• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება მოახდინეს

13 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება მოახდინეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

20140219150701sagareამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვემო პალატის წარმომადგენლების, კონგრესმენ ტედ პოს (რესპ. ტენისის შტ.) და კონგრესმენ ბილ კიტინგის (დემოკ. მასაჩუსეტსის შტ.) ინიციატივით კონგრესში განსახილველად შევიდა რეზოლუციის პროექტი „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურება საქრთველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების საკითხზე”. 

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში; აღიარებს ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების მნიშვნელობას, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ნორმებს და განამტკიცებს კანონის უზენაესობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში; მოუწოდებს რუსეთის მთავრობას პატივი სცეს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებას თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და გააკეთონ არჩევანი საერთაშორისო პარტნიორობებთან და ალიანსებთან, მათ შორის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; თხოვნით მიმართავს აშშ-ის ადმინისტრაციას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გააგრძელონ საქართველოსთან თანამშრომლობა ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობის მიმართულებით; აღიარებს და მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს; და თხოვნით მიმართავს ნატოს წევრ ქვეყნებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიანიჭოს საქართველოს 2014 წლის სექტემბერში, გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულა გაწევრიანების ძირითადი მოთხოვნები. „რეფორმები კონკრეტული მიმართულებებით გრძელდება, და ის (საქართველო) თანმიმდევრულად ავლენს სურვილსა და შესაძლებლობას შეასრულოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები” – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ხაზს უსვამს გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს და მიუხედავად მძიმე დანაკარგისა, საქართველოს მზაობას გააგრძელოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

რეზოლუციაში საუბარია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე. „დოკუმენტს ხელი უნდა მოეწეროს 2014 წლის შემოდგომამდე, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს იძლევა”-აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში საუბარია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებზე და აღნიშნულია, რომ „რუსეთი განაგრძობს ფიზიკური ბარიერების აღმართვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სადაც რუსი ჯარისკაცები დღემდე არიან დისლოცირებულნი, მიუხედავად 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა ჯარების კონფლიქტამდე არსებულ დისლოცირების ადგილას დაბრუნების შესახებ; რუსეთმა უპასუხოდ დატოვა საქართველოს მხრიდან ცეცხლის არ გამოყენების ცალმხრივი პირობა”-ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

28.02.14

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ანკა ვასაძე: ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მაყურებლის გულები ერთხმად მოვიგეთ

ანკა ვასაძე: ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ მაყურებლის გულები ერთხმად მოვიგეთ

7 years ago

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

12 years ago
ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა

8 years ago
19 წლის ბიჭმა 38 წლის დედა დაჭრა – რა მოხდა რუსთავში

19 წლის ბიჭმა 38 წლის დედა დაჭრა – რა მოხდა რუსთავში

4 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by