• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როდის გამყარდება ლარის კურსი – ექსპერტების პროგნოზი

12 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Кассир принимает грузинские лари в офисе банка в Тбилисиბოლო რამდენიმე თვეა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურად უფასურდება, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ პოლიტიკას გაამკაცრებენ მხოლოდ მაშინ თუ ლარის მერყეობა ინფლაციურ პროცესებში გადაიზრდება.

თუ რას უკავშირდება ლარის კურსის ვარდნა, სავარაუდოდ როდისთვის მოხერხდება კურსის გამყარება  ”თბილისი თაიმსისს” მორიგი ბლიც – გამოკითხვა სწორედ აღნიშნულ პრობლემურ საკითხს შეეხო.

გამოკითხული 7 ექსპერტიდან აღმოჩნდა, რომ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილი ექსპერტების ვარაუდობს, რომ ლარის გამყარება მიმდინარე თვის ბოლოს მოხდება, ნაწილი კი ამ პროცესის დაწყებას გაზაფხულისთვის ვარაუდობს.  

გთავაზობთ გამოკითხული ექსპერტების პროგნოზს:

14 მიხეილ თოქმაზიშვილი ლარის კურსის ვარდნას უკავშირებს საიმპორტო საქონელზე მოთხოვნის ზრდას, მისი განცხადებით, ლარის კურსზე ძირითად მოქმედებას ახდენს ფულადი ნაკადები, ეს ეხება ექსპორტსა და იმპორტს.  დღეს ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა იზრდება, მოთხოვნა იმპორტზე უფრო მეტია, ამან გამოიწვია ლარის კურსის დაცემა, იმპორტზე მოთხოვნა როგორც წესი დეკემბრის თვეში იზრდება და ეს საგანგაშო არ არის, იანვარი ეკონომიკურ სფეროში პასიური პერიოდია, ამიტომ ექსპერტი ლარის კურსის გამყარებას გაზაფხულისკენ ვარაუდობს. თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ ეროვნული ვალუტის დასარეგულირებლად საჭიროა უცხოური ინვესტიციების შემოდინებასა  და ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყოს ხელი.

misha-2 მიხეილ დუნდუა: „ერთი შეხედვით რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღედეს, ლარის ვარდნა პოზიტიური ეკონომიკური პროცესების შედეგია. განვაანალიზოთ ფაქტები: საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე ეკონომიკამ მკვეთრი გამოცოცხლება დაიწყო. ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ წლიური გაანგარიშებით 7,8%–ი შეადგინა, დღგ–ს გადამხედელთა ბრუნვა 15%–ით გაიზარდა, ეკონომიკამ მკვეთრი გამოცოცხლება დაიწყო, ექსპორტი, რომელიც გასული წლის დასაწყისიდანვე საოცრად კარგი ტემპით იზრდებოდა, კიდევ უფრო დაწინაურდა…  დაააკვირდით! – 2012 წლის ნოემბერში ექსპორტი დაახლოებით 194 მილიონ დოლარს შეადგენდა რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,  2,3%–ით ჩამორჩებოდა, ხოლო 2013 წლის ნოემბერში ექსპორტმა 311 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიური გაანგარიშებით 61%–იან ზრდას ნიშნავს –ეს რეკორდია! აი აქ  უკვე ლარის კურსის ვარდნის თემაც შემოდის განსახილველად. ერთი შეხედვით ექსპორტის ზრდა ლარის კურსის გამყარებაზე დადებითად უნდა ზემოქმედებდეს! ეს ასეც არის! (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლარის დაცემა ექსპორტს აძლევს სტიმულს და იმპორტზე უყოფითად მოქმედებს). ბოლო კვარტლის განმავლობაში მართალია, ვაკვირდებით ექსპორტის განუხრელ ზრდას მაგრამ, ექსპორტის ზრდასთან ერთად იზრდება იმპორტიც. რატომ? იმიტომ , რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბოლოს ერთობრივმა მოთხოვნამ, და მოხმარებამ მკვეთრი ზრდა დაიწყო. იმპორტის ზრდასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც გაიზარდა და ფულად გამოხატულებაში ისტორიულ მაქსიმუმუმს მიაღწია. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი დეფლაციური ფონის მოსახსნელად და ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად კომერციულ ბანკებს ლარს შემცირებული საპროცენტო განაკვეთით აწვდიდა, ამ ფონზე ლარის კურსის ვარდნა სავსებით ლოგიკურია. ისმის კითხვა, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ხელისუფლებისაგან ლარის კურსის თვითდინებაზე მიშვების პოლიტიკა? იქამდე, სანამ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს 6%–ს არ მიუახლოვდება. სხვაგვარად ნებისმიერი ჩარევა ეკონომიკისათვის კონტრპროდუქტიული იქნება. ეკონომიკას უნდა დავაცადოთ, დაგვანახოს, სინამდვილეში რა ღირს ლარი! ლარი ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდა  პოლიტიკური კონიუქტურის ტყვეობიდან. თუ ექსპორტმა იმპორტთან შედარებით დაწინაურებული ზრდის ტემპი შეინარჩუნა და უფრო გააუმჯობესა, ვითარება თავისთავად დარეგულირდება ხელისუფლების ჩარევის გარეშეც. ისე, კი სიტუაციას სწორედ ასეთი პირი უჩანს, ლარის კურსი ალბათ არ გაიზრდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ვარდნა უკვე აღარ მოხდება. დაველოდოთ, დეკემბრის და იანვრის საგარეო ვაჭრობის შედეგებს და რათქმაუნდა თანაინვესტირების ფონდის ამუშავებას, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის შეუცვლელი კატალიზატორის ფუნქციას შეასრულებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ექსპორტის ზრდასთან ერთად ლარის გამოჯანმრთელების უებარი წამალია,” – განმარტავს მიხეილ დუნდუა.

1522064_10151944902378063_1703167553_nაკაკი ცომაია ლარის კურსის ვარდნას უკავშირებს უცხოური ინვესტიციების კლებას საქართველოში, გამყარება კი მოხდება მაშინ თუკი უცხოური ინვესტიციები გაიზრდება, ანუ იმ მოცულობაზე ავა რა მოცულობაც იყო 2011 წლის მდგომარეობით, მომავალში ლარის კურსი დევალვირებას აღარ განიცდის,  ერთ ნიშნულზე გაჩერდება ანუ ძალიან აღარ გაუფასურდება. ექსპერტის აზრით, იმისთვის, რომ ლარის კურსი თავის ნიშნულს დაუბრუნდეს საჭიროა სახელმწიფომ გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო, სახელმწიფოს ეროვნული ბანკის სახით გარკვეული სავალუტო რეზერვების ხარჯზე  შეუძლია მონეტარული პოლიტიკა გაატაროს დღესვე და ამით გაამყაროს კურსი, დაიყვანოს მის ბუნებრივ ნიშნულამდე, მაგრამ ეს ხელოვნური გამყარება არ არის რეკომენდირებული ეკონომიკისათვის. „ერთი სიტყვით უნდა გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო, უფრო მეტი ინვესტცია უნდა ჩაიდოს, უცხოური ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, დოლარის მიწოდება გაიზარდოს, აქედან გამომდინარე კაპიტალის გადინება შემცირდება და ეს  გაამყარებს ლარის კურს. მაგრამ ზოგადად  ლარის კურსის მერყეობაში საგანგაშო არაფერია, ამ ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა იმპორტიორებზე და იმათზე ვისაც დოლარში აქვს სესხი აღებული,“ – აღნიშნავს ექსპერტი. unnamed (2)

სანდრო თვალჭრელიძე: „საქმე გვაქვს არა ლარის გაუფასურებასთან, არამედ კურსის შეცვლასთან, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხისტი მოთხოვნებით, ლარის კურსი დღესდღეობით მერყეობს, თუმცა ახლო მომავალში 1,7 ნიშნულამდე დავა“, – აცხადებს ექსპერტი. მისივე განცხადებით ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს ქონდათ შესაძლებლობა ლარის მყარი მაჩვენებელი დაეფიქსირებინათ, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ინფლაცია მოითხოვა. zurab-gvasalia

ზურაბ გვასალია წლის ბოლოსათვის ლარის კურსის ვარდნას, მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს, მისი თქმით მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე მოხდა კურსის დავარდნა და ეს საგანგაშო პროცესი არ არის, რადგან ამას არ გამოუწვევია პროდუქტებზე ფასის ზრდა. გვასალია ვერ აკეთებს პროგნოზს თუ როდისთვის შეიძლება მოხდეს ლარის კურსის გამყარება რადგანაც, მისი განცხადებით, კურსის ვარდნა ბუნებრივი პროცესებით არის გამოწვეული და არა ხელოვნულად, ამიტომაც კურსის გამყარებას ყოველდღე შეიძლება ველოდეთ. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით ეროვნული ბანკი არის ფასების სტაბილურობის გარანტი, როგორც კი ფასების სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი კურსის დასარეგულირებლად, ამჯერად კი ეროვნული ბანკი არ თვლის საჭიროდ ამ პროცესებში საკუთარი თანხები დახარჯოს. jgerenaia

ემზარ ჯგერენაია ლარის კურსის ვარდნას უკავშირებს ქვეყანაში დიდი ოდენობით  ლარის გამოშვებასა და დაგროვებას, ექსპერტი ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებს თუ როდის შეიძლება გამყარდეს ლარის კურსი, მისი განცხადებით ეს მოხდება გაზაფხულზე, როცა დოლარზე მოთხოვნა შედარებით შემცირდება. „სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ლარის მიმოქცევა, ეროვნული ბანკის ხელშია ლარის კურსის დარეგულირება,“ – განმარტავს ჯგერენაია.

erkomaishvili_web_big გულნაზ ერქომაიშვილის მოსაზრებით სახელმწიფომ ხელოვნურად გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა. ბიუჯეტში არის დიდი გარღვევა, თანხების მობილიზება შემცირებულია და ამ პროცესს უკავსირდება კურსის დაცემა. ერქომაიშვილის აზრით შესაძლებელია გაზაფხულზე მოხდეს კურსის შედარებითი გამყარება, მისივე განცხადებით ლარის კურსის დარეგულირება პირდაპირ დამოკიდებულია ეროვნულ ბანკზე და სახელმწიფოზე.

 

 

16.01.14

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024
„დატოვეს ოჯახები, შვილები, მშობლები.. მობილიზაციაა სრული“ –  ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი
კატეგორიის გარეშე

„დატოვეს ოჯახები, შვილები, მშობლები.. მობილიზაციაა სრული“ – ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი

10/08/2023
ქარელში, ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საზამთრო, ნესვი და სხვადასხვა დასახელების გამზადებული ხილი გაყიდეს
კატეგორიის გარეშე

ქარელში, ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საზამთრო, ნესვი და სხვადასხვა დასახელების გამზადებული ხილი გაყიდეს

09/03/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In