• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ფეისბუკით“ გავიცანი, ერთ კვირაში მითხრა, რომ ვუყვარდი…“ – რას ჰყვებიან ბავშვები, რომლებსაც ინტიმური კადრები გაუვრცელეს

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მოტყუება, მუქარა, შანტაჟი და ინტიმური ფოტოების გავრცელება – ინტერნეტ მოძალადეების ხელწერა ერთია – ისინი არასრულწლოვანებს შიშველი ფოტოების გადაღებას და სოციალურ ქსელში გაგზავნას აიძულებენ, შემდეგ იწყება შანტაჟი.

ბოლო მონაცემებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 331 ასეთ საქმეს სწავლობს, საიდანაც 84 შემთხვევაში დაზარალებული არასრულწლოვანია! მათ შორის არიან 12-13 წლის ბავშვებიც. ასეთი საფრთხის წინაშე, შესაძლოა, არაერთი მოზარდი აღმოჩნდეს.

“კურიერი P.S.”-მა მოიპოვა მსხვერპლი ბავშვების ჩვენებები, რომლებსაც საერთო ტრავმა აერთიანებთ – მათ პირადი ცხოვრების კადრები იძულებით გადააღებინეს და გაუვრცელეს. ამ არასრულწლოვანებთან ერთად, საქართველოში ინტერნეტ-მოძალადის მსხვერპლი 100-მდე მოზარდია.

დანაშაულის ადგილი, ყველა შემთხვევაში, სოციალური ქსელია, სქემა კი, იდენტური – მოძალადე მამაკაცები პოტენციურ მსხვერპლს ჯერ გაცნობას, შემდეგ კი ვირტუალურ სამყაროში ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობენ. ამის შემდეგ იწყება მუქარა და შანტაჟი.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი არასრულწლოვანი დები გახდნენ. მშობლების მკვლელობის მუქარით, მოძალადემ 13 წლის გოგონას რამდენჯერმე აიძულა ვიდეოთვალთან გაშიშვლება. მან უკანონოდ გააკეთა ჩანაწერები და უკვე მოპოვებული კადრებით, მეორე დის შანტაჟი დაიწყო, თუმცა ამ შემთხვევაში მიზანს ვერ მიაღწია. მუქარა და შანტაჟი ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა დების გამბედაობა. მათ 19 წლის ინტერნეტ მოძალადე მამაკაცი ჯერ მშობლებთან ამხილეს, შემდეგ კი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.

ამონარიდი არასრულწლოვანის ჩვენებიდან: “ფეისბუკით გავიცანი. ერთ კვირაში მითხრა, რომ ვუყვარდი. მალევე აგრესიული გახდა და მემუქრებოდა, მაიძულებდა მის წინაშე გავშიშვლებულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მშობლებს მომიკლავდა. შემეშინდა და დავთანხმდი. ეს რამდენჯერმე გავაკეთე. შემდეგ გავწყვიტე კონტაქტი. ამის გამო, მან ვიდეოები ჩემს დას და მამინაცვალს გაუგზავნა. ჩემს დასაც დაემუქრა, თუ არ გაშიშვლდებოდა, ჩემს ვიდეოს ფეისბუქზე გამოდებდა. უარი მიიღო და შიშველი კადრები საჯაროდ გამივრცელა.”

მოძალადე დასავლეთ საქართველოში დააკავეს. ახლა ის მძიმე სასჯელის მოლოდინშია.

ბოლო პერიოდში, მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი კიდევ არაერთი მოზარდი გახდა. მათ შორის, 12 წლის ბავშვი, რომელსაც შიშველი კადრები სკოლაში გაუვრცელეს.

ამონარიდი არასრულწლოვანის ჩვენებიდან: “ფეისბუქით გავიცანი ჩემი კლასელის შეყვარებული. ჯერ სექსუალურ თმებზე მელაპარაკებოდა, მალევე მომთხოვა შიშველი ფოტოები და ვიდეოები. ვენდე და გავუგზავნე, თუმცა წაშლის პირობით, მან კი ეს კადრები ჩემს კლასელებს გაუგზავნა. ერთ-ერთმა კლასელმა ვიდეო მასწავლებელს აჩვენა და მან დეიდაჩემს უთხრა. ამის შემდეგ მივედით საგამოძიებო სამსახურში.”

ალაპარაკებამდე მოზარდებმა სირცხვილის და შიშის გრძნობით, რთული გზა გაიარეს. გამოცდილებას გვიზიარებს 11 წლის ბავშვის დედა, რომელსაც ინტერნეტ ბულინგის შედეგების დასავიწყებლად რეაბილიტაციას შვილთან ერთად, ამ დრომდე გადის.

“ჩვენ 3 წელია ვებრძვით ამ ამბავს. გავიარეთ ძალიან დიდი გზა. დღემდე ვიბრძვით ამ ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ჩემმა შვილმა უარესი არ მოიმოქმედა თავის თავთან. ყველა დედას, ყველა მშობელს ვეტყვი, რომ არ დაიხიონ უკან და მიმართონ გამოძიებას,” – ამბობს 11 წლის ბავშვის დედა.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა იმისთვის, რომ შვილებს მსგავსი საფრთხე აარიდონ – კურიერი P.S-ს რეკომენდაციები ბავშვთა ფსიქოლოგმა გაუზიარა.

“მთავარი, რასაც უნდა ვაკვირდებოდეთ, ყოველთვის არის ბავშვის ქცევა და სომატური სიმპტომატიკა. თუკი მოულოდნელად ხდება ისე, რომ ბავშვი წონაში ძალიან იკლებს, მისი გუნება-განწყობილება დაქვეითებულია, ურჩევნია მარტო ყოფნა, აღარ გადის თანატოლებთან, საქმე შეიძლება გვქონდეს ემოციურ ტკივილთან და მატრავმირებელ რაიმე მოვლენასთან. ყველაზე კარგი გამოსავალია, უკრიტიკო მიმღებლობა გვქონდეს ჩვენი შვილების, რომ მათ შეეძლოთ ნებისმიერ სირთულეზე ჩვენთან საუბარი. ჩვენს ცენტრში ამ პრობლემით მომართვიანობა, დღესდღეობით, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია. რეაბილიტაცია ხდება არტთერაპიული მეთოდით და გრძელდება 6 თვიდან 1 წლამდე,” – აცხადებს ფსიქოლოგი, “ლივინგ მუზეუმის” წარმომადგენელი მერი გელაშვილი.

დამნაშავეებმა ან პოტენციურმა დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა მძიმე კატეგორიის დანაშაულია. მკაცრია სასჯელიც. 2022 წლიდან დღემდე, პასუხისგებაში მიცემულია 104 პირი. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გაუხსნელი და შანტაჟის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობაც ბევრად მეტია. მსგავს დანაშაულზე სახელმწიფოს მიდგომა მკაცრია და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ვრცლად ↓

წყარო : პრაიმტაიმი

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026
„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
ახალი ამბები

„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ

01/29/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In