• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ზოგჯერ არ მიჯერებენ, რომ არ მაქვს აკადემიური ცოდნა მიღებული“ – ნინო მჭედლიშვილი

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„ზოგჯერ არ მიჯერებენ, რომ არ მაქვს აკადემიური ცოდნა მიღებული“ – ნინო მჭედლიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თითოეული ადამიანისთვის საყვარელი პროფესია, ყოველდღიური საქმიანობა სირთულეებსა და წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვსწავლობთ, ვეძებთ, ვინტერესდებით და, საკმარისი მონდომების შემთხვევაში, ვიღებთ სასურველ შედეგს. განსაკუთრებულად სასიამოვნოა, როდესაც მიზნის მისაღწევად მხოლოდ საკუთარ უნარებსა და შრომას ვეყრდნობით.
ნინო მჭედლიშვილი თვითნასწავლი ხელოვანია. სხვადასხვა მეთოდით, მან შეძლო და შეიძინა ის უნარები, რაც საოცარი და, შეიძლება ითქვას, დაუჯერებელი ნამუშევრების შექმნაში დაეხმარა. დეტალურად, ის „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.


ნამუშევრებს რა ჟანრში ქმნით?

ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა, აქტიურად ხატვა და შეკვეთებით მუშაობა დავიწყე 2012 წლიდან. ჩემი ნამუშევრები უფრო ფოტო რეალიზმის მიმართულებას მიეკუთვნება, თუმცა ვცდილობ, მხოლოდ ამ სტილში არ ვხატო და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შევქმნა ნამუშევრები, მაგალითად – მასტეხინით, შერეული ტექნიკით, უფრო მხატვრულად ფასეული ნახევრად წარმოსახვითი სიუჟეტებით და აბსტრაქციაც.
ძირითადად, ვმუშაობ ტილოზე ზეთის საღებავით, თუმცა – ზოგჯერ გრაფიკაშიც.

ვიზუალის მხრივ, რა მახასიათებლები აერთიანებს თქვენს ნამუშევრებს?


ჩემს ნამუშევრებს უფრო აერთიანებს ვიზუალური ესთეტიკა. სიღრმისეული ნამუშევარი მხოლოდ რამდენიმე შემიქმნია, რადგან ჩემი შემოსავლის წყარო ძირითადად შეკვეთებია, დრო არ მრჩება – საკუთარი ჩანაფიქრი ხშირად გადავიტანო ტილოზე. უმეტესად, მიწევს კომერციულად გაყიდვად თემებზე მუშაობა.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, როცა ხელოვანი თვითნასწავლია?


თვითნასწავლისთვის ბევრად მეტი წელია საჭირო, რომ შეისწავლოს ხატვის სხვადასხვა ტექნიკა, ნაკლები შეცდომა დაუშვას. თავიდანვე ასე არ ვხატავდი, პრაქტიკამ, სხვა მხატვრების ნამუშევრების დაკვირვებამ, შენიშვნებმა გამზარდა, უფრო დაიხვეწა ნახატებიც, თუმცა, ამ დონეზე გაჩერებას არ ვაპირებ, საკუთარ თავზე კიდევ ბევრი მუშაობა მჭირდება, რომ თვითგანვითარება შევძლო და ოდესმე პერსონალური გამოფენა გავაკეთო – უკვე ჩემი შინაგანი სამყაროს ტილოზე გადმოტანილი ნახატებით და არამხოლოდ ვიზუალური ესთეტიკით ფასეული სიუჟეტებით დატვირთული ნახატებით.
ზოგჯერ არ მიჯერებენ, რომ არ მაქვს აკადემიური ცოდნა მიღებული. სხვა მხრივ, სირთულე არ შემქმნია თვითნასწავლობის გამო.

3 D ნამუშევრებსაც ქმნით – აღნიშნული როგორ შეოპსწავლეთ?


რაც შეეხება ჩემს 3D ეფექტის ნამუშევრებს, ეს მიმართულება პირველად ვნახე გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ეკა ფერაძის შემოქმედებაში. იმდენად მომწონდა, რომ ასე დაკვირვებით ვეცადე, თვითონაც შემექმნა მსგავსი, მაგრამ არა – ანალოგი. ჩემი ხედვით და სტილით ვცილობ, გამოირჩეოდეს და მგონი, გამომდის. მე არ ვხატავ 3D -ში, არამედ ეს არის სამგანზომილებიანის ეფექტი, რომელიც ყოველი მხრიდან ერთნაირად ჩანს და არ სჭირდება მხოლოდ ერთი რაკურსით შეხედვა, რაც სამგანზომილებიანი ნახატებისთვისაა დამახასიათებელი.

გარდა ამისა, ხელოვნების სხვა მიმართულებებით თუ ხართ დაინტერესებული?


ხატვის გარდა მომწონს ძერწვა ცივი ფაიფურით, სამკაულების კეთება პოლიმერული თიხით, ეს ტექნიკებიც ინტერნეტში მრავლად არსებული ვიდეომასალით შევისწავლე. სამომავლოდ შემოგთავაზებთ განსხვავებულ ნამუშევრებსაც, მაქვს რაღაც ჩანაფიქრი და იმედია, გამომივა.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026
„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
ახალი ამბები

„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ

01/29/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In