ყველა მოწოდებულები ვართ, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლის დროს მან პოლიციელებს და საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.
“ჩვენ ყველა, სამინისტროს თანამშრომლები, ყველა ვართ მოწოდებული ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათი უსაფრთხოების და ჩვენი სამშობლოს – საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის ღირსეული ოფიცერი თავის სიცოცხლესაც არ დაინანებს თავისი ქვეყნის და თავისი ქვეყნის შვილების საკეთილდღეოდ და ამის მრავალი მაგალითია”, – აღნიშნა მინისტრმა.
მან დღევანდელი დღე იმ ოჯახებსაც მიულოცა, რომლებმაც შვილები ქვეყნის კეთიდღეობას შეწირეს.
“დარწმუნებული ვარ, მათი ოჯახები მათით ამაყობენ და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ჩვენთაგანი მათ შვილებზე, მათ ოჯახზე განსაკუთრებულად იზრუნებს”, – აღნიშნა ჭიკაიძემ.
30.05.14