მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის, 7 წლის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
დაღუპულებს შორის სამი ქალი, ერთი მამაკაცი და ორი ბავშვია.
ფონიჭალის ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა 3 წლის თაია. მცირეწლოვანი მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
თაიას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება.
დღეს დილით, ქვემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.






