• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“17 წლის გავთხოვდი და მაშინვე გამოვემშვიდობე კინოს, რადგან ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა ეს. რამდენჯერმე გავიბრძოლე, მაგრამ…” – ერთადერთი ინტერვიუ ხათუნა კოტრიკაძესთან

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“17 წლის გავთხოვდი და მაშინვე გამოვემშვიდობე კინოს, რადგან ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა ეს. რამდენჯერმე გავიბრძოლე, მაგრამ…” – ერთადერთი ინტერვიუ ხათუნა კოტრიკაძესთან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პირველი გამოჩენისთანავე მზესავით გამოანათა – ჟღალი თმით, ბავშვურად გაბუტული ტუჩებით, ეშმაკური გამოხედვით და ჭორფლიანი, ლამაზი სახით. სულ სამ ფილმში გადაიღეს. პირველი სოსო ჩხაიძის “მეთხუთმეტე ზაფხული” გახლდათ. მაშინ ხათუნა კოტრიკაძე 15 წლის იყო. დიდხანს არჩევდა თურმე რეჟისორი მთავარ როლზე გოგონებს. პირველ საშუალო სკოლაში ნახა 15 წლის ხათუნა და არჩევანიც მასზე შეაჩერა… ფილმის დასრულების მერე კი უთხრა: იცოდე, როცა ცნობილი მსახიობი გახდები, არ დაივიწყო, რომ მე აღმოგაჩინეო. მართლაც, პირველ ფილმს მალევე მოჰყვა ლეილა გორდელაძის “მოიტაცეს თამარ ქალი”, შემდეგ იყო ლევან ხოტივარის “მხიარული რომანი”. ნორჩი და კოხტა ახალბედა მსახიობი ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე კოტრიკაძის ქალიშვილი და ასევე ცნობილი ფეხბურთელის, სერგო კოტრიკაძის ძმისშვილი გახლდათ. თავიდან ბევრს ეგონა, რომ ის ცნობილი მამის და ბიძის გამო მიიწვიეს კინოში, მაგრამ ეს ასე არ იყო. ხათუნას ლამაზ გარეგნობასთან ერთად საოცარი შარმი ჰქონდა. ბევრი რეჟისორი იწვევდა ფილმებში, თუმცა 17 წლისა გათხოვდა და სამუდამოდ დაემშვიდობა კინოს.

მისი მეუღლე ასევე ფეხბურთელი, თბილისის “დინამოს” ცნობილი მეკარე დავით გოგია გახდა. მეუღლის თხოვნით ხათუნამ უარი თქვა კინოკარიერაზე, ცალკეც აღარსად ჩნდებოდა – წვეულებებზე, თეატრსა თუ სხვა თავყრილობაზე მეუღლესთან ერთად ხედავდნენ. გააჩინა ვაჟი და შვილის აღზრდაში ჩაეფლო. დედა მუდამ მის გვერდით იყო… როცა რეჟისორის თანაშემწეები ან ჟურნალისტები რეკავდნენ ხათუნასთან სახლში, მათ დედა პასუხობდა: ხათუნა უკვე დედაა და სხვა საქმეზე ვერ გადაერთვებაო… ყველა გრძნობდა, რომ ქალბატონი სიძის სურვილს უფრო ამჟღავნებდა, ვიდრე თავისას… წარმატებული და ხმაურიანი ცხოვრებიდან უცებ გამქრალი ჟღალთმიანი გოგონა კარჩაკეტილ, იდუმალ ქალად გადაიქცა…

გავიდა დრო. როცა პუტჩისტებმა ეროვნული მთავრობა დაამხვეს და თბილისი ნანგრევებად აქციეს, ხათუნა თბილისში ვეღარ გაჩერდა და სოფელ დიღომში გადასახლდა. ყვავილების ბაღი მოაშენა, კარგი ბიბლიოთეკაც მოიწყო და ასე ატარებდა მძიმე 90-იანებს…

ხათუნა ჩემი თაობის ფავორიტი გოგო იყო. მახსოვს, მისი ეკრანზე გამოჩენის დღიდან ვბაძავდით: თმასაც ხათუნასავით ვატარებდით, “ჩოლკა” შევიჭერით, ჭორფლსაც ვიხატავდით სახეზე… სულ მინდოდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა და როცა მისი ტელეფონის ნომერი მოვიპოვე და დავურეკე, გაუკვირდა, აქ როგორ მომაგენითო… მერე ცოტა ხანს შეყოვნდა და მითხრა, თუ გადავწყვიტე, თავად შეგეხმიანებითო. იმედი გადამეწურა, რადგან ვიცოდი, არავის იკარებდა, თუმცა… ორი კვირის შემდეგ დამირეკა: გადავხედე “კვირის პალიტრას”, ობიექტური და ზომიერი გაზეთია, თქვენი წერილებიც წავიკითხე და თანახმა ვარ ინტერვიუზე, ოღონდ, დღემდე რაც მტკივა, იმაზე უნდა მალაპარაკოთო… სიხარულით დავთანხმდი და დღეზეც შევთანხმდით, ოღონდ საათი არ დამიკონკრეტებია… მე და პაპარაცი (ჩვენი გიორგი აბდალაძე) გავემართეთ სოფელ დიღმისკენ, თუმცა რა ვიცოდით, რომ წინ “სიურპრიზი” გველოდა: სახლთან მისულებს ჯერ უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი ყეფით “შეგვეგება”, მერე ჩვენკენ გამოექანა და კიდევ კარგი, ჯაჭვით იყო დაბმული, თორემ შეგვჭამდა. როგორც იქნა, ეზოში ცნობილი მეკარე გამოვიდა. ავუხსენით, ვინც ვიყავით, მან კი ცივად მოგვიგო: ხათუნას სძინავს და ვერ გავაღვიძებო… რაღას ვიზამდით, წამოვედით ყურებჩამოყრილი. საღამოს მაინც შევეხმიანე ხათუნას, ვერ ვიჯერებდი, რომ მან ათქმევინა უარი ქმარს… ძალიან შეწუხდა, მოგვიბოდიშა, დამავიწყდა ქმარი გამეფრთხილებინაო და ამჯერად თბილისში, წინამძღვრიშვილის სახლში დაგვიბარა… ინტერვიუზე ქმართან ერთად მოვიდა, რომელმაც მე და ფოტოკორესპონდენტს ხელი ჩამოგვართვა, შევრიგდეთო, გვითხრა და ნაყინის ტორტი მოგვართვა. მერე მარტო დაგვტოვა. მე და ხათუნამ კი კარგა ხანს ვისაუბრეთ მის ცხოვრებაზე…

როცა ხათუნას გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, ინტერნეტსივრცეში დავწერე კიდეც, რომ ერთადერთს მე მომეცა საშუალება ჩამეწერა-მეთქი. იმდენი კითხვა შემომივიდა, გადავწყვიტე ჩვენი შეხვედრა, ინტერვიუ და ბევრი დეტალი, რომელიც მაშინ ვერ გავიდა, გამეხსენებინა. ინტერვიუ 2001 წლის აგვისტოში ჩავწერე. ხათუნა კოტრიკაძე მაშინ 45 წლის გახლდათ…

 

– რაღაც განსაკუთრებული სათქმელი გქონიათ… ვიცი, თქვენი გულისტკივილი 1991-92 წლების ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება, რის შემდეგაც საერთოდ გაერიდეთ თბილისს.

– მართალია. მე არ შემეძლო ამ ქალაქში გაჩერება, სადაც ქართველი ქართველს ესროდა. კიდევ კარგი, რომ სოფელ დიღომში ერთი დაუმთავრებელი სახლი გვქონდა, თორემ მოვკვდებოდი. დანგრეულ თბილისში გაჩერებაც შეუძლებელი იყო…

– ოჯახში არ გაგიწიეს წინააღმდეგობა?

– კი, მაგრამ მე ვაჯობე. დედაჩემიც გამომყვა. მამაჩემი და ჩემი ქმარ-შვილი პირველ დღეებში არც მაკითხავდნენ, ფიქრობდნენ, რომ მე, მანამდე ყველაფრით უზრუნველყოფილი ქალი ვერ გავუძლებდი ყოფით პრობლემებს და მალე დავბრუნდებოდი შინ, მაგრამ ერთი კვირა რომ გავიდა, იძულებულებული იყვნენ, მოეხედათ ჩვენთვის. ისეთი საშინელი იყო 1993 წლის ზამთარი, გახსენება დღესაც მზარავს. დიღმელებმა მითხრეს, არასოდეს მომხდარა, რომ ლეღვის ხე მოყინულიყოო, იმ ზამთარს კი მოიყინა. იცით, როგორ მიჭირდა? იმდენად ელდანაცემი ვიყავი, რომ ადგილს ვერ ვპოულობდი, ვერ ვიძინებდი, სულ ვფორიაქობდი… არ დამავიწყდება 1993 წლის 2 თებერვალი, როცა მშვიდობიან მოსახლეობას ნიღბოსნებმა ცირკთან სროლა აუტეხეს. იქ მე და დედაც ვიყავით. მაშინ მთხოვა დედამ: თუ ჩემი ხათრი გაქვს, აქედან წამიყვანეო. შემეცოდა და გამოვაშორე იქაურობას.

– როგორ მოხდა, რომ იქ დავით გოგიას გარეშე წახვედით?

– (ეღიმება) ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა “ავიწყვიტე”. მაშინ დათოს ვუთხარი, თუ მიტინგებზე სიარულს დამიშლი, გაგშორდები და არასოდეს გაპატიებ-მეთქი.

განაგრძეთ კითხვა

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

მსახიობი ლიანა ასათიანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

12 years ago
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3640 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2868 ლარი გახდა

10 years ago
ბრედ პიტი მოხუც მეზობელს 40-მილიონიან ვილაში, წლების მანძილზე უფასოდ აცხოვრებდა

ბრედ პიტი მოხუც მეზობელს 40-მილიონიან ვილაში, წლების მანძილზე უფასოდ აცხოვრებდა

3 years ago
მიხეილ ქავთარაძე: ,,საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს”

მიხეილ ქავთარაძე: ,,საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს”

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by