• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, December 7, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს | SJC

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს | SJC
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებას და ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიების დაუყოვნებლივ განახლებას.

საქმეზე  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 19 იანვარს გამოაქვეყნა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა და დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო.

“ევროპულმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და გამოძიების ნაკლოვანებებზე განმცხადებლების თითქმის ყველა არგუმენტი გაიზიარა. მათ შორის, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ იყო უზრუნველყოფილი გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მოთხოვნა და მაშინ როცა მოგვიანებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების (მათ შორის, ხელყუმბარის) ჩხრეკა და ამოღება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა და პროკურატურა სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს დაეყრდნო. ცხადია, რომ სასამართლოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ჩაითვალა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოდ მისივე ოფიცრების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საქმის გამოძიებაზე. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პროცესში არ მოხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასება და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, რამაც გაართულა გამოძიების პროცესში მათი მონაწილეობა. სწორედ გამოძიებაში დაშვებული ძირეული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროპულმა სასამართლომ ვერ შეძლო მსჯელობა სიცოცხლის უფლების არსებითი (სუბსტანციური) ნაწილის დარღვევაზე”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

SJC-ს ცნობით, გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახდენს, მათი შეფასებები საქმის აღსრულების მდგომარეობაზე გაზაფხულის საკომიტეტო მოსმენაზე გახდება ცნობილი.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა უწყებამ წერილობით გაუზიარათ “სრულიად დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი განმარტება”, რომ უწყება შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაივლის კონსულტაციას  მინისტრთა კომიტეტთან, რათა უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ნაბიჯების დაგეგმვა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეს პოზიცია საქმეზე გამოძიების განახლების განზრახ გაჭიანურებას უფრო ჰგავს.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ განაახლოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში;
  • დროულად უზრუნველყოს რელევანტური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, უპირველესად კი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და მისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა.
fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In