ფონიჭალაში, დატრიალებულ ტრაგედიას სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და და, ნუცა ფხალაძე ემსხვერპლნენ. ცხედრები მაშველებმა ნანგრევებიდან დაახლოებით 12-საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.
„ყველაზე მძიმე ამბავი წინაა… თაია როცა დედიკოს მოიკითხავს და ვეღარ იპოვის…“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 4 ადამიანი, ექიმის შეფასებით, ერთი მათგანის, 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.






