• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

1 month ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.

ბინების გადაცემის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. მან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვართ მონაწილე იმ დიდი სიხარულის, რომელიც აერთიანებს 1 600 ოჯახს – ოჯახებს, რომლებიც ათეული წელია ელოდებიან ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ. ტკივილსა და საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს ცხადია, ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ დღეიდან მათ აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია. სახლი ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას; ნიშნავს შესაძლებლობას ახალი ცხოვრების დასაწყებად, მშვიდად დაგეგმო შვილების მომავალი და შექმნა შენი ოჯახის ყოველდღიურობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალმოსახლეობას. დღეს 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება. დაე, თქვენს ახალ სახლებში სულ იყოს კეთილდღეობა და ბედნიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადაუხადა მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა, სადაც ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ბავშვების ყიჟინით, მათი თამაშით და ახალი სამეზობლოს გაჩენით, გაცოცხლდეს ეს არეალი. 2012 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 45 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი. დღეს ვხსნით მორიგ, მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს – 2 400-ზე მეტი სრულად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული ბინითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სახელმწიფოს ეს პოლიტიკა გაგრძელდება იქამდე, სანამ თუნდაც ერთი ოჯახი ითხოვს მხარდაჭერას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრსა და მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადავუხადო ზრუნვისთვის, რადგან მსგავსი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამ ეტაპზე, სახელმწიფომ შვიდ ახალ კორპუსში 1 600 დევნილი ოჯახი განასახლა, ხოლო ოთხ კორპუსში ბინები გასულ წელს განაწილდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო, სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები
ახალი ამბები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026
ვინ არის ილია თო­ფუ­რი­ას ვა­ჟის, ჰუ­გოს დედა? რატომ იყო უფროსი შვილის დედის ვინაობა მე­დი­ის­თვის ყო­ველ­თვის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი
ახალი ამბები

ვინ არის ილია თო­ფუ­რი­ას ვა­ჟის, ჰუ­გოს დედა? რატომ იყო უფროსი შვილის დედის ვინაობა მე­დი­ის­თვის ყო­ველ­თვის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი

11/03/2026
„დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს წინ დადგები…„ – რას წერს გურამ დადიანიძის დედა
ახალი ამბები

„დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს წინ დადგები…„ – რას წერს გურამ დადიანიძის დედა

11/03/2026
„ტენერიფეს“ თავდამსხმელი, რომელსაც მატჩის დროს მუხლი მკერდში მოხვდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
ახალი ამბები

„ტენერიფეს“ თავდამსხმელი, რომელსაც მატჩის დროს მუხლი მკერდში მოხვდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

11/03/2026
„დაგვადუმა ამ ტრაგედიამ…“ – კერძო სკოლა „სხივი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„დაგვადუმა ამ ტრაგედიამ…“ – კერძო სკოლა „სხივი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

11/03/2026

საინტერესო

სოზარ სუბარი: “მთავრობაში ვეღარ მიხილავთ”

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

8 years ago
ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

8 years ago
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

3 years ago
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

2 weeks ago

ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026

კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ქადაგებისას მრევლს რწმენის, იმედისა და ცხოვრებისეული სირთულეების დროს ღვთისადმი ნდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. პატრიარქის თქმით, ადამიანს ყველაზე მძიმე...

მეტის ნახვაDetails
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026
ვინ არის ილია თო­ფუ­რი­ას ვა­ჟის, ჰუ­გოს დედა? რატომ იყო უფროსი შვილის დედის ვინაობა მე­დი­ის­თვის ყო­ველ­თვის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი

ვინ არის ილია თო­ფუ­რი­ას ვა­ჟის, ჰუ­გოს დედა? რატომ იყო უფროსი შვილის დედის ვინაობა მე­დი­ის­თვის ყო­ველ­თვის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი

11/03/2026
„დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს წინ დადგები…„ – რას წერს გურამ დადიანიძის დედა

„დადგა დრო, ეს საქმე მივა ბოლომდე და შენ, ვინც ეს საქმე 12 წელი მალე, ჩემს წინ დადგები…„ – რას წერს გურამ დადიანიძის დედა

11/03/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III 11/04/2026
  • ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები 11/04/2026
  • ვინ არის ილია თო­ფუ­რი­ას ვა­ჟის, ჰუ­გოს დედა? რატომ იყო უფროსი შვილის დედის ვინაობა მე­დი­ის­თვის ყო­ველ­თვის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი 11/03/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by