• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გიორგის 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 – პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, ყველაფრის საქმის კურსშია. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, თამაშზე ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო”

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“გიორგის 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 – პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა… მეუღლემ თამაშზე ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო” – რას ჰყვება გიორგი გველესიანის დედა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს 75 ექსპერტის გადაწყვეტილება იყო და მოსახლეობისგანაც 1 300 000 ხმა მიიღო. 80-მილიონიან ირანში გიორგი საუკეთესო მცველად აღიარეს. უცხო ქვეყანაში დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს წარმატება მის სამშობლოში არც კი გააშუქეს”

 

“არაფრის ფასად არ მიღირს ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის და პასპორტის დათმობა”,

– თქვა მაშინ, როდესაც ირანის ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს. გიორგი გველესიანის ბიოგრაფია სავსეა წარმატებებით, მიღწევებით, გამარჯვებებით… მისი თავგადასავალი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახლა დაიწყო და უკვე ჩანს, რომ მისი სახით ჩვენს კარს საიმედო მცველი ეყოლება. დაუღალავი შრომით, გიორგიმ მიაღწია დიდ წარმატებას, აღიარებას, ორგზის ჩემპიონობას 80-მილიონიან ირანში, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

გიორგის შესახებ უფრო მეტს მისი დედა ლელა გრძელიშვილი გვიამბობს.

 

– ქალბატონო ლელა, სულ 2 საათია, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩი დასრულდა, როგორია თქვენი ემოცია?

– ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი იქნებოდა, ჩვენების გამარჯვებით დასრულებულიყო, მაგრამ ამ დონის გუნდთან ფრეც არ არის ცუდი შედეგი. ჩემი შვილის მთელი ცხოვრების ოცნება იყო, ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. დღეს ეს ბავშვობის ოცნება აუსრულდა. ვიცი, გიორგის გული ახლა გახარებულია, ღმერთის მადლობელი ვარ. რაც მთავარია, გიორგი მოედანზე თავის გუნდს გამოადგა, რამდენიმე შეტევა კარგად მოიგერია. მოგეხსენებათ, გიორგი ირანში თამაშობს, იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩასული და ისეთი სიყვარული თუ შეეძლოთ ფეხბურთელების მიმართ, ვერ წარმომედგინა, საოცარი ფანები არიან. იქ გასართობები ნაკლებად არის, ფეხბურთი გამორჩეულად უყვართ. გიორგისთან ერთად ქუჩაში გასვლისას, ჩემი გაკვირვება არ იქნა და აღარ მთავრდებოდა, ყველა ცნობდა როგორც ვარსკვლავს და ყველა თავისებურად ცდილობდა, მისდამი სიყვარული და პატივისცემა გამოეხატა. ფოტოების გადაღებიდან დაწყებული, რაღაც მომსახურებებზე თანხის არგადახდით დამთავრებული. ტაქსის მძღოლებსაც კი არ სურდათ გიორგისგან თანხა აეღოთ და ძალით უტოვებდა. ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, მიხაროდა, მაგრამ თან გულიც მწყდებოდა; ვფიქრობდი, ქართველი ბიჭია და რატომ თავის სამშობლოში არ უნდა ჰქონდეს დაფასება და აღიარება?

გიორგი საოცრად მშრომელია, 7 წელია გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, ყოველ წუთს ბრძოლაშია. თუ გინდა, ამ სპორტში კარგი იყო, წუთითაც არ უნდა მოდუნდე.

– გიორგის ირანში მიღწეულ წარმატებებზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა კი მიამბეთ, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში.

– ბავშვობაში ფეხბურთი არ აინტერესებდა. იმ პერიოდში მოზარდებში ძალიან პოპულარული იყო მანჩესტერის ფორმა. 6 წლის იქნებოდა, ერთ დღეს მთხოვა: დე, მანჩესტერის ფორმა მიყიდეო. დავპირდი, მოგიტან-მეთქი, მაგრამ შესაძენად რომ წავედი, ვიფიქრე, – ეს ფორმა რად უნდა? ჯერ თამაში ისწავლოს და ფორმას მერე ვუყიდი-მეთქი. საუკეთესო ბურთი შევარჩიე და მოვუტანე. ჩემმა საქციელმა გაანაწყენა: ეს ბურთი რისთვის მოიტანე, მე ფორმა მინდოდაო. ცოტა ხანი რომ გავიდა, ეზოში ჩავიდა და ბურთიც წაიღო, იქ თანატოლებს ეთამაშა, მაგრამ ყველამ აჯობა. მანამდე ბურთი საერთოდ არც ჰქონდა გაგორებული. ამ დღის თუ მარცხის შემდეგ, ინტერესი გაუჩნდა, – რას ჰქვია, მე არაფერი გამომივიდაო და მერე ყოველდღე ჩადიოდა ხან მეგობრებთან ერთად, ხან მარტო და სულ თამაშობდა, კენწლავდა. 2-3 კვირის შემდეგ, ეზოს ბავშვებიდან ყველას აჯობა.

– სპორტული აზარტი ბავშვობაშივე ჰქონია.

– როგორც ჩანს…

– ეს ის შემთხვევაა, როდესაც მარცხი ხდება მოტივაცია.

– ადრეული ასაკიდანვე ძალიან დამოუკიდებელი იყო, თან – მშრომელი, საკუთარ თავზე დაუღალავად მომუშავე. ხასიათში აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას დაფიქრება, დაკვირვება, წინ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა.

 

– მწვრთნელთან რა დროს მიიყვანეთ?

– 2-3 წელი ასე აგორავა ბურთი ეზოში, დღე და ღამე ვარჯიშობდა, თან ეს პროცესი აბედნიერებდა. მერე გადავწყვიტე პროფესიონალთან მიმეყვანა. არც ვიცოდი, ვინ იყო კარგი მწვრთნელი, 35-ე საფეხბურთო სკოლაში მივიყვანე, სადაც მწვრთნელი სირაძე იყო, ვარჯიში დაიწყო. თავდაპირველად რამდენიმე ვარჯიშზე მე წავიყვანე, მერე მითხრა: დე, მარტო ვივლიო. ჩვენ ვაკეში ვცხოვრობთ და იცოდა, რომელ ტრანსპორტს უნდა გაჰყოლოდა, რომელ გაჩერებაზე ჩამოსულიყო. ერთ დღეს ტურნირი ჰქონდათ, რის შემდეგაც ბავშვები დელისის მეტროსთან დატოვეს. ამ ადგილიდან როგორ მოსულიყო სახლამდე, აღარ იცოდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა, გავიდა საფეხბურთო სკოლაში და იქიდან წამოვიდა სახლში. გიორგის არც ერთი დაბრკოლება არ აფერხებს და მიზანზე ხელს არ ააღებინებს. ის პატარა ასაკიდანვე შეამჩნიეს, მოდიოდნენ, უყურებდნენ მის თამაშებს. დღეს ვხედავ, როგორ აქტიურობენ მშობლები შვილების კარიერაში. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგიმ ყველაფერს თავისით მიაღწია.

– მისი პირველი წარმატება როგორ გახსოვთ?

– ამ 35-ე სკოლაში მწვრთნელი აკობია ხშირად მოდიოდა და აკვირდებოდა. 14-15 წლის იქნებოდა გიორგი, როცა უთხრეს, – აკობიას ძალიან მოეწონე და “დინამოს” დუბლებში გიბარებსო. მაშინ ვმუშაობდი, მშობლებმა გაყოლა ვერ შევძელით და გიორგი იქაც მარტო წავიდა. ამ გზაზე გიორგის სხვადასხვა დროს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ და ზედმეტად კრიტიკული. ეგ რომ იტყვის, კარგად ვითამაშეო, მართლა სასწაულია. მალე კაპიტანი გახდა, მწვრთნელები აღნიშნავდნენ, ლიდერული თვისებები აქვსო. გიორგის მწვრთნელი იყო დევდარიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. იყო შემთხვევები, როდესაც გიორგის უკან სწევდნენ, წინ სხვას აყენებდნენ, მაგრამ ბრძოლით წინ მაინც მიიწევდა. ხელის ჩაქნევა არ იცის, ეს ძალიან კარგი თვისებაა. დინამოში 7-8 წელი გაატარა. ჩემპიონები, ვიცე-ჩემპიონები იყვნენ, შინ გიორგის ძალიან ბევრი მედალი გვაქვს.

– მიამბეთ, გიორგი “დინამოდან” ირანში როგორ მოხვდა?

– ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად ირანიდან ჯგუფი იყო ჩამოსული, გიორგი მოეწონათ და ისეთი პირობები შესთავაზეს, რომელიც ჩემი შვილისთვის საინტერესო იყო. იქ რომ ჩავიდა, ნახა, ამ ქვეყანაში, როგორ მაღალ დონეზეა ფეხბურთის სიყვარული, დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა თავიდან ძალიან გაუჭირდა.
სტატია სრულად

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In