• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ მიხელ სააკაშვილს და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინა

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

73828314prokuraturisshenoba(5)საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით. “თბილსის თაიმსი” პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ. გამოძიებით დადგინდა შემდეგი: ტელეკომპანია იმედი, ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში ,,ტელეიმედით” გაშუქებული იქნა საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები – სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას – საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში ტელეიმედის ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა ა.პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. ,,ტელეიმედის” ეთერით გავრცელებულ ინფორმაციებზე მთავრობას სათანადო პასუხი არ ჰქონდა, ხსენებული კი ნეგატიურად მოქმედებდა იმდროინდელი მმართველი გუნდის რეიტინგზე, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს არკადი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია ,,იმედის” ხელში ჩაგდების მიზნით. ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, ა.პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში ,,ტელეიმედი” გაეცვალა საქართველოს რკინიგზაში, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც მიიღო უარი. არკადი პატარკაციშვილის მხრიდან ტელეიმედის შენარჩუნებისათვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით, ტელეკომპანია იმედი მართვის უფლებით გადაეცა – აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს ,,NEWS CORP EUROPE INC”-ს. მიუხედავად აღნიშნულისა, კრიტიკული სიუჟეტები და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მრიდან შესაძლო დანაშაულების ღია ეთერით გაშუქება გახდა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლების ყველა შტომ, მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება.
2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 04 ნოემბერს, მ.სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად მერაბიშვილი. თათბირს ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, თბილისის მერი გიგი უგულავა, და გუბერნატორები. ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა “მიეხედა” ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს.
ი.მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოსთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება.”
თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება – ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა მომომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებული იქნა არალეტარული იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნული ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა.
ამავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად ტელეკომპანია იმედის შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სრულიად უკანონოდ, შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლებმაც დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანია ,,იმედის”” მაუწყებლობა, ხოლო ,,ტელეიმედის” თანამშრომლები ცემით გამოაძევეს შენობიდან. ასევე, სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელევიზიის გარშემო პროტესტის გამოსახტად შეკრებილ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებსაც სასტიკად გაუსწორდა, გამოიყენეს რა მათ მიმართ რეზინის ტყვიები და ძალადობით აიძულეს დაეტოებინათ ტერიტორია. ხსენებულის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანია ,,იმედი”-ს ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ტელეკომპანია იმედის დარბევის შედეგად ტექნიკური საშუალებების დაზიანების, დაკარგვის და მიუღებელი შემოსავლის სახით ,,იმედი”-ს ზიანმა შეადგინა 3 158 307 ლარი.
ამის შემდეგ, ქვეყნის მეთაურის მიხეილ სააკაშვილის დავალებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა დაიწყეს პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანიის უკანონოდ ჩამორთმევის პროცესი. ტელეკომპანია ,,იმედის”” შენობაში შეჭრის ვითომდა სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის” თავმჯდომარეზე, ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის უხეში დარღვევით ,,ტელეიმედს” შეუჩერეს სამაუწყებლო ლიცენზია.
ამასთან “ტელეიმედში” ძალისმიერი მეთოდით შეჭრისა და დაწესებულების უკანონოდ დაკავების სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, ხელოვნურად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი არკადი პატარკაციშვილი და მის ქონებას, კერძოდ შპს “ტელეიმედს” დაედო ყადაღა, რითიც მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა შპს ,,ტელეიმედის” ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა. საზოგადოებას კი გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა არკადი პატარკაციშვილსა და ერეკლე კოდუას შორის შემდგარი საუბრის ფალსიფიცირებული, კონტექსტიდან ამოჭრილი და შინაარსის შეცვლით დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი.
ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ქმედების მიმართ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრესი რეაგირების მიუხედავად, მ.სააკაშვილის დავალებით და უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის და სხვათა უშუალო ჩარევით, საბოლოო ჯამში, ზეწოლისა და დაშინების გზით პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვეს ტელეკომპანია იმედი. ა.პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, კერძოდ 2008 წლის 19 თებერვალს, ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან, ა.პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი ჯაოშვილს, მის სახელზე რიცხული ს/ს “ჯეი-ემ-ჯი კონსალტინგ გრუპი”-ის წილი, რომლის საკუთრებაშიც იყო “ტელეიმედი”, წესდების მოთხოვნათა დარღვევით, გადააფორმებინეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეიზე. აღნიშნულ მოქმედებას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით კეზერაშვილის დავალებით მოქმედი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები. იმავე დღეს გიორგი ჯაოშვილი მიიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობაში და აიძულეს გადამდგარიყო შპს ,,ტელეიმედის” დამფუძნებელი ფირმების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რითაც ა.პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ტელევიზიას. მომდევნო დღეს, “ტელეიმედი”-ს წილი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირს პაატა სირაძეს. ,,NEWS CORP EUROPEITED INC”-ს ცალმხრივად შეუწყდა შპს ,,ტელე იმედის” მართვის უფლება.
ამის შემდეგ უკვე დაიწყო ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის გაკონტროლება, რაშიც მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის გიორგი უგულავა, რომელიც სრულად წარმართავდა და აკონტროლებდა არხის საინფორმაციო პოლიტიკას.
2012 წლის 18 ოქტომბერს, ოქტომბრის არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა გიორგი არველაძემ, გიორგი კორახაშვილმა და გიორგი მიქელაძემ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნეს 90%-იანი წილი ტელეკომპანია იმედის.
მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილების ოჯახზე ზეწოლა არ შემოიფარგლა მხოლოდ ტელეიმედის უკანონოდ ხელში ჩაგდებით. ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვა მთაწმინდის პარკიც. კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლის პარალელურად, შს მინისტრის დავალებით მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს შეიარაღებული სპეცრაზმელები და ტერიტორიიდან უკანონოდ გამოაძევეს პარკის თანამშრომლები. იმავე დღეს, თბილისის მერიაში ჩატარდა პრესკონფერენცია, თითქოსდა, რომ შპს ,,ლინქსი” არ იხდიდა მთაწმინდის პარკის იჯარის თანხას, რის გამოც თბილისის მთავრობამ შპს ,,ლინქსთან” სრულიად უკანონოდ, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, მაშინ როდესაც პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანია პირნათლად ასრულებდა ყველა აღებულ ვალდებულებას და არ არსებობდა არანაირი საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. ამასთან, პარლამენტის მიერ ,,მეწარმეთა შესახებ” კანონში საგანგებოდ შეტანილი ცვლილების შედეგად, შპს ,,ლინქსი”-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს გიორგი უგულავას მეგობარი გიორგი კირცხაია, რომელმაც ფირმის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა საზიანო ქმედებებთან ერთად სასამართლოდან გამოითხოვა ქ.თბილისის მერიის მიმართ შეტანილი ყველა სასარჩელო მოთხოვნა.
მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტია პატარკაციშვილების ოჯახისთვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევა. სხვადასხვა გზით, ზეწოლისა და დაშინების შემდეგ, ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებების და დოკუმენტების შედეგად, რომ თითქოს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრე კომპანიას ვალი ჰქონდა კეზერაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ოფშორული კომპანიის მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს და სასამართლოს ჩარევით, ვალის გაქვითვის საფუძვლით პატარკაციშვილების კუთვნილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ოფშორული კომპანიის საკუთრებაში.
ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არკადი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, შედეგად მოჰყვა ის, რომ 2008 წელს ა.პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ სარჩელით მიმართა საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიას და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება ან ქონების ექვივალენტი 400 000 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მეთაური მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდნენ, რომ პატარკაციშვილების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ამ უკანონობის გამო, აუცილებლად წააგებდნენ პროცესს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, მაშინდელი ხელისუფლების სახელით მოქმედმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა პატარკაციშვილების ოჯახთან გააფორმა მემორანდუმი, რის საფუძველზეც ოჯახს დაუბრუბდა ყველა ზემოხსნებული ქონება, გარდა ტელეიმედისა.
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელების და მისი მეთაურის მიხეილ სააკაშვილის უკანონო მოქმედებების შედეგად: დაირღვა არკადი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოიტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.
გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.
ასევე, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული პროკურატურის მიერ ადრე გაცხადებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი დაბარებული იყო მოწმის სახით, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება უახლოეს მომავალში”, – ნათქვამია განცხადებაში.

28.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026

საინტერესო

„ღმერთო, ხომ ხარ ღმერთი? აი, ამ კაცის შველას გთხოვ… იქნებ „გაუცოცხლო” ეგ თოჯინა?” – ჟურნალისტის ემოციური პოსტი

„ღმერთო, ხომ ხარ ღმერთი? აი, ამ კაცის შველას გთხოვ… იქნებ „გაუცოცხლო” ეგ თოჯინა?” – ჟურნალისტის ემოციური პოსტი

3 years ago

კასპში ძალოსნობის ახალი დარბაზი გაიხსნა

9 years ago
აშშ–ს არჩევნები და საქართველო

“დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლება მსგავს შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა” – ბიძინა ლებანიძე

11 years ago
გულიანი თათმანები – „გულთათმანი“ ქართულ ბაზარზე

გულიანი თათმანები – „გულთათმანი“ ქართულ ბაზარზე

9 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by