• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქვეყნის საგარეო ვალი 13.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ქვეყნის საგარეო ვალი 13.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

a17957საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 13.3 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 83.7 პროცენტია; აქედან,  სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.3 მლრდ აშშ დოლარი (8.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 33.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.1 მლრდ აშშ დოლარი (6.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალი – 373.9 მლნ აშშ დოლარი (622.3 მლნ ლარი; მშპ-ს 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ვალი – 836.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.4 მლრდ აშშ დოლარი (4.0 მლრდ ლარი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი) და კომპანიათაშორისო ვალმა 3.1 მლრდ აშშ დოლარი (5.1 მლრდ ლარი). მთლიანი საგარეო ვალის 94.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.2013 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 84.7 მლნ აშშ დოლარით (140.8 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან ვალი შემცირდა ოპერაციული სხვა და ფასის ცვლილებების  გამო, კლებამ შესაბამისად 141.7 მლნ აშშ დოლარი (235.1 მლნ ლარი), 18.1 მლნ აშშ დოლარი (30.1 მლნ ლარი) და 18.1 მლნ აშშ დოლარი (30.1 მლნ ლარი) შეადგინა. ამავე კვარტალში დადებითი იყო მთლიანი საგარეო ვალის საკურსო  ცვლილებება და იგი  99.5 მლნ აშშ დოლარს (165.3 მლნ ლარს) უდრიდა.
სებ-ის მონაცემებით, სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 2.8 მლნ აშშ დოლარით (4.7 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ვალი შემცირდა ოპერაციული ცვლილებების შედეგად 58.9 მლნ აშშ დოლარით (97.7 მლნ ლარით). ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების შედეგად ვალი 61.1  მლნ აშშ დოლარით (101.4 მლნ ლარით) და 0.6 მლნ აშშ დოლარით (1.0 მლნ ლარით) გაიზარდა. 
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 61.8 მლნ აშშ დოლარით (102.5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის ვალდებულებები 70.3 მლნ აშშ დოლარით (116.6 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 8.5 მლნ აშშ დოლარით (14.2 მლნ ლარით) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 78.4 მლნ აშშ დოლარით (130.1 მლნ ლარით) შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებების გამო, რომელმაც -124.7 მლნ აშშ დოლარი (-207.0 მლნ ლარი) შეადგინა. უარყოფითი იყო პერიოდის განმავლობაში ფასის ცვლილება, -2.6 მლნ აშშ დოლარი (-4.4 მლნ ლარი). სხვა და საკურსო ცვლილებებმა საბანკო სექტორის საგარეო ვალის 40.0  მლნ აშშ დოლარით (66.4 მლნ ლარით) და  9.0 მლნ აშშ დოლარით (14.9 მლნ ლარით) ზრდა გამოიწვია. საბანკო სექტორის სხვა ცვლილების დადებითი ჩანაწერი განპირობებულია 2013 წლის მესამე კვარტალში არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციის ბანკად გარდაქმნით, რაც ამავდროულად საპირისპირო ნიშნით აისახა სხვა სექტორების სხვა ცვლილებაშიც.
სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 12.8 მლნ აშშ დოლარით (21.2 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან 37.2 მლნ აშშ დოლარით (61.8 მლნ ლარით) შემცირდა არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულე¬ბები, ხოლო არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებების ზრდამ 50.0 მლნ აშშ დოლარი (83.1 მლნ ლარი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი შემცირდა სხვა ცვლილების შედეგად – 70.3 მლნ აშშ დოლარით (116.6 მლნ ლარით) და ფასის ცვლილების შედეგად 16.1 მლნ. აშშ დოლარით (26.8 მლნ ლარი), ხოლო ოპერაციული და  საკურსო ცვლილებების გამო, შესაბამისად,  86.9, 12.3 მლნ აშშ დოლარით (144.4 და 20.4 მლნ ლარით) გაიზარდა. 
საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 39.8 მლნ აშშ დოლარით (66.1 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 25.4 მლნ აშშ დოლარი (42.1 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად,  შესაბამისად, 8.6 და 5.9 მლნ აშშ დოლარი  (14.2 და 9.8 მლნ ლარი).
საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 22.6 მლნ აშშ დოლარით (37.6 მლნ ლარით) შემცირდა და 12.5 მლრდ აშშ დოლარი (20.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 62.1 მლნ აშშ დოლარით (103.0 მლნ ლარით) შემცირდა და 783.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს წმინდა საგარეო ვალის მონაცემების გამოქვეყნებას. წმინდა საგარეო ვალი წარმოადგენს სხვაობას მთლიან საგარეო ვალსა და სავალო ინსტრუმენტებში განთავსებულ საგარეო აქტივებს შორის.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 8.5 მლრდ აშშ დოლარი (14.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 53.2 პროცენტია; აქედან,  წმინდა სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 2.2 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9 პროცენტი), ხოლო კერძო სექტორის წმინდა საგარეო ვალმა – 6.2 მლრდ აშშ დოლარი (10.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 39.3 პროცენტი).

30.12.13

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In