• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ქორწილიდან ერთ წელიწადში დაიღუპა”… “ფეხმძიმე ცოლი დარჩა”, “უმეტესობას მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა” – რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაში დაღუპულ სამხედროებზე, რომელთაგან ყველაზე უმცროსი

6 months ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ქორწილიდან ერთ წელიწადში დაიღუპა”… “ფეხმძიმე ცოლი დარჩა”, “უმეტესობას მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა” – რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაში დაღუპულ სამხედროებზე, რომელთაგან ყველაზე უმცროსი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11 ნოემბერს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან, სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 “ჰერკულესი” ჩამოვარდა . ბორტზე მყოფი ყველა 20 სამხედრო დაიღუპა. თურქეთში მათ „შეჰიდებად“ – სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებად მოიხსენიებენ.

თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა თურქეთის მიმართულებით. აფრენიდან 27 წუთში კავშირმა შეწყვიტა და კატასტროფა საქართველოს საჰაერო სივრცეში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამით სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამსახურები.

თურქული მედია დაღუპულთა შესახებ წერს და მათი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს ასაჯაროვებს.

პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი გიოქჰან ქორქმაზი — მისი ოჯახი სტამბოლში ცხოვრობს. გარდაცვალების ცნობას ოჯახს სამხედროებმა და სამედიცინო ჯგუფმა მიაწოდა. სახლის წინ თურქეთის დროშებია გამოფენილი, მეზობლები და უამრავი მოქალაქე ოჯახის ტკივილს იზიარებენ.

პილოტი, მაიორი სერდარ უსლუ — 39 წლის, დაქორწინებული. მეუღლე გოქნურ უსლუ შვიდი თვის ორსულია. სერდარი ბურსაში გაიზარდა, ხოლო ბოლო წლები კაისერში მსახურობდა. მისი სახლის აივანზეც დროშებია გამოფენილი.

პილოტი, მაიორი ნიაჰათ ილგენი — 38 წლის, კაისერის მკვიდრი. მეუღლე იმავე ქალაქში ცხოვრობს. ოჯახს სამხედროები და სამედიცინო გუნდი ესტუმრნენ. ტრაგედიის შემდეგ მათ სახლთან მოქალაქეები თაიგულებითა და დროშებით მივიდნენ.

პილოტი, უმცროსი ლეიტენანტი ჯუნეით ქანდემირი — ანკარელი მფრინავი. ოჯახმა მის სახლთან სამძიმრის კარავი გაშალა. მამამ ჟურნალისტებს უთხრა: „ჩემი ვაჟი სამშობლოს სამსახურში დაიღუპა. ეს ტკივილია, მაგრამ ამაყი ვარ.”

ემრე მერჯანი, 27 წლის, მსახურობდა მერზიფონის 5-ე საავიაციო ბაზაზე. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ დაეღუპა. ის ოთხშვილიანი ოჯახიდან იყო და ახლახან დასრულებული ჰქონდა ავიატექნიკური სპეციალობის კურსი.

ნური ოზჯანი, 54 წლის, კაისერის ავიაბაზაზე მსახურობდა. დაქორწინებული და ორი შვილის მამა იყო. ქარაბუქში მცხოვრებ მოხუც მშობლებს ცნობა სამხედროებმა გადასცეს.

ჰამდი არმაღან ქაფლანი, ამაზიელი სამხედრო, მერზიფონის ბაზაზე მსახურობდა. დაქორწინებული და ორი შვილის მამა იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, ქალაქში კი მისი პორტრეტი გამოაკრეს.

ბერქაი ქარაჯა, 27 წლის, ლიულებურგაზიდან. მშობლებს ნედიმ და ნურდან ქარაჯა შვილის სიკვდილის ამბავი სამხედროებმა მიაწოდეს. მამა ყოფილი სამხედროა. ოჯახს ტუზგენერალი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ესტუმრა.

ემრაჰ ქურანი, 37 წლის, მილასის (მუღლა) მკვიდრი. ცოლი და სამი შვილი დარჩა. ტრაგედიის შემდეგ მის სახლთან სამი მუნიციპალიტეტის მერები მივიდნენ.

ილჰან ონგანი, ბილეჩიკის მცხოვრები, მერზიფონის ბაზის მექანიკოსი. 30 წლის, ერთი დის უფროსი. სახლის წინ დროშებია გამოფენილი.

აჰმეთ იაშირ ქუიუჯუ, 25 წლის, კონიადან. დაქორწინებული, ამაზიაში მსახურობდა. მისი მშობლები – იბრაჰიმ და ფადიმე ქუიუჯუ – სამხედროებმა პირადად მოინახულეს.

ემრე ალთიოქი, სამსუნელი, დაქორწინებული და ერთი შვილის მამა. დედ-მამა ამ დროს კაისერში იმყოფებოდა, რადგან რძალი ორსულადაა. მისმა 102 წლის პაპამ ჟურნალისტებს განუცხადა: „დავკარგე, მაგრამ სამშობლოსთვის ღირსეულად.“

ბურაქ იბბიღი, ჩორუმის პროვინციის იაიდიღინიდან. ორი შვილის მამა, 12-ე საავიაციო ბაზაზე მსახურობდა. სოფელში სამძიმრის კარავი დაიდგა.

ნური ოზჯანი, 54 წლის, კაისერის ავიაბაზის მექანიკოსი. ორივე მისი მშობელი და მეუღლე სამხედროებმა მოინახულეს და სამძიმარი გადასცეს.

ემრე საიინი, ბალიქესირიდან, დაქორწინებული. ოჯახს სამძიმრად ადგილობრივი ხელმძღვანელები ესტუმრნენ.

ჯემ დოლაფჯი, ქირშეჰირის ჩიჩექდაღის მცხოვრები, ჰაერსატრანსპორტო სპეციალისტი. მის ქალაქში დროშებია დაშვებული და ქალაქის მერიამ საჯარო გლოვა გამოაცხადა.

დანარჩენი მექანიკოსები — ბურაქ ოზქანი, ილქერ აიქუთი, აქინ ქარაქუში, რამაზან იაღიზი — მერზიფონისა და კაისერის ბაზების ოფიცრები იყვნენ. მათი ოჯახების შესახებ ცნობილია, რომ ყველა დაქორწინებული იყო და მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ.

თურქეთში გლოვაა. ყველა ქალაქში, სადაც დაღუპულები ცხოვრობდნენ, დროშები ფრიალებს, მეჩეთებში კი ლოცვები მიმდინარეობს. გმირებად შერაცხული 20 სამხედრო პატივით დაიმარხება სხვადასხვა ქალაქში. ეს ტრაგედია თურქეთისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ავიაკატასტროფაა, რომელმაც ქვეყნის არმიასა და ხალხს დიდი ტკივილი მიაყენა.

წყარო

ShareTweet

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

“ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა” – ლევან დავითაშვილი

10 years ago
ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე – “საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ”

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე – “საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ”

2 years ago
ნიკა სიმონიშვილი: თითქმის 4 საათი ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია, რაც კითხვის ნიშანს აჩენს

ნიკა სიმონიშვილი: თითქმის 4 საათი ლექსოს ცხედართან წვდომა არ გვქონია, რაც კითხვის ნიშანს აჩენს

5 years ago

ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ

12 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by