დამწვრობით ცენტრში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი 31 წლის კაცს თითქმის მთელი სხეული დამწვარი აქვს.
დამწვრობით ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა სიცოცხლის საფრთხე გადავლილი ჯერ კიდევ არაა.
„31 წლის მამაკაცს თითქმის მთელი სხეული აქვს დამწვარი, იმყოფება დამწვრობით შოკში, ამ დროისთვის მდგომარეობა არის სტაბილური, მიუხედავად, ამ საკმაოდ სერიოზული დაზიანებისა.
სამწუხაროდ, საფრთხე გადავლილი არ არის, მას საკმაოდ სერიოზული, საშიში დიაგნოზი აღენიშნება, გარდა დამწვრობისა, სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა. ის იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ასე რომ საკმაოდ სერიოზული გამოცდის წინაშეა, როგორც თვითონ, ასევე მედპერსონალი“, – განაცხადა tv პირველთან გუგა ქაშიბაძემ.













