რიკოთის საავტომობილო გზაზე ზესტაფონის მონაკვეთთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებული იყო.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია.






