• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“თანაინვესტირების ფონდი“ განახორციელებს ნახევარ მილიარდიან პროექტს სახელწოდებით – “პანორამა – თბილისი”

12 years ago
in ეკონომიკა
A A
“თანაინვესტირების ფონდი“ განახორციელებს ნახევარ მილიარდიან პროექტს სახელწოდებით – “პანორამა – თბილისი”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

bachiashvili“თანაინვესტირების ფონდი” თბილისში განახორციელებს გრანდიოზულ პროექტს პირობითი სახელწოდებით “პანორამა – თბილისი”.

როგორც სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა , პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს – 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი – აერთიანებს, რომლებიც იფუნქციონირებენ როგორც ერთი მთლიანი.

პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით.

“პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ, ოთხ მსხვილ ტურისტულ და ბიზნეს ცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს”, – აცხადებენ ფონდში.

ამასთან, მათივე განმარტებით, პროექტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს.

“მის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკოსისტემას”, – განაცხადა პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, პროექტის დამატებითი უპირატესობა თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მდგომარეობს.

“ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი – 300, ერეკლე მეორის მოედანი – 500, სოლოლაკის ბაღები – 500, სოლოლაკის მაღლობი – 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას”, – განმარტა ბაჩიაშვილმა.

ფონდის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მაშსტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს.

“დახრილი ლიფტები, საბაგირო გზები და სხვა არქიტექტურული თუ ტექნიკური კომპონენტები საკმაოდ ძვირად ღირებული გადაწყვეტილებებისგან შედგება, რის გამოყენებითაც ფონდი აპირებს, პროექტი გახდეს თბილისის სავიზიტო ბარათი”, – აღნიშნავენ ფონდში.

მათივე თქმით, პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტ “სოლოლაკის ბაღებისთვის” ესკიზური პროექტი დასრულებულია, რომელიც ქალაქის შესაბამის სამსახურებს განსახილველად წარედგინება.

25.03.14

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

8 years ago
„უსაფრთხოება და არა შიში“ – სალომე ზურაბიშვილი ავტობუსში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

„უსაფრთხოება და არა შიში“ – სალომე ზურაბიშვილი ავტობუსში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

6 years ago
“ ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა” – კულუმბეგოვი ასახელებს შეზღუდვებს, რომელიც მისი თქმით, სასწრაფოდ ასამოქმედებელია

“ ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა” – კულუმბეგოვი ასახელებს შეზღუდვებს, რომელიც მისი თქმით, სასწრაფოდ ასამოქმედებელია

5 years ago

ბერლინში საქართველოს კულტურის დღეები გრძელდება

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by