• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა ქონებას ფლობს თავად ჯორჯინა უზკატეგუი? – საკუთარი კომპანია, ამერიკული განათლება და უცნობი ფაქტები

8 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რა ქონებას ფლობს თავად ჯორჯინა უზკატეგუი? – საკუთარი კომპანია, ამერიკული განათლება და უცნობი ფაქტები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2024 წლის 18 თებერვალს ილია თოფურიასსახელსა და გვარს წაიკითხავდით ყველგან – ქართულ თუ უცხოურ მედიაში.  ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, თოფურია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი და ამით მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

საქართველოდან შორს გაზრდილი, მაგრამ საქართველოზე შეყვარებული ახალგაზრდა სპორტსმენი მას შემდეგ ბევრჯერ ვიხილეთ ქართულ-ესპანური დროშით მხრებზე, გავიცანით მისი ოჯახი – მშობლები, დები… თვალი ვადევნეთ მისი ოჯახის შექმნას და, სამწუხაროდ, ახლა ვისმენთ სიახლეებს მისი განქორწინების შესახებაც.

ამ უკანასკნელმა მოვლენებმა ილია თოფურია მედიის ყურადღების ცენტრში კიდეც ერთხელ მოაქცია – მაშინ, როცა თოფურიას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია – ის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ემზადება – მისი პარტნიორი, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართავს.

 

ilia_topuria

 

დავიწყოთ სულ თავიდან – ვინ არის ილია თოფურია

ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების, ინგა ბენდელიანისა და ზაზა თოფურიას ოჯახში დაიბადა. ინგა ბენდელიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი. მისი პირველი მეუღლე, მის ძმასთან ერთად, ომში დაიღუპა. მეორე ქორწინებაში ინგა ბენდელიანს შეეძინა ორი ვაჟი, ილია და ალექსანდრე. ორივე ძმამ სპორტული კარიერა აირჩია.

 

ilia_topuria

 

ილია თოფურია შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

 

  • ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
  • 2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.
  • 27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი, 6-0 აქვს დამყარებული.
  • 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია “მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
  • 2022 წლის 19 მარტს ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
  • 2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!

ვინ არის ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი

ჯორჯინა უზკატეგუი ბადელით ქართული და უცხოური მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის UFC-ის ჩემპიონთან ერთად გამოჩნდა – ჯორჯინა ილიას თან ახლდა ყველა ბრძოლის დროს, იზიარებდა მის კარიერულ წარმატებასა და წარუმატებლობას. ჩანდა, რომ ის ქართველი სპორტსმენის დიდი გულშემატკივარი იყო.

 

„ანტერპრენერი, ცოლი და დედა“ – თავად ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი ასე გამოხატავდა საკუთარ პოზიციას.  ამბობდა, რომ მისი მეუღლე, ილია თოფურია, ფოკუსირებული იყო სპორტზე მაშინ, როცა თავად უძღვებოდა ოჯახის ბიზნესს.  კომპანიას, სადაც ჯორჯინა მუშაობს, “Future and Energy” ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში.

„მე ვფლობ Future and Energy-ს, Future and Alakaline Water-ს და Future Home Restoration-ს, რომლებიც მაიამიში, ფლორიდაში ფუნქციონირებენ. ამჟამად ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ჩემს მემკვიდრეობას ვქმნი. ჩემი მეუღლე სპორტზეა ორიენტირებული, მე კი ჩვენი ოჯახის მთელ ბიზნეს სტრუქტურას ვმართავ, მათ შორის, ფინანსურ და იურიდიულ ასპექტებს. მე ბიზნესი და ფინანსები შევისწავლე და ახლა ჩემი გამოცდილება ფასდაუდებელია Topuria Brand-ის მართვაში“, – ამბობდა ის.

 

giorgina_topuria

 

ის ასევე მუშაობდა უძრავი ქონების აგენტად, მარკეტინგის სფეროში და სწავლობდა Miami Dade College-სა და Suffolk University-ში. ეს ყველაფერი ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა 29 წლის ასაკში მოახერხა. მას ჰყავს მშობლები და ერთი ძმა.

 

აღსანიშნავია, რომ ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი 2024 წლის თებერვალში ილია თოფურიასთან ერთად საქართველოშიც იყოფებოდა – მან სამახსოვრო ფოტო სოციალურ ქსელშიც გააზიარა, ქართველ ხალხს კი ძლიერი, კეთილგანწყობილი, ღვთისმოშიში უწოდა: “საოცარი გამოცდილებაა – მდიდარი კულტურა და გემრიელი კერძები – დიდი მადლობა”, – დაწერა მან.

 

გამოცემა Sportscasting -ის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჯორჯინა უზკატეგუიმ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნითმიმართა. წყვილს არასდროს გაუზიარებია ინფორმაცია ოფიციალური ქორწინების შესახებ, უცნობია, ისიც, არსებობს თუ არა მათ შორის საქორწინო კონტრაქტი. ამის ფონზე კი, Sportscasting წერს, რომ უზკატეგუი თოფურიას ქონების 50%-ს ითხოვს. 

 

ოფიციალური წყაროები ჯორჯინა უზკატეგუი ბადელის ქონებრივი დეკლარაციის ან შემოსავლის შესახებ არ იძებნება, თუმცა მის მიერ LinkedIn-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის Future and Energy-ისა და მასთან დაკავშირებული ორი კომპანიის მფლობელია. დასავლურ მედიაზე დაყრდნობით კი, ილია თოფურიას ქონება რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტია – celebritynetworth.com-ის მიხედვით, ილიას ქონება 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ცნობილია ისიც, რომ ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის თოფურიამ 350,000 დოლარი, ხოლო მაქს ჰოლოუეის დამარცხებისთვის – 2.44 მილიონი დოლარი მიიღო.

 

topuria

 

მიუხედავად პირად ცხოვრებაში არსებული დაბრკოლებებისა, ილია თოფურია აგრძელებს სოციალურ ქსელებში აქტიურობას, მეტიც, ის ესპანეთში ოფიციალურ საღამოებსაც ესწრება. წვეულებაზე, სადაც მასთან ერთად ევა ლონგორია, რიკი მარტინი და სხვა ვარსკვლავები იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებმა განქორწინებასა და მეუღლეზე ჰკითხეს. ილია თოფურიამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ კამერებთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებს. 

giorgina_topuria

ქონებრივი დავის პარალელურად, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა და ილია თოფურიამ საერთო შვილის მეურვეობის საკითხიც უნდა გადაწყვიტონ. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს.

ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი აქტიურად აქვეყნებს სოციალურ ქსელში შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გადაღებულ კადრებს, წერს სამოტივაციო ტექსტებს, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე ამ დრომდე არ საუბრობს.

giorgina_topuria

ShareTweet

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

11 years ago

ქეთევან ხუციშვილი: „მიუკერძოებლობას არც „რუსთავი 2“ ამტკიცებს“

9 years ago
“ამ გუნდს შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა… ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა” – თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

“ამ გუნდს შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა… ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა” – თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

2 years ago
600 რაკეტა და 50 დაღუპული ღაზაში – ისრაელი ანტიტერორისტულ ოპერაციას აწარმოებს

600 რაკეტა და 50 დაღუპული ღაზაში – ისრაელი ანტიტერორისტულ ოპერაციას აწარმოებს

12 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by