• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი: “კანონში არ არის ლაპარაკი რელიგიური ღირებულებების გადახედვაზე”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

previewკანონები სექსუალურ საკითხს არ ქადაგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “პირველი სტუდიაში” სტუმრობისას, ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა. მიის თქმით, ამ კანონის მიღება საჭიროა ბევრი მიზეზის გამო.

“ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამ პროცედურის გავლა ჩაწერილია ასოცირების შეთანხმების ტექსტში, მაგრამ ეს არის უფრო საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი. მე მინდა, მოგახსენოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ქრისტიანმა, როგორც ქართველმა, იმ ადამიანმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ორგანიზებული საზოგადოება, რომ ადამიანის რაიმე ნიშნით ჩაგვრის აღკვეთა – სწორედ ეს მიმაჩნია ქრისტიანული ღირებულებების რეალურად ცხოვრებაში განხორცილებად. მე იმ რელიგიას ვეკუთვნი, რომელშიც არის ნათქვამი, რომ ვინც არის უცოდველი, პირველმა იმან ისროლოს ქვაო. ეს ის რელიგიაა, სადაც მაცხოვარი ამბობს, რომ საკუთარ თავში დირეს ვერ ხედავთ და სხვისაში ბეწვს ხედავთო. ეს ის რელიგიაა, რომელმაც აქცენტი გადაიტანა არა უბრალოდ მოყვასის, არამედ მტრის სიყვარულზე. შესაბამისად, ნებისმიერი ჩაგვრა, ჩაგვრის ნებისმიერი ლეგიტიმაცია, როგორც ქრისტიანისთვის, მიუღებლია, როგორც ქართველისთვის, მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა იმ სავიზიტო ბარათით მოვიდა, რომ აქ განსხვავებული აზრი არ იჩაგრება”, – აღნიშნა მაგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, ალბათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და საჭირო იყო მათი მეტად ინფორმირება.

“აქ ხდება მცნებათა აღრევა. აქ არ არის ლაპარაკი მორალური ან რელიგიური ღირებულებების გადახედვაზე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ განსხვავებული ადამიანების ჩაგვრა არის მიუღებელი, მაგრამ თავისთავად ეს თეზა არა უბრალოდ დაწერილია კონსტიტუციაში, არამედ ქართველების არსობრივ კონსტიტუციაში. ესაა ჩვენი რელიგია. თუ გვინდა ამ რელიგიის აქცენტების შეცვლა, ეს სხვა ამბავია”, – დასძინა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ამ თემის ასე გადატრიალება საქართველოს არ სჭირდება და ქვეყნის მომავლისთვის არის პრობლემური.
“არანაირი ქადაგება საერთოდ ამ კანონში რაიმე ტიპის სექსუალური თემის, არ არის. საერთოდ, კანონები სექსუალურ საკითხს არ ქადაგებენ. კანონები ჩვეულებრივ რაღაცას ან კრძალავენ ან არ კრძალავენ. შესაბამისად, ამ ყველაფრის შეტრიალების მცდელობად აღვიქვამ ძალიან მტკივნეულად, იმიტომ, რომ რეალობა არის სრულიად სხვა. არანაირი იდენტობის შეცვლა აქ არ არის, პირიქით, ეს არის ჩვენი ტოლერანტობის ხაზგასმა. ამ კანონის მიღებით არავინ ზარალობს, პირიქით, ჩვენ ვხდებით უკეთესი საზოგადოება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, კონსპირაციის თეორიებს ჩვეულებრივ არ ეთანხმება, მათ შორის იმ მოსაზრებაში, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ სიტუაციის გამწვავება მიზანმიმართულად ხდება, რათა ევროინტეგრაციის კურსის დისკრედიტაცია მოხდეს. მარგველაშვილის აზრით, საქმე გვაქვს მცნებების აღრევასთან.

ამასთან, მისივე თქმით, არის ის კომპონენტიც, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება-არმიღება არის საკითხი – მივდივართ ევროპისკენ თუ ვრჩებით რუსეთში. “პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, არის ეს კომპონენტი. ამ კანონის არმიღება შეაფერხებს ჩვენს ევროპაში ინტეგრაციას, მაგრამ მე მინდოდა საუბარი, როგორც ჩვეულებრივ ქართველს, ჩვეულებრივ ქრისტიანს, რომელსაც აქვს განცდა, რომ თვითონ არის ცოდვილი და სხვისი კრიტიკის უფლება არ გააჩნია”, – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ კონსენსუსი მთლიანად საზოგადოებაში შედგება, ხოლო რადიკალური ჯგუფების შეხედულებების დაახლოება მიზანს არ წარმოადგენს.

01.05.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდული – 44.8%-ით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდული – 44.8%-ით გაიზარდა

5 years ago
ალექსეი ალექსეენკო: “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 28 ივლისიდან შევზღუდოთ რძისა და რძის პროდუქტების შემოტანა უკრაინიდან”

ალექსეი ალექსეენკო: “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 28 ივლისიდან შევზღუდოთ რძისა და რძის პროდუქტების შემოტანა უკრაინიდან”

12 years ago
დიმიტრის ავრამოპულოსი – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს,  იყოს ევროპული ოჯახის წევრი

დიმიტრის ავრამოპულოსი – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი

9 years ago
გაჩიანში 24 წლის ბიჭი მოკლეს – „ახალგაზრდამ, ვისაც, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა“

გაჩიანში 24 წლის ბიჭი მოკლეს – „ახალგაზრდამ, ვისაც, სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა“

2 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by