• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვარკეთილში, ორი ახალგაზრდა მოკლეს – რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და ვინ არიან მოკლული ბიჭები

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
ვარკეთილში, ორი ახალგაზრდა მოკლეს – რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და ვინ არიან მოკლული ბიჭები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

განსაკუთრებული სისასტიკით, მოკლულია ორი ახალგაზრდა კაცი – ვარკეთილში მეზობელმა კარის მეზობელსა და მის მეგობარს ჯერ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი იარაღით მოკლა. ბრალდებული 44 წლის იური კალანდარიშვილია, რომელსაც ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოუტანენ. კალანდარიშვილი მკვლელობას აუცილებელი მოგერიებით ხსნის. ამბობს, რომ მეზობლები თავს დაესხნენ, თუმცა, პოლიციაში დარეკვის ნაცვლად, კარი ჩაქუჩით შეიარაღებულმა გაუღო.

“კურიერი P.S.-მა” ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელზეც მეზობლებს შორის დაპირისპირება და მკვლელობაა ასახული. კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ვიდეოკამერაა, რომელიც, ბრალდებულმა საკუთარ კარზე დაამონტაჟა, თუმცა სათვალთვალო არეალში მხოლოდ მოკლულის საცხოვრებელი ბინის შესასვლელი ექცეოდა. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც, სავარაუდოდ, სწორედ სათვალთვალო კამერაა.

უმძიმეს დასასრულამდე, იყო განუყრელი მეგობრობის 10-ზე მეტი წელი – თითქმის არცერთი დღე ერთმანეთის გარეშე. ჰყავდათ საერთო სამეგობრო წრე. საბედისწერო დღესაც ერთად გართობა დაგეგმეს. მხატვარი ბაჩო ბაშარული ვარკეთილში ცხოვრობდა, ნიკო ასურეთიდან თბილისში ჩამოვიდა, ბაჩოს შეხვდა და, რესტორანში, მეგობრის დაბადების დღე აღნიშნეს. გვიან ღამით, ნასვამებმა, ბაჩოს სახლში დარჩენა გადაწყვიტეს.

“კურიერი P.S-ის” მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში უახლოესი მეგობრების სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული.

დაახლოებით, ღამის პირველი საათი – ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე, ნასვამები, დერეფანში დგანან და ბინის კარის გაღებას ვერ ახერხებენ. ამ კადრებს იმ კარის მეზობლის სათვალთვალო კამერა იღებს, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე 2 მეგობრის მკვლელობის მუხლით ზის. ჩანაწერის მიხედვით, ბაჩო ბაშარული ფეხს იქნევს და მისი ფეხსაცმელი მისსავე კართან, კაბელებზე ეკიდება. ერთ მომენტში ბაჩო მეზობლის კამერას სანთებელას უჩვენებს.

რამდენიმე წამში, კარის მეზობელი იური კალანდარიშვილი მათთან გადის და, სავარაუდოდ, დაძაბული საუბარი იწყება. ჩანს, რომ ბაჩო ბაშარული მეზობელს კამერაზე მიუთითებს და, სავარაუდოდ, ანიშნებს, რომ თვალთვალი აღიზიანებს. სწორედ ამ დროს, იწყება ფიზიკური დაპირისპირება, და ბაჩოს თავში ქსოვილში გახვეული რეზინის ჩაქუჩი რამდენჯერმე ხვდება. ის მეზობლის მოგერიებას ცდილობს. ჩხუბით, იური კალანდარიშვილის სახლში შედიან. ნიკო არჩვაძე კონფლიქტში ერთვება. მეზობელი დერეფნისკენ უკვე ხელში იარაღით ბრუნდება. მას ნიკოსა და ბაჩოს ნივთები იმ ოთახში შეაქვს, სადაც უკვე ორი ადამიანი სისხლის გუბეში წევს. კარს კეტავს და კამერა ითიშება.

გაირკვა, რომ შემზარავი დანაშაული იური კალანდარიშვილმა იმ ოთახში ჩაიდინა, რომლის გვერდზეც მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილს ეძინათ. გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 40 წუთში, მან 112-ში დარეკა და მკვლელობა აღიარა, თუმცა – აუცილებელი მოგერიების მოტივით.

ადგილზე მისულ პოლიციას იური კალანდარიშვილის სახლში კი საზარელი სურათი დახვდა. 44 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც სასამართლოში, ისე ჩვენებაში, ბრალდებული მეზობლის მხრიდან თავდასხმასა და აუცილებელ მოგერიებაზე საუბრობდა. მაშინ ბრალდებულის მიერ შექმნილი მთავარი მტკიცებულება – ვიდეოჩანაწერი ნანახი არავის ჰქონდა. აუცილებელი მოგერიების ვერსიაზე საუბრობს ბრალდებულის ადვოკატიც.

სხვა ვერსია აქვს გამოძიებას – პროკურორის მტკიცებით, დაახლოებით 10 ტყვია ბრალდებულმა ახალგაზრდებს დამიზნებით ესროლა.

ბაჩო ბაშარულის დედას მომხდარზე საუბარი უჭირს, თუმცა “კურიერი P.S.-ს” ინტერვიუზე დათანხმდა. შვილმკვდარი დედა ვერ ხსნის, რატომ გაიმეტა კარის მეზობელმა 2 ადამიანი სასტიკი მკვლელობისთვის. ირკვევა, რომ ერთადერთი უსიამოვნო საუბარი მეზობლებს შორის 4 წლის წინ შედგა.

მოკლულის ოჯახის მტკიცებით, ამ შემთხვევიდან მალევე, იური კალანდარიშვილმა, სახლის კარზე, კამერა ისე დააყენა, რომ თვალთვალის არეალში მხოლოდ ბაჩო ბაშარულის სახლი ექცეოდა. ჩანაწერებში ჩანს, რომ ბაჩოს კამერა აღიზიანებს და სახლში შესვლის, ან გამოსვლის დროს მას შეურაცხმყოფელ ჟესტს უჩვენებს. ოჯახის მტკიცებით, მიუხედავად ამისა, მხატვარს კამერის თაობაზე კარის მეზობელთან პრეტენზია პირადად არ დაუფიქსირებია.

“კურიერი P.S.” ნიკო არჩვაძის ოჯახსაც შეხვდა – ასურეთში, იმ სახლში, საიდანაც მხიარული განწყობით წავიდა და უკან უცხო ადამიანის მიერ მოკლული მიასვენეს.

ახლა მოკლული მეგობრების ოჯახს სამართლიანობის იმედი აქვთ. სასამართლო იური კალანდარიშვილის საქმის განხილვას 29 ივლისს დაიწყებს. არ არის გამორიცხული, 2 ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულები აირჩიოს.

წარდგენილი მუხლით, 44 წლის იური კალანდარიშვილს 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ShareTweet

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026
„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

07/14/2026

საინტერესო

დავით საგანელიძე: “საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ” კანონპროექტი მზად არის”

12 years ago

ირაკლი ხმალაძე – ახალი მიწისქვეშა პარკინგები ფასიანი იქნება

8 years ago
ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებლად ბათუმში სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ

პირველი სექტემბრიდან ბათუმში სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა შეიცვლება

8 years ago

რუსი მესაზღვრეების მიერ სოფელ დიცში ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განახლდა

13 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by