19 წლის გოგო, რომელსაც მდინარე რიონში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს.
სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები დილიდან ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.






