ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა.
პაატა ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, მან ქართული მედიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
პაატა ნაცვლიშვილი დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, ოლიმპიური ორდენით, ოლიმპიური მედლით. არის „ოქროს კალმის“ ლაურეატი, კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, არაერთი ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებული.
პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და სამძიმარს უცხადებენ ოჯახსა და ახლობლებს.












