• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, March 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ზოგი მეტს დადის, ვიდრე საჭიროა… ზომაზე მეტად სიგამხდრეც პრობლემურია” – რას გვირჩევს გულის ჯადოქარი გულიკო ჩაფიძე რჩევები

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ზოგი მეტს დადის, ვიდრე საჭიროა… ზომაზე მეტად სიგამხდრეც პრობლემურია” – რას გვირჩევს გულის ჯადოქარი გულიკო ჩაფიძე რჩევები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გაზაფხულს გულის აჩქროლება ახლავს თან. კვირტების აფეთქებასთან ერთად, თითქოს გულიც სხვაგვარად იწყებს ფეთქვას.

ლეგენდარული კარდიოლოგი – 92 წლის გულიკო ჩაფიძე, “პრაიმტაიმის” მკითხველს ზოგად რჩევებს აძლევს; იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს, რა უნდა გავითვალისწინოთ.

გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.

ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს.

ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული.

ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს არ ჩაგეთვლებათ ფეხით სიარულში.

სირბილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.

აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.

რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე – ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება იმაზე პრობლემური გახდეს ზომაზე მეტად სიგამხდრეც. აქაც ზომიერებაა საჭირო.

ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა – ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.

არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს.

გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.

ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.

უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.

 

მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.

სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ.

ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება…

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

03/11/2026
“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე
ახალი ამბები

“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე

03/09/2026
შენზე ფიქრმა და შენზე დარდმა, ესეც კი გამაბედინა… – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ახალი ამბები

შენზე ფიქრმა და შენზე დარდმა, ესეც კი გამაბედინა… – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

03/09/2026
“კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” –  ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე
ახალი ამბები

“კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” – ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე

03/06/2026
„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება
ახალი ამბები

„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება

03/06/2026
მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს

03/06/2026

კალენდარი

March 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« Feb    

სიახლეები

  • ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა 03/11/2026
  • “ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე 03/09/2026
  • შენზე ფიქრმა და შენზე დარდმა, ესეც კი გამაბედინა… – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს 03/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In