სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც დღეს, ქობულეთშია გადაღებული. ზღვის სანაპიროზე მოქალაქეების და მაშველების ერთობამ სამი ადამიანი სიცოცხლეს გადაარჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, შავ ზღვაში კატერი ჩაიძირა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამაცხადეს, კატერზე მყოფი ორი და პარაშუტზე მყოფი ერთი ადამიანი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს.






