• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

P Diddy-ს ჰოლივუდური სკანდალი – საქმის ფიგურანტთა სია იმდენად დიდია, რომ მასში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
P Diddy-ს ჰოლივუდური სკანდალი – საქმის ფიგურანტთა სია იმდენად დიდია, რომ მასში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჰოლივუდის ვარსკვლავები უპრეცედენტო სკანდალში ეხვევიან – საზოგადოება შოკში ჩააგდო მეგა ვარსკვლავების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რაც მსოფლიო მედიის მთავარ თემად იქცა. სექსუალური ტრეფიკინგი, რეკეტი, შანტაჟი, ძალადობა – ბრალდებები ძალიან მძიმეა, სოციალურ ქსელში კი უამრავი ინტერპრეტირებული ვერსია ვრცელდება.

საქმის ფიგურანტთა სია იმდენად დიდია, რომ მასში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ, ამიტომ, არ არის გამორიცხული, ეს ამერიკაში წინასაარჩევნო სკანდალად იქცეს და საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა. რა ხდება რეალურად და რას იძიებს შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყება – სკანდალის მთავარი გმირი ამერიკელი რეპერი ფაფ დედია.

ის მხოლოდ მუსიკოსი არ არის, Paff Daddy – იგივე “დიდი” – გავლენიანი პროდიუსერიცაა, რომელიც შოუბიზნესში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის თანამშრომლობდა უამრავ ვარსკვლავთან, მათ შორის მერაია ქერისთან, აშერთან, ჯასტინ ბიბერთან, მერი ჯეი ბლაიჯისთან და სხვა არტისტებთან.

უფლებადამცველი იმ ბრალდებებს კითხულობს მედიასთან, რომელიც ტალია გრეივს ცნობილი რეპერის პაფ დედის წინააღმდეგ აქვს შეტანილი. დანაშაულების ჩამოთვლის დროს, მსხვერპლი ტირილს იწყებს, 20 წლის წინ ჩადენილი ძალადობის კვალი გრეივის მენტალური ჯანმრთელობისთვის უკურნებელ სენად იქცა.

გამოცემა “გარდიანსი” აქვეყნებს სარჩელის დეტალებს, სადაც დაწვრილებით არის მოთხრობილი, მოტყუებით, როგორ მიიყვანა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რეპერმა და პროდიუსერმა ტალია საკუთარ სტუდიაში, გაუფრთხილებლად ჩაუყარეს მას ალკოჰოლურ სასმელში ნარკოტიკული საშუალებები და როდესაც ქალმა თვალი გაახილა ის სრულიად შიშველი, ხელებშეკრული აღმოჩნდა P Diddy-სა და მისი დაცვის თანამშრომლის შერმანის წინაშე. ცემის და სექსუალური ძალადობის შესახებ მაშინ ქალს ხმამაღლა არაფერი უთქვამს, რადგან შვილზე მეურვეობის ჩამორთმევით დაემუქრნენ.

“ეს არის ტკივილი, რომელიც სულის სიღრმემდე გტკივა და არასოდეს გტოვებს, ამ ტკივილში ყველაზე რთული არის სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, ეს ყველაფერი თავს გაუფასურებულად მაგრძნობინებს, გარიყულად, იმდენად იზოლირებული ვარ, რომ შიშები მაქვს სახლიდან გავიდე, ამ ტრავმამ გამიჩინა მენტალური პრობლემები, დეპრესია და შფოთვები, ნდობა დავკარგე ყველას მიმართ,” – განაცხადა ტალიამ.

გრეივს გამბედაობა რომ სარჩელი შეეტანა აღმოაჩნდა მაშინ, როდესაც პაფ დედი დაიჭირეს. გამოძიება მისი ძალადობრივი ცხოვრების დეტალებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გასული წლის ნოემბერში დიდის შეყვარებულმა კესი ვენტურმა სარჩელი შეიტანა, თუმცა განხილვის დაწყებამდე მან პროკურატურას უთხრა, რომ პარტნიორთან მოგვარდა და სარჩელი უკან გაითხოვა.

კესის წინააღმდეგ გასულ წელს დიდი და მისი გარემოცვა ავრცელებდნენ ხმებს, რომ ქალს თითქოს თანხის გამოძალვა სურდა და ამიტომ დასდო ბრალი, თუმცა ყველაფერი ნათელი CNN-ის ექსკლუზივის შემდეგ გახდა – ვიდეო სასტუმროს კამერებიდან ამოიღეს, დერეფანში რეპერი კესის ფიზიკურად უსწორდება. მასალა 2016 წლით არის დათარიღებული, რაც ამყარებს ქალის მონათხრობს, რომ დიდი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებულ ვიდეოზე მძიმეა კესის მხრიდან სხვა ბრალდებები, რაც გულისხმობს ძალდატანებით ნარკოტიკების მიღებასა და სექსმუშაკებთან ურთიერთობის დამყარებას, რასაც დიდი ასევე ვიდეო კამერებით იღებდა.

რეპერის დაჭერის შემდეგ თითქოს შიშის ფაქტორი გაქრა, რადგან კიდევ არაერთმა დაზარალებულმა ამოიღო ხმა. მათ შორისაა პროდიუსერი ლილ როდიც. გავლენიანი მუსიკალური გამოცემა “როლინგ სთოუნსი” აქვეყნებს ლილ როდისთან ინტერვიუს და 73-გვერდიანი სარჩელის დეტალებს, სადაც დიდის მხრიდან ლილ როდიზე ძალადობის ფაქტებია აღწერილი.

ლილ როდი ასევე ამხელს: ერთ ეპიზოდში დიდმა დაიტრაბახა, რომ მას ცნობილ მომღერლებთან ჰქონია სექსუალური კავშირი, მათ შორის აშერთან, რის შემდეგაც არქივიდან არაერთი ვიდეო გაიხსენეს სოციალურ ქსელებში, მათ შორის ვიდეო, სადაც აშერი პაფ დედის 48 საათით გადასცემს ცნობილ მომღერალს ჯასთინ ბიბერს. გადასცემს – გულისხმობს, რომ დიდი 15 წლის ჯასთინთან გაატარებს ორ დღეს. რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში, ეს გამოძიების საკითხია და ამაზე მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, თუმცა ფაქტია, რომ ჯასთინ ბიბერის მენტალური მდგომარეობა მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერალი ბევრს საუბრობს დეპრესიაზე, შფოთვებსა და შიშებზე, რომელიც თავს არ ანებებს. 4 წლის წინ არის ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ჯასთინს ბილი ეილიშთან ურთიერთობის შესახებ ეკითხებიან. პასუხის დროს ჯასტინს უჭირს ემოციების შეკავება.

ეს ყველაფერი არის მხოლოდ ვარაუდები და კონსპირაციული თეორიები, რადგან ჯასტინ ბიბერს თავად არ უსაუბრია. დღეს სოციალურ ქსელებში არაერთი მომღერლის სიმღერების ტექსტების გაშიფვრას ცდილობენ და ეძებენ მინიშნებებს, ხოლო ის, რაც გამოძიებამ დანამდვილებით იცის, არის წვეულებების ამბავი. პაფ დედი იგივე შონ კომბსი ინდუსტრიაში საუკეთესო წვეულებების მომწყობად მიიჩნეოდა, არაერთხელ შეუდარებიათ მისი საღამოები “გეთსბის წვეულებებისთვის”, სადაც თითქმის ყველა ცნობილ სახეს აღმოვაჩენთ – მსახიობებს, მომღერლებს, პოლიტიკოსებს.

სრულად

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In