• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ანაკლიაში მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები მიმდინარეობს

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ანაკლიაში მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები მიმდინარეობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (8)საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, დავით ნარმანიასთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები დაათვალიერა.

ანაკლიაში  ნაპირდამცავ  ნაგებობას  მუნიციპალური  განვითარების  ფონდი  აზიის განვითარების  ბანკის  დაფინანსებით  ახორციელებს.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და, ჯამში, 4100 მეტრის ნაპირგამაგრება მოხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებით, რომელიც ზღვის ნაპირიდან 250-300 მეტრში 4 კილომეტრ სიგრძეზე ჩაიყრება და სანაპირო ზოლს დაიცავს.

ნაპირგამაგრებასთან ერთად, მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა. ჯამში, დაგეგმილია 3 კილომეტრამდე სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა.

პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 15,355,551.74 ლარია,  მშენებლობის ვადა 9-10 თვეა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული, დასაქმებულების 80%  ადგილობრივი მოსახლეა.
პირველ ეტაპზე მოხდება ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა მდინარე ენგურის შესართავიდან მდინარე თიკორის შესართავამდე, საერთო სიგრძით – 2600 მეტრი. პროექტის ფარგლებში მოხდება 6 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებით, ნაპირიდან 200-250 მეტრში. ნაგებობის საერთო სიგრძე 2160 მეტრია, აქედან უშუალოდ 6 ტალღმტეხის საერთო სიგრძე – 1700 მეტრი, ტალღმტეხებს შორის დაცილება, ჯამში, 460 მეტრს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში მოხდება მდინარე ენგურის შესართავში არსებული ნავსადგურის მიმდებარე სანაპიროს გამაგრება ფლეთილი ქვებით, 300 მეტრ სიგრძეზე.

ნაპირგამაგრებასთან ერთად, მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა 2300 მეტრ სიგრძესა და 60 მეტრ სიგანეზე.

რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს. მეორე ეტაპზე მოხდება ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა მდინარე თიკორის შესართავიდან სამხრეთით (ქ.ფოთის მიმართულებით,) საერთო სიგრძით – 1500 მეტრი.

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდება 4 წყალქვეშა ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა, ასევე ბეტონის ტეტრაპოდებით, ნაპირიდან 200-250 მეტრში. ნაგებობის საერთო სიგრძე 1470 მეტრია. აქედან უშუალოდ 4 ტალღამტეხის საერთო სიგრძეა 1200 მეტრი, ხოლო მათ შორის ჯამური დაცილება – 270 მეტრი.

ნაპირგამაგრებასთან ერთად, სამუშაოების მეორე ეტაპზეც მოეწყობა სანაპირო ზოლი ქვიშის პლაჟით, რომლის სიგრძე – 1500 მეტრი, სიგანე კი – 60 მეტრი იქნება.
მეორე ეტაპის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10-15 მილიონი ლარია. მშენებლობის საორიენტაციო ვადა 7-8 თვეა.

ამჟამად სანაპირო ზოლზე განთავსებულია ტეტრაპოდები და, შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე, დაიწყება მათი ზღვაში ჩაყრა.

პროექტს ახორციელებს „მოდერნ ბიზნეს გრუპი“, რომელიც სამუშაოების პირველ ეტაპს 2014 წლის ივლისში დაასრულებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას აღარ დაეტბორება საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები; გაუმჯობესდება დამსვენებელთა პირობები.

02.04.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს

საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება

8 years ago
გიორგი მარგველაშვილი: “ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის არჩევანი”

გიორგი მარგველაშვილი: “ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, რომ დღევანდელი დღე იყოს პირველ რიგში დემოკრატიის არჩევანი”

12 years ago
დავით ნარმანიამ მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა

დავით ნარმანიამ მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დაათვალიერა

12 years ago
კონკურენციის სააგენტომ Booking.com-ის საქმეზე მოკვლევა არ დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ Booking.com-ის საქმეზე მოკვლევა არ დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by