• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ლუკა პირველად რომ ვნახე, მაგ დროს უკვე ვიცოდი, მე მისი ცოლი და ის ჩემი ქმარი იქნებოდა… ” – ულამაზესი “ლილუს” რეალური ცხოვრება

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“ლუკა პირველად რომ ვნახე, მაგ დროს უკვე ვიცოდი, მე მისი ცოლი და ის ჩემი ქმარი იქნებოდა… ” – ულამაზესი “ლილუს” რეალური ცხოვრება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სერიალში “სიყვარულს მიღმა” ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელი ლილუს როლს განო გერლიანი ასრულებს. ის პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ახლო მომავალში აპირებს ამ პროფესიას ამერიკაში დაეუფლოს. როგორია მისი რეალური ცხოვრება, როგორი ურთიერთობა აქვს მშობლებთან და როგორ დაიწყო მისი “ფილმური” სიყვარულის ამბავი? – ამ ყველაფერზე განო გულახდილად გვესაუბრა.

 

– ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებლის სიმპათია დაიმსახურე, ამას თავად რამდენად გრძნობ?

– როდესაც ჩემი პერსონაჟი სერიალში პირველად გამოჩნდა, ხალხს თავიდან თითქოს არ მოსწონდა. ვფიქრობდი, ქუჩაში რომ გავალ და მიცნობენ, სავარაუდოდ, ჩემ მიმართ ცუდი დამოკიდებულება ექნებათ-მეთქი. ახლა კი მაყურებლისგან არანორმალურად დიდ სიყვარულს ვგრძნობ, განსაკუთრებით – პატარა ბავშვებისგან. გუშინ მაღაზიიდან ხელი დამიქნიეს, ამ ერთმა ჟესტმა უზომოდ გამახარა. ყველაზე ხშირად ბავშვები მოდიან, ფოტოების გადაღებას მთხოვენ. ისეთი საყვარლები და გულწრფელები არიან, მათთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მაბედნიერებს.

– ჩვენს მკითხველს გაეცანი, ვინ არის განო გერლიანი?

– როცა ჩემს თავზე ლაპარაკი მიწევს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ძალიან ემოციური ვარ. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ადამიანს ეწყინოს, მე ორმაგად ან ოთხმაგად მწყინს, შეიძლება ტირილამდე მივიდე. ასევე უმნიშვნელო რამ მახარებს. ჯერ პროფესია არ ამირჩევია, არსად ჩამიბარებია, 20 წლის ახლახან გავხდი. ახლო მომავალში ვაპირებ, სასწავლებლად ამერიკაში წავიდე. სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე. ბავშვობიდან რომანტიზებას ვუწევდი იმ ამბავს, რომ სასწავლებლად უცხოეთში უნდა წავსულიყავი; სულ ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა იქნებოდა ამერიკა და სწავლის დასრულების შემდეგ აუცილებლად საქართველოში დავბრუნდებოდი.

– სერიალში “სიყვარულს მიღმა” როგორ აღმოჩნდი?

– ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, ზეგ კასტინგი ტარდება და მოდიო. სერიალის “სიყვარულს მიღმა” პოსტერებს მეტროში სულ ვხედავდი. მაყურებელი არ ვიყავი, თუმცა ზედაპირულად ვიცოდი, რაც ხდებოდა. ამ ზარმა ძალიან გამანერვიულა, აქამდე ქართულ პროექტში არ მითამაშია, ქართულად ლაპარაკი არ დამჭირვებია, სულ ინგლისურად ვსაუბრობდი. ვფიქრობდი, რომ არ დამამტკიცებდნენ. ისიც კი ვთქვი, ტყუილად უნდა მოვიდე, თქვენს დროსაც დავკარგავ და ჩემსასაც-მეთქი. მოკლედ მაინც წავედი, კასტინგი გავიარე და იმ დღესვე დამირეკეს, როლზე დამტკიცებული ხარო. უბედნიერესი ვიყავი, თან ვერ ვიჯერებდი. ვფიქრობდი, რამე ხომ არ შეეშალათ-მეთქი?

– ლილუ საინტერესო გოგოა, თავისებური ხასიათით. ამ როლზე მუშაობა როგორ დაიწყე?

– ცოტათი კაპასი, ჯიუტი ჯენზია. მეგონა, რომ ხანში შესულ ხალხს არ შეუყვარდებოდა, ძალიან მოდერნისტული და თანამედროვე პერსონაჟია. ზუსტად არც ვიცი, როგორ დავახასიათო, ლილუს ასე კარგად მეც არ ვიცნობ, თანდათან ვეცნობი. ყველას შვილიშვილივით უყვარს. არ მომწონს ის, როგორც ექცევა მეგობრებს, მშობლებს. ამის გააზრება, რომ ეს მე უნდა მეთამაშა, ასე მელაპარაკა, ცოტათი გამიჭირდა.

– რეალურ ცხოვრებაში მშობლებს შენ ნაცვლად თუ მიუღიათ გადაწყვეტილება, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

– არა, ძალიან, ძალიან გამიმართლა. ჩვენ სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს. ჩემი მშობლები ყოველთვის მეთანხმებიან იმაში, რისი გაკეთებაც მინდა, არჩევანს ყოველთვის მიწონებენ. მსახიობობა რომ მინდოდა, ეს ბავშვობიდანვე იცოდნენ და ხელს მაქსიმალურად მიწყობდნენ, მით უმეტეს – დედა, მას დავყავდი ყველა სტუდიაში, სადაც შეიძლებოდა რამე გამომსვლოდა, სადაც ყოფნა ჩემთვის საჭირო იყო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ცეკვაზე რატომ დავყავდი. დღეს ვხვდები, რომ პლასტიკა მსახიობისთვის ძალიან საჭიროა.

– სერიალში სცენების დიდი ნაწილის გადაღება გუგა ქაცარავასთან გიწევს. როგორი პარტნიორია?

– გუგა ქაცარავა კომფორტული ადამიანია. თავიდან, როცა რამდენიმე დუბლს ვაგდებდით, ვფიქრობდი, ყველა გაბრაზდებოდა, მაგრამ ვცდებოდი; ვისთანაც ამ სერიალზე მუშაობის ფარგლებში შეხება მაქვს, არის საუკეთესო. გადასაღებად რომ მივდივარ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემს ოჯახში მივდივარ.

– ახლა შენი ცხოვრების რეალურ სიყვარულზე ვილაპარაკოთ. ლუკა თარხან-მოურავთან შენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

– ჩვენ დანიშნულები ვართ. ლუკა პირველად რომ ვნახე, მაგ დროს უკვე ვიცოდი, მე მისი ცოლი და ის ჩემი ქმარი იქნებოდა.

– ამას პირველივე ნახვისას მიხვდი?

– დიახ. სწორ ადამიანს რომ ნახავ, ამას მაშინვე გრძნობ.

– ლუკას რეაქცია როგორი იყო?

– ზუსტად იგივე. ასე თამამად იმიტომ ვამბობ, რომ ეს განცდა ორმხრივი იყო, ასეთი “ფილმური” სიყვარული გამოგვივიდა, მაგრამ მე ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი არ მომწონს.

– რას გულისხმობ?

– ლუკამ ინსტაგრამიდან გამიცნო, მე კი მინდოდა, ისეთი ამბავი ყოფილიყო, მერე შვილებს რომ მოვუყვებოდი და შოკში იქნებოდნენ. ინსტაგრამში ჩვენს საერთო მეგობარს, თეკლა სულაქველიძეს ედო ჩემი ფოტო, მისი გვერდიდან ჩემსაზე გადმოვიდა და მომწერა. ასე დაიწყო ეს ამბავი. მგონი, მეორე ნახვაზე უკვე შეყვარებულები ვიყავით. 1 თვეში კი ერთმანეთს მეგობრებს საქმროს და საცოლის სტატუსით ვაცნობდით. იხილეთ სრულად

ShareTweet

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო
ახალი ამბები

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

საინტერესო

სკოლის დირექტორმა, რომელმაც ქმრის მიერ მოკლულ ქალს “თავშიავარდნილი” უწოდა, თანამდებობა დატოვა

სკოლის დირექტორმა, რომელმაც ქმრის მიერ მოკლულ ქალს “თავშიავარდნილი” უწოდა, თანამდებობა დატოვა

2 years ago
ზოოპარკში რომ არ მოეყვანათ, ბოკვერი მალე დაიღუპებოდა –  ცირა გვასალია

ზოოპარკში რომ არ მოეყვანათ, ბოკვერი მალე დაიღუპებოდა – ცირა გვასალია

1 year ago
მსოფლიოში 735 მილიონი ადამიანი შიმშილობს

მსოფლიოში 735 მილიონი ადამიანი შიმშილობს

3 years ago
შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზას”  გამოხმაურება

შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზას” გამოხმაურება

12 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by