• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„შვილს ვერ გამიცოცხლებენ, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ…“ – კუჭის ოპერაციის შედეგად დაღუპული ქართველი პაციენტები თურქეთში

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„შვილს ვერ გამიცოცხლებენ, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ…“ – კუჭის ოპერაციის შედეგად დაღუპული ქართველი პაციენტები თურქეთში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა – სამივე მათგანმა ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი – სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები პაციენტებს ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ განუვითარდათ. ქართველ ექიმებს პაციენტების ხელმეორედ გაკვეთა მოუწიათ. ნანახი კი ქირურგებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

იმისთვის, რომ თურქი ექიმი კუჭის ოპერაციაზე დაეთანხმებინა ოთარ გოთოშიამ 10 კილო განგებ მოიმატა. ოპერაციიდან მესამე დღეს სამსუნის კლინიკიდან საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლამდე უკვე ქუთაისში შეუძლოდ გახდა.​

„რუსთავი 2“-თან საუბრისას 36 წლის ოთარ გოთოშიას დედა ამბობს, რომ მისი შვილი თურქეთში ჩატარებული ბარიატრიას შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.

„დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს..

ჰაერი არ მყოფნისო, გული მტკივაო, ჭრილობა მტკივაო, დარბოდა და ვერ ვშველოდი, რაღაც გამაყუჩებელი გამომატანესო, ის დალია და თითქოს მიყუჩდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მერე ნემსი გაუკეთეს, დაამატეთო, დაამატეთო, აღარ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

ბარიატრიული ქირურგიის აგრესიული რეკლამის წყარო სოციალური ქსელია. სწორედ ამ პლატფორმაზე ხდება ქართველი პაციენტების შეგროვება. კლინიკაში, სადაც ოთარ გოთოშიას ოპერაცია გაუკეთეს, მითითებულ ნომერზე არ გვიპასუხეს, ამიტომ მის ქართველ წარმომადგენელს დავუკავშირდით.

„პაციენტი როდესაც გავწერეთ იყო სრულიად ჯანმრთელი. ჩემგან ამაზე საუბარი არასწორია. კლინიკასთან დაგაკავშირებთ და იმათ გაესაუბრეთ“, – ამბობს თურქული კლინიკის ქართველი შუამავალი.

თურქეთში ჩატარებული ოპერაციის გართულებით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს.

„რაც ჩვენ ვნახეთ, მოჭრილი კი არა, პირდაპირ მოგლეჯილი იყო კუჭი. დაიწყო ნეკროზი, გაიხსნა მთლიანად კუჭი. ჩაუტარდა ყველაფერი, მათ შორის ოპერაციები, ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სეფსისიდან სამწუხაროდ ვერ გამოვიყვანეთ და პაციენტი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ანალოგიური შემთხვევა იყო სხვა კლინიკებში. დღესდღეობით საქართველოში 8 პაციენტი არის, რომელიც გადის სტაციონარულ მკურნალობას გართულებებით. ძალიან ბევრი იყო, რომლებსაც უარი ვუთხარით ოპერაციაზე, გაუკეთეს მათ ოპერაცია თურქეთში, არიან ცუდად. წინა თვეში 4 პაციენტი დავუბრუნე უკან კლინიკებში: ორი კახეკსიით, ერთს ჩვენ ჩავუდგით სტენოზი. წყლულებით წვანან პაციენტები, სისხლდენებით. ფორმა 100-ები რომ ნახოთ, იქ წერია მხოლოდ ოპერაციის დასახელება, პრაქტიკულად, მეტი არაფერი“, – აცხადებს ქირურგი დავით აბულაძე.

რა ეწერა თურქული კლინიკის ფორმა 100-ში, ხაჭაპურიძეების ოჯახმა მას შემდეგ შეამოწმა, რაც პაციენტი პოსტოპერაციული გართულებით დაიღუპა. 57 წლის ხვიჩა ხაჭაპურიძე, სამსუნის კლინიკიდან, ოპერაციიდან მესამე დღეს გაწერეს. პაციენტმა ოპერაციის შემდეგ, ავტობუსით, კლინიკის ქართველ შუამავალთან ერთად იმგზავრა.

 

ShareTweet

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

ხვალ საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

11 years ago

“ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს”

10 years ago
ირაკლი კობახიძე – ოქუაშვილმა  მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ბიუჯეტის ვალი არ დაებრუნებინა

ირაკლი კობახიძე – ოქუაშვილმა მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ბიუჯეტის ვალი არ დაებრუნებინა

8 years ago
სააპელაციო სასამართლომ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თამაზ ქვლივიძის ადვოკატი: საქმეში პოლიციელის დაჭრის მტკიცებულებები არ არის

9 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by