• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: “ამჟამად ჩვენი ქვეყანა იყენებს თავისი ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%-ს”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10336632_653901338034279_2610879492974432943_nფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარდა, საქართველო დგას ეკონომიკური ზრდის ახალი ეპოქის ზღურბლზე , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ დიდ პროგრესს მიაღწია თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს შექმნაში და წამოიწყო რეფორმების ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისათვის ეკონომიკური შესაძლებლობების შემდგომი ზრდისათვის.

“გარდა ამისა, ჩვენ გავუმკლავდით კორუფციას. ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგებში საქართველო მერვე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლით, ჩვენი ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 7.4%. უკვე 2014 წლის მეორე ნახევარში, ჩვენი მოლოდინით, დაიწყება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ნაწილობრივი განხორციელება, რაც კიდევ უფრო მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია კერძო სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაც, რა მიზნითაც ურყევად დაიცავენ საკუთრების უფლებას, გაატარებენ ეფექტურ კანონებს კონკურენციის შესახებ და დააწესებენ კომერციული დავების განხილვის სისტემას, ასევე უზრუნველვყოფენ გამარტივებულ საგადასახადო სისტემას და განავითარებენ კაპიტალის ბაზარსა სხვა ფინანსურ მექანიზმებს.
“ჩვენი წარმატებები ეკონომიკის სფეროში აღიარებული და მოწონებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მსოფლიო ბანკის პროგნოზების თანახმად, 2014 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადგენს 6.3%-ს. ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან ექვსში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის კატეგორიების ჩათვლით. იმავე რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპის 43 ქვეყანას შორის.

საქართველოში ინვესტიციების გასააქტიურებლად უკვე შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფონდი. დაგეგმილია სხვა ფონდების შექმნაც. ამ წარმატებული ფონდების რიცხვშია სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომელიც უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის წარმოებაში ჩართულ კომპანიებს, ასევე საქართველოს საპარტნიორო ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებს. გარდა ამისა, 2013 წლის სექტემბერში დაარსდა სპეციალური საინვესტიციო ფონდი – საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ასრულებს საქართველოში ინვესტიციების მთავარი მამოძრავებელი ძალის როლს. ეს ფონდი აქტიურად ეძებს ინვესტირების შესაძლებლობებს არსებული და ახალი ბიზნესების გასავითარებლად და შესაქმნელად ქვეყნის ეკონომიკის საკვანძო სფეროებში, კერძოდ, ენერგეტიკაში, ტურიზმსა და სასტუმრო ბიზნესში, სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში. ამ სექტორთა უმრავლესობა უკიდურესად აქტიურია და სთავაზობს ევროპულ კომპანიებს შესანიშნავ შესაძლებლობებს”, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი ორ სექტორს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროს გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორი იძლევა ინვესტირების ჯერ კიდევ გამოუყენებელ პოტენციალს.

“ამჟამად ჩვენი ქვეყანა იყენებს თავისი ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%-ს. საქართველოს ენერგეტიკული სისტემა დაკავშირებულია ყველა მეზობელი ქვეყნის შესაბამის სისტემებთან. 2012 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური ოდენობის 19.7%, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელმა იმავე კატეგორიაში შეადგინა უკვე 20%-ზე მეტი. რაც შეეხება მეორე მძლავრ სექტორს, ტურიზმსა და სასტუმრო ინდუსტრიას, საქართველო ამაყობს ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში. 2012 წელს საქართველოს ეწვია 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც 56%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2013 წელს კი ტურისტების რიცხვი 5.4 მილიონამდე გაიზარდა. მოთხოვნა სასტუმრო ოთახებზე ყოველდღიურად იზრდება, უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მიწოდება აკმაყოფილებს. მიუხედავად ისეთი ბრენდების საქმიანობისა, როგორებიცაა “მარიოტი”, “შერატონი”, “ჰილტონი”, “რედისონი” და “ჰოლიდეი ინი”, ბაზარზე კვლავაც არის საკმარისი სივრცე ამ მომსახურების სხვა მიმწოდებელთა დასამკვიდრებლად”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

21.05.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

10 years ago
“პიკეს მოიხსენიებდნენ შაკირას ქმრად, მე კი არ ვედრები, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს სოფო ბედიას ქმრის სტატუსთან დაკავშირებით…“ – მიშა მესხი

“პიკეს მოიხსენიებდნენ შაკირას ქმრად, მე კი არ ვედრები, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს სოფო ბედიას ქმრის სტატუსთან დაკავშირებით…“ – მიშა მესხი

2 years ago
BBC – ნუ მისცემთ ბავშვებს მობილურ ტელეფონს!

BBC – ნუ მისცემთ ბავშვებს მობილურ ტელეფონს!

3 years ago
გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დოკუმენტაცია გამოითხოვა

გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დოკუმენტაცია გამოითხოვა

7 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by