• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, September 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ, მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა” – გაიცანით ანა მიქაუტაძე, გიორგი მიქაუტაძის და და მათი ოჯახი

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ, მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა” – გაიცანით ანა მიქაუტაძე, გიორგი მიქაუტაძის და და მათი ოჯახი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაამარცხა, ანგარიშით 2:0. პირველი ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო, რაც მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გაგრძელდა.

მან პორტუგალიელების კარი მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ აიღო. ამის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას დაეუფლნენ და უპირატესობაც მათ მხარეს იყო, თუმცა ჩვენები კარგად იცავდნენ თავს. მე-16 წუთზე თამაშში ჩართვა მოუწია გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რონალდუს უძლიერესი დარტყმა მოიგერია.

57-ე წუთზე კი პორტუგალიის კარში პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ეს მისი მე-3 გოლია ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელებმა საკუთარ საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქციეს, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ზუსტად შეასრულა მიქაუტაძემ.

ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი მიქაუტაძის სახელი უკვე კარგად იცის. საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.

“ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო წუთებზე გოლის გატანა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გოლით რომ გადაწყვეტ მოგებას. სულ ბურთი მქონდა ფეხებთან. მამაჩემმა მიმიყვანა ფეხბურთზე, როცა ექვსი წლის ვიყავი. ერთი წლის შემდეგ “ოლიმპიკ ლიონში” გადავედი. იქ შვიდი წელი ვვარჯიშობდი, საიდანაც Saint priest-ში წავედი ორი წლით, იქიდან კი “მეციში“ გადმოვედი.

ფიზიკურად პატარა ვიყავი, არ ვიყავი ძლიერი, მაგრამ ფეხბურთი ვიცოდი, ტექნიკა მქონდა, გოლები გამქონდა. პრობლემა უფრო ფიზიკურობა იყო და ამიტომ გამომიშვეს. არ მეწყინა, მაგრამ მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ იქ დავიბადე, ლიონში და უმაღლესი კლუბი იქ “ლიონია“; მანდ მინდოდა, მაგრამ ეგრეა, ფეხბურთია. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა“, – ამბობდა ფეხბურთელი.

პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის დროს გიორგის ოჯახის წევრები ტრიბუნაზე იმყოფებოდნენ. მისი და, ანა მიქაუტაძე, ძმას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურში პირველად უგულშემატკივრებდა. ვინაიდან ანაც საფრანგეთში ცხოვრობს, გიორგის მატჩებზე იქ ხშირად დადის, თუმცა საქართველოს თამაშს ის პირველად სწორედ ახლა დაესწრო. ანამ ვარსკვლავი ძმის შესახებ Geo Team-ის ვიდეოში, საბა საპანაძესთან ისაუბრა:

“გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ.

ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო”, – ამბობს  ანა.

გიორგი მიქაუტაძე

“მე ვარ გიორგი მიქაუტაძე. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში. ვარ საფრანგეთის მოქალაქე. მყავს დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და.

6-7 წლამდე ვთამაშობდი კლუბ “გერლანდში”. 8 წლიდან ლიონის “ოლიმპიკის” საფეხბურთო აკადემიაში ერთ კვირიან შემოწმებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ორ დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩარიცხული ვიყავი კლუბის აკადემიაში. 8-დან 15 წლამდე ვიყავი “ლიონში”. შემდეგ გადავედი “ას პრიესტში”, სადაც 15 წლიდან 17 წლამდე ვთამაშობდი.

2017 წელს, როცა 17 წლის ვიყავი, ლიგა 1-ის კლუბ “მეცთან” ხელი მოვაწერე 2-წლიან კონტრაქტს, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში შეიცვალა, ხოლო 2019 წლის ბოლოს გავაფორმე 3-წლიანი პროფესიული კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.

“მეცში” კონტრაქტის შემდეგ 8 წუთი ვითამაშე “ნიცას” წინააღმდეგ, ხოლო “რენთან”, “მარსელთან” და საფრანგეთის თასზე “დიჟონის” წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი” – ასე ახასიათებს საკუთარ თავს ფეხბურთელი.

ShareTweet

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

საინტერესო

ალექსი პეტრიაშვილმა სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსანტებს ლექცია ჩაუტარა

ალექსი პეტრიაშვილმა სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსანტებს ლექცია ჩაუტარა

13 years ago
დავით სერგეენკო IDFI-ს კვლევას გამოეხმაურა, რომელიც საჯარო უწყებებში მრჩევლებს ეხება

დავით სერგეენკო IDFI-ს კვლევას გამოეხმაურა, რომელიც საჯარო უწყებებში მრჩევლებს ეხება

11 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს-მ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების ტრანსპორტირება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე უზრუნველყო

10 years ago
“საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო”

“ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის მიერ ამ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას”

10 years ago

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026

41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს წააგავს, ჰიბისკუსის დაცულ კუნძულზე მდებარე ახალაშენებული მაიამის...

მეტის ნახვაDetails
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა 09/03/2026
  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by