• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სასამართლოს გადაწყვეტილებით, RMG Gold–ს საყდრისში სამუშაოების წარმოება აეკრძალა” – სულხან სალაძე

11 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
“სასამართლოს გადაწყვეტილებით, RMG Gold–ს საყდრისში სამუშაოების წარმოება აეკრძალა” – სულხან სალაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შუამდგომლობა კომპანია  RMG Gold-ისთვის საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების შეჩერების შესახებ. სასამართლოში დაკმაყოფილებულ იქნა,  მოსარჩელე მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მოხდეს ზემოაღნიშნული ობიექტის დაზიანება, რის გამოც შეუძლებელი იქნება მისი პირვანდელი მდგომარეობისა და არქოლოგიური ღირებულებების აღდგენა. საიამ სასამართლოში წარადგინა ორი მტკიცებულება, რომელთა მიხედვითაც სასამართლოს აღნინშნული გადაწყვეტილებით კომპანიას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საყდრისი–ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნთ სამუშაოების წარმოება ეკრძალება. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს კომპანიის მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

10506063_795445083820103_980624117_o

საყდრის–ყაჩაღიანის ირგვლივ არსებულ დავაზე და სასამართლო პროცესის მნიშვნელოვან დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ საიას იურისტი, სულხან სალაძე ესაუბრა.

  • ბატონო სულხან, როგორც ვიცით, 2014 წლის 30 მაისს სასამართლომ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შუამდგომლობა საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების შეჩერების მოთხოვნაზე, გთხოვთ განგვიმარტოთ რას გულისხმობს სასამაართლოს ეს გადაწყვეტილება და რა ძალა აქვს მას?

დიახ, ჩვენ  მოვითხოვეთ შუამდგომლობა საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების შეჩერების მოთხოვნაზე, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ. შუამდგომლობის მოთხოვნა განაპირობა იმან, რომ თუ გაგრძელდებოდა საყდრის–ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამუშაოები ძეგლი მიიღებდა სერიოზულ დაზიანებას, რაც ყოვლადდაუშვებელია მის ამჟამინდელ მდგომარეობაში. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ეს არის სასამართლოს დროებითი გადაწყვეტილება და ძალა აქვს მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. რაც შეეხება აღნიშნულ შუამდგომლობას, რომ განვმარტოთ, საიამ იგი დააყენა იმ სარჩელის ფარგლებში, რომლითაც გასაჩივრებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტს გაცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა RMG Gold–ის მოთხოვნა, საყდრისში წიაღისეულის მოპოვების ნებართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე საიას სარჩელს დააკმაყოფილებს, რადგან სამუშაოების შეჩერება კავშირში არ არის დავის საგანთან.

  • როგორ მიმდინარეობდა  პროცესი, რა მტკიცებულებები იქნა წარდგენილი სიას მხრიდან სასამართლოში, რომლის საშუალებითაც შემდგომში მოხდა მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება?

საიამ სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები, ეს იყო 2014 წელს არქეოლოგების მიერ დაფიქსირებული ფაქტი, რომ საყდრისი აღიარებული იყო, როგორც არქოლოგიური ობიექტი და სტუდია „მონიტორის“ მიერ  2014 წლის 14 მარტს გადაღებული კადრები, სადაც დასტურდება ის, რომ ამ პერიოდისთვის სამუშაოები დაწყებულია და დაფიქსირებულია ობიექტის დაზიანებაც, ამასთანავე საყურადღებოა, რომ ამ დროისთვის კომპანიას არ ჰქონდა უფლება დაეწყო ეს სამუშაოები. კადრები კი 6 აპრილს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გავიდა. ამას გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც საყდრის–ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება, ბევრ შეკითხვასა და ეჭვს ბადებს. მათი თქმით, დოკუმენტი, რომელსაც საყდრისზე უარყოფითი დასკვნის დროს დაეყრდნენ, მეცნიერებათა აკადემიის მეთვალყურეობით მომზადებული არქეოლოგიური ანგარიშია. ეს ანგარიში კი კულუტირის სამინისტროში არსებულმა არქეოლოგიურმა სექციამ დაიწუნა და აღნიშნა, რომ კვლევა არაპროფესიონალურად იყო შედგენილი. ასევე ისინი არც იმ დოკუმენტით დაინტერესდნენ, სადაც კულტურის სამინისტროში არსებული სპეციალური საბჭოს 10 წევრი წერს, რომ საყდრისი მნიშვნელოვანი არქოლოგიური ობიექტია და მისი შესწავლა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უნდა მოხდეს.

  •  თქვენ,როგორც იურისტი,როგორ აფასებთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა RMG Gold–ის მოთხოვნა, წიაღისეულის მოპოვების ნებართვასთან დაკავშირებით, რამდენად კანონიერი და პროცედურულად სრულყოფილია აღნიშნული ბრძანება ?

 ჩვენ მივიჩნევთ, რომ კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება არის უკანონოდ და პროცედურული დარღვევებით მიღებული, რადგან სამინისტროს ფაქტობრივად არ გამოუყენებია არქეოლოგიური სექცია, არ მოუწვევია ექსპედიცია დასკვნისთვის, და არ გამოუკვლევია ყველა მტკიცებულება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოწვეულმა ექსპერტებმა, გერმანელმა არქეოლოგებმა და ბულგარელმა გეოლოგმა კვლევით დაადასტურეს, რომ საყდრისში უძველესი მაღარო მდებარეობს. სამინისტროს არ შეუსწავლია ყველა ის ფაქტობრივი მასალა, რომელიც ამ ობიექტის გარშემო არსებობს.

  • რა სტადიაზე ამჟამად სასამართლო პროცესი,  როგორ ფიქრობთ რამდენხანს გასტანს დავა ?

ჩატარდა მხოლოდ გამწესრიგებელი სხდომა, სადაც ეს ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ გაირკვა და ახლა საია ელოდება მოსამზადებელი სხდომის თარიღს. რაც შეეხება დროს, თუ რამდენ ხანს გასტანს ასე თქმა რთულია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

  • საინტერესოა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არგუმენტაცია, რა მტკიცებულებებს წარადგენს  სამინისტროს მხარე?

ვერ გეტყვით, რადგან გამწესრიგებელ სხოდამაზე არ ყოფილა სამინისტროს მხარე, ამდენად არ ვიცით, რა არგუმენტაცია და მტკიცებულებები გააჩნდათ, ან თუ ჰქონდათ მათ სასამართლოში წარსადგენად.

  • გავრცელებული ინფორმაციით, RMG Gold-ის მიაჩნია,რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი მხარის ინტრესების გათვალისწინებითაა მიღებული და საერთოდ არ არის განხილული კომპანიის არგუმენტაცია, შეესაბამება თუ არა ეს განცხადება სიმართლეს?

ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ კომპანია აპირებს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას, ამასთანავე განვმეორდები, რომ გამწესრიგებელ სხდომაზე იყო მხოლოდ ჩვენი მტკიცებულებები წარდგენილი.

  • კომპანია ასევე მოითხოვს , სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გაუქმებას, როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანია კომპანიის არგუმენტაცია მათი მატერიალური ზარალის მიყენებასთან დაკავშირებით და რამდენად გააჭიანურებს მათი ეს მოთხოვნა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას?

ეს კომპანიის პირადი მოსაზრებაა, მე ვერ გეტყვით.  რაც შეეხება სასამართლოს გაჭიანურებას და საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა აღინიშნოს, ის რომ რა დროშიც არ უნდა მიიღოს სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება და თუნდაც, ეს გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ იყოს და მას კვლავ მიეცეს ობიექტზე სამუშაოების განხორციელება – ამას ვერ შეძლებს, რადგან სხვა სასამართლოში  გასაჩივრებული იყო სამინისტროს მიერ , საყდრის–ყაჩაღიანისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევის ბრძანება, ეს საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბათილად ცნო სამინისტროს  ბრძანება. ამდენად როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, კომპანია მაინც ვერ დაიწყებს სამუშაოებს საყდრისში.

26.06.14

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In