• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მე ვარ ლიდერი ქვეყნის გარეთ და შიგნით. საპროტესტო აქციების ლიდერი არ ვარ, რადგანაც ეს არის თვითორგანიზებული მოძრაობა – სალომე ზურაბიშვილი

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
მე ვარ ლიდერი ქვეყნის გარეთ და შიგნით. საპროტესტო აქციების ლიდერი არ ვარ, რადგანაც ეს არის თვითორგანიზებული მოძრაობა – სალომე ზურაბიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რუსეთმა გამოცადა ახალი ჰიბრიდული სტრატეგია, თუ როგორ მიაღწიოს გამარჯვებას ქვეყანაზე ომის გარეშე, დემოკრატიული საშუალებების ბოროტად გამოყენების გზით, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის შიდა საკითხი. რუსეთის მიერ საქართველოში არჩევნებში გამარჯვება ჰიბრიდული მეთოდებით არ არის შიდა საკითხი. რასაც რუსეთი ტესტავს საქართველოში, ტესტავს რუმინეთში და მოლდოვაში და ხვალ ამას გააკეთებს უკრაინაში, მას შემდეგ რაც ომში ვერ გაიმარჯვა და ვერ გაიმარჯვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში თბილისში მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვართ გაჩერებულები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ქვეყნის შიგნით გაჩერებულები ვართ, რადგანაც გვყავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ახლა უკვე გახდა რუსული ყაიდის რეჟიმი, რეპრესიული კანონებით. არა მხოლოდ რუსული კანონით, არამედ ოფშორების შესახებ კანონით, მედიის რეპრესიებით. ყველა მიმართულებით ჩვენ გვყავს დიქტატორული რეჟიმი. ახლა ვართ გაჩერებულები ამ რეჟიმსა და ქუჩაში პროტესტებს შორის. არავინ არ თმობს. ისინი ზრდიან რეპრესიებს, ხოლო აქციის მონაწილეები 78 დღის შემდგე ისევ დგანან ქუჩებში და ისინი იქ იქნებიან, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ არის ეს? იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, რადგანაც ეს არ ეხება კითხვას, ვინ მოიგო ან წააგო არჩევნები. ეს ხდება, რადგან ეს არის გაცნობიერება იმისა, რომ რუსეთი ისევ ცდილობს, სხვა საშუალებებით საქართველოში დაამყაროს ბატონობა საქართველოზე. ამას საქართველოს მოსახლეობა არ მიიღებს. ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა. და სწორედ ამიტომ თუ გამოჰკითხავთ ხალხს ქუჩაში, პასუხი იქნება – ბოლომდე.

გამოწვევა საქართველოში არ ეხება მხოლოდ არჩევნებს და რუსეთის ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას. ეს არის პირდაპირი გამოწვევა ევროკავშირის და აშშ-ის ყოფნისთვის კავკასიაში. ეს ნიშნავს დიდი პროექტის ყველა შემდგომ ნაბიჯებს. ეს არის გამოწვევა შავი ზღვისთვის. „ქართულ ოცნებას“ რუსებთან ერთად, რადგანაც ასეთი რამ არ კეთდება რუსეთის მხარდაჭერის ან თანხმობის გარეშე, შემოჰყავს ჩინეთი შავ ზღვაში. ეს არის აშშ-ის ინტერესები და ევროკავშირის ინტერესები. ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ ბოლომდე, მაგრამ ვფიქრობ ევროპელებმა და ამერიკელებმა უკეთ უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები“.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი იყოს პროტესტის ლიდერი, ზურაბიშვილი პასუხობს – „მე ვარ იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც იცავს დამოუკიდებლობას. მე ვარ ლიდერი ქვეყნის გარეთ და შიგნით. მე უშუალოდ საპროტესტო აქციების ლიდერი არ ვარ, რადგანაც ეს არის თვითორგანიზებული მოძრაობა, და სწორედ ამ გზით იცავს ეს მოძრაბა თავს ყველაზე უკეთ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თარგმანი: პირველი არხი

ShareTweet

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026

საინტერესო

სოფელი მუცოს ელექტრომომარაგების პროექტი იწყება

სოფელი მუცოს ელექტრომომარაგების პროექტი იწყება

12 years ago
აფხაზეთი 3 ქვეყანასა და 2 არაღიარებულ ტერიტორიასთან უვიზო მიმოსვლას იწყებს

აფხაზეთი 3 ქვეყანასა და 2 არაღიარებულ ტერიტორიასთან უვიზო მიმოსვლას იწყებს

11 years ago
გრუშევსკის ქუჩაზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია

13 years ago

დღეს, ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან

10 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by