• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა, რაც ბოლო 32 წლის მინიმალური მაჩვენებელია

4 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა, რაც ბოლო 32 წლის მინიმალური მაჩვენებელია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა, რაც ბოლო 32 წლის მინიმალური მაჩვენებელია. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 44 319 ადამიანი, რაც დაბადებულთა რიცხვზე 6 452-ით მეტია
 2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 4.1 პროცენტით | ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ამასთან ეს რიცხვი ბოლო 32 წლის განმავლობაში მინიმალურია.
 წლების მიხედვით საქართველოში შობადობის პიკი 2014 წელს აღინიშნა, როდესაც 60,635 ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ კი ის ყოველწლიურად მცირდება.
 საქსტატის მონაცემებით:
 2025 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).
 ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი.
 2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.
 2025 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა.
 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 743 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (585 კაცი).
 2025 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2025 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.1 პრომილე შეადგინა.
 2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა.
 ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
 2025 წელს, რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.
 2025 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
წლების მიხედვით საქართველოში შობადობის პიკი 2014 წელს აღინიშნა, როდესაც 60,635 ბავშვი დაიბადა, მას შემდეგ კი ის ყოველწლიურად მცირდება.
ShareTweet

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026
„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

07/14/2026

საინტერესო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუა დამნაშავედ სცნო

10 years ago
პეტრო პოროშენკო 17 ივლისს საქართველოს ეწვევა

პეტრო პოროშენკო 17 ივლისს საქართველოს ეწვევა

9 years ago

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მშენებლობებისას, მიწის მესაკუთრეების უფლებები ირღვევა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

9 years ago
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by