• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1cfa0156a3b7d4dcce5564bdba844513მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 14 მარტს, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს პარლამენტის წევრის როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. კერძოდ, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, რომელიც მოქმედებდა პირადი დაინტერესებით, რაც აშკარად სცილდებოდა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა თითქოს-და ქველმოქმედების მიზნით, არარსებული “ანაკლიის განვითარების ფონდის” ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია “სანის” საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს წარმოადგენდა. მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის” საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის.ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს “სანის” ანგარიშზე. ბრალდებულებთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნული თანხა 2009 წლის 25 დეკემბერს ჩარიცხა, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის. როლანდ ახალაიას მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას ბრალდება ამ მუხლის შესაბამისად უნდა წარედგინოს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს თანხმობის მიცემის საჭიროებას საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება.

“მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, თუ საქართველოს პარლამენტმა თანხმობა არ მისცა საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე. აქედან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ პროცესუალური ნორმების დაცვით წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრის როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. პროკურატურა დაელოდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და თანხმობის მიღების შემთხვევაში როლანდ ახალაიას მიმართ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას”, – განაცხადა პროკურორმა.

14.03.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

01/09/2026
კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა
ახალი ამბები

კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა

01/05/2026
„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს
ახალი ამბები

„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს

12/29/2025
გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალი ამბები

გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

12/24/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In