლეგ ფაცაციასთან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად მალხაზ არქანია სასტიკად აწამა”, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, პატიმრის ცემა-წამება რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

“მალხაზ არქანიას საბოლოოდ ფსიქოლოგიურად გასატეხად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება, რისი დაფიქსირებაც მოახდინეს ფოტოკამერაზე, სურათი კი მეგის ქარდავას გადასცეს. ცემის, წამების, ფოტოსურათების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, მალხაზ არქანია იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი ე.წ. აღიარებითი ჩვენებისთვის”, – აღნიშნა ლაშა მაღლაკელიძემ.

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში ე.წ. “ტერაქტების” საქმის ფარგლებში მალხაზ არქანიას დაკითხვა არაერთხელ მოხდა, რა დროსაც ხდებოდა ცემა-წამებით მისი დაპირისპირება იმავე საქმეში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან.

“ერთ-ერთი დაპირისპირების დროს სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ მალხაზ არქანიას თავზე იარაღი მიადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ასევე ზეწოლის შედეგად მალხაზ არქანია აიძულეს უარი ეთქვა მისი უფლებების დამცველ ადვოკატებზე. მასზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მალხაზ არქანიამ თვითმკვლელობაც სცადა”, – განაცხადა პროკურორმა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

26.12.13

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

მწვანე ავტობუსები N55 მარშრუტზე გავიდნენ

მწვანე ავტობუსები N55 მარშრუტზე გავიდნენ

7 years ago
“დონარუმა ატირა! საფრანგეთის მეფე ჟორჟი” – როგორ ეხმაურებიან “ლიონის” ფანები მიქაუტაძის პერფორმანსს “პსჟ”-ს წინააღმდეგ

“დონარუმა ატირა! საფრანგეთის მეფე ჟორჟი” – როგორ ეხმაურებიან “ლიონის” ფანები მიქაუტაძის პერფორმანსს “პსჟ”-ს წინააღმდეგ

2 years ago

გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

11 years ago
ხანძარი ყოფილი “მიხაილოვის საავადმყოფოში”

ხანძარი ყოფილი “მიხაილოვის საავადმყოფოში”

9 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by