• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ხვამლის მთის გულში ხელუხლებელი მიწისქვეშა ქალაქია?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა”

“გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია”

ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში, მიწის პირიდან დაახლოებით 50 მ-ზე, 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა. მერე განაცხადა, – იქ არაფერიაო… მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია – ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა ნამდვილად არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით. 2007 წელს ხვამლი არქეოლოგმა გურამ გაბიძაშვილმა დაზვერა და ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა: ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ოსირისი (ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები). შემდეგ ხვამლის შესახებ რეჟისორმა დავით გოგუაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს, – სწორედ ეს წელიწადი მიიჩნევა ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისად, ვიდრე ქრისტემდე. და კიდევ ამ ექსპედიციის ერთი საოცარი ნიუანსიც: როგორც ბერძნული მითები ჰყვებიან, ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთეს გასათავისუფლებლად გმირი ჰერაკლე გაიგზავნა. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფასისს (რიონს) აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა – ადგილობრივებმა მართლაც მიასწავლეს ექსპედიციას გამოქვაბული, საიდანაც წყალი წელიწადის სხვადასხვა დროს ხან ცხენისწყლის ხეობისკენ გადავარდება, ხანაც რიონისაკენ. ამ ექსპედიციამ ზღვის დონიდან 1888 მ-ზე არქეოლოგიური ნიშნული გააკეთა, – იქ უცნაური რაღაც იყო. მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსი, რომელსაც ზემოთ სამი მხრიდან პიტალო ეხები (კლდის მასივები) გადმოჰფარებოდა. თუმცა იქაურობას დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა (ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა). სულ ახლახან კი ხვამლზე მორიგმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამაოგნებელი აღმოჩენები გააკეთა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხვამლის ექსპედიციის ხელმძღვანელთან, არქეოლოგ დავით სულხანიშვილთან:

“მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსს, დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა. ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა” – ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თითქოს არაფრისმთქმელი მიწისზედა წრიული რელიეფის გათხრისას მთელ კომპლექსს წავაწყდით. ის ორი წრიული და ერთი ნახევრად წრიული მშრალად ნაგები ქვის გალავნისაგან შედგებოდა. მსგავს წრიულ, ძვ.წ.-ით პირველი ათასწლეულის ნაგებობებს აფხაზეთშიც ვხვდებით, მაგრამ არა ისეთ დასრულებულ კომპლექსებს, როგორიც ხვამლის მთაზეა. რაც მთავარია, ყველა ეს კომპლექსი ებჯინება მღვიმე-გამოქვაბულს, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია.

ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე 11 კომპლექსი აღმოვაჩინეთ და ყოველი მათგანი დაახლოებით სიგრძით 1,5 მ, სიგანით 70 სმ და სისქით 40 სმ ლოდით არის ამოქოლილი. შემდგომში კი, საუკუნეების განმავლობაში, შესასვლელები მიწამ, ბალახმა და ეკლიანმა ბუჩქებმა დაფარა – ამ ადგილს შემთხვევით კი არ ეწოდება მაყვლოვნის გორა.

 

– დაახლოებით რაღაც ისეთს ამბობთ, რაც ზღაპრებშია აღწერილი.

– ზღაპრებში ძირითადად ის არის აღწერილი, რაც რეალობაში ხდებოდა. გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია – ხვამლი კირქვოვანი მასისგან შედგება, რომელიც, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში დაიშალა.

 

სრულად 

ShareTweet

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

საინტერესო

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საგნები თამაშ-თამაშით ისწავლონ – განათლების სამინისტრო

9 years ago
ვახტანგ შაქარიშვილი: “Freedom Hause” – ის ანგარიში არის “მეორე საქართველოს” შექმნის კიდევ ერთი მცდელობა“

ვახტანგ შაქარიშვილი: “Freedom Hause” – ის ანგარიში არის “მეორე საქართველოს” შექმნის კიდევ ერთი მცდელობა“

8 years ago
სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრი, თათია ჯინჯოლავა გარდაიცვალა 

სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრი, თათია ჯინჯოლავა გარდაიცვალა 

4 years ago

ნოდარ ხადური EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღებს მონაწილეობას

13 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by