ჩვენი ქვეყნის კულტურა მრავალ საუკუნეს ითვლის. ეს ის საუნჯეა, რომლითაც ქართველებს ყველგან და ყოველთვის შეუძლიათ იამაყონ. კულტურას მრავალი განშტოება აქვს და საქართველოს კულტურასაც ამ ყოველ განშტოებაში ყავდა და ყავს ღირსეული წარმომადგენლები, რომლებმაც შექმენს არაერთი ეპოქა ჩვენი ქვეყნისა. საქართველოს მრავალი რამ გამოარჩევს სხვა ქვეყნებისაგან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩვენი დამწერლობა, ჩვენი ანბანია. მისი არსებობისა და განვითარების გზა მრავალს საუკუნეს ითვლის. სწორედ ამ დამწერლობით არის შექმნილი ის მრავალი განძი, რომელიც ახლად ძვირად ფასობს. ზეპირსიტყვიერების შემდეგ, გაჩნდა ხელით წერის ტრადიცია,რომლის წყალობითაც ისტორიის ფურცლები მრავალი უნიკალური ამბით შეივსო. თუმცა გადის დრო, ყველაფერი ვითარდება, მარტივდება და ხელით წერის ხელოვნებაც ნელ-ნელა დავიწყებაც ეცემა. XXI საუკუნეში, ხომ ყველაფერი ელექტრონული გახდა. რაღა საჭიროა კალიგრაფია, როდესაც არსებობს ფონტი. ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ უკან მთელი ეპოქა, ტრადიციები, ისტორია დგას, რომელსაც გაფთხილება და განვითარება სჭირდება. ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი კი, კიდევ ის ნიჭიერი ახლგაზრდები გახლავთ, რომლებიც თავს არ ზოგავენ რაიმე ახალისა და განსაკუთრებულის შექმნისათვის, ისე რომ არ დაივიწყონ ძველი ტრადიციები და კულტურა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახლაგაზდა კალიგრაფი, მწერალი, მხატვარი გახლავთ გიორგი სისაური. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე საკმაოდ წარმატებულია მისი მოღვაწეობის არაერთ სფეროში. “თბილისი თაიმსი” ამჯერად მას, როგორც კალიგრაფს ისე გაესაუბრა ქართული დამწერლიბის მნიშვლებაზე, მის მოღვაწეობასა და სამომავლო გეგმებზე.
გიორგი, როდის დაინტერესდი კალიგრაფიით და შენს ცხოვრებაში რა ადგილი უკავია მას?
კალიგრაფიით დავინტერესდი 4 წლის წინ, როდესაც მივიღე კონკურსში მონაწილეობა და გავხდი გამარჯვებული. ამ კონკურსში მონაწილეობას 10 000-ზე მეტი კონკურსანტი იღებდა. ჟიურის და იმ კომპეტერნურ ადამინებს, ვინც აფასებდა ამ ნაწერებს, შევთავაზე საკუთარი, ინდივიდუალური სტილი. მას შემდეგ ყოველდღე ვმუშაობ საკუთარი ხელნაწერის სრულყოფაზე. ეს არის ის კულტურა, რომელიც დღეს მივიწყებულია. ჩვენი ქვეყნის კულტურა მხოლოდ სიმღერა, ცეკვა და ქართული კულინარია ხომ არაა?! კულტურა არის ის, რაც კაცობრიობის ისტორიაში შენს განსაკუთრებულ ადგილს გიმკვიდრებს. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ჩვენი საკუთარი ანბანი გაგვაჩნია, რომელსაც განვითარების სამი საფეხური აქვს. ეს ანბანი არის გენიალური საკუთარიმოხაზულობით და იმ აზრით, რაც მასში დევს. მეც ყოველდღიურად ვცდილობ გარკვეული წვლილი შევიტანო ქართული კალიგრაფიის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
დღეს ჩვენი კულტურის ერთ-ერთ მთავარი მონაპოვარი — ქართული დამწერლობა ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა და მას მხოლოდ წერა- კითხვისათვის ვიყენებთ. რატომ დაიკარგა კალიგრაფის მნიშვნელობა დღევანდელ საქართველოში ?
რაც საბეჭდი მანქანები და ნაბეჭდი წიგნები შეიქმნა, ხელნაწერის მნიშვნელობის გააზრდება კარგად ვერ ხდება. მითუმეტეს ახლა, როდესაც კომპიუტერის ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველა ფუნქცია სწორედ კომპიუტერმა შეითავსა. ასე რომ, ხელით გადაწერის ხელოვნებას აღარ ექცევა იმდენად დიდი ყურადღება.
შენ სად შეისწავლე ეს ხელოვნება?
მე თვითნასწავლი ვარ.
ძველ დროში კალიგრაფი ფლობდა ისეთ დისციპლინებს, რომლებიც თანამედროვეობაში რედაქტორის, გამომცემლის, მხატვრისა და კომპიუტერული დიზაინერის პროფესიება და აცნობილი. დღეს რა მოვალეობა ეკისრება კალიგრაფს და რამდენადაა ეს საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში შემოსავლიანი?
დღეს კალიგრაფობა მნიშველოვანია მეცნიერული კუთხის განვითარების თვალსაზრისით, როგორც აღვნიშნეთ, ეს კულტურა ახლა დავიწყებულია. ეს არის საუნჯე, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს და რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. 10 000 ხელნაწერია დაცული ხელნაწერთა ეროვნულ მუზეუმში, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ. თითოეული მათგანი განსხვავებულია. რაც შეეხება შემოსავალს, ეს საქმიანობა ნაკლებად შემოსავლიანია, რადგან დაინტერესება არ არის. უცხოელები უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი ქართული კალიგრაფიით, შესრულებული ნამუშევრების შეძენით, – ვიდრე თავად ქართველები. უცხოეთში სულ სხვაგვარი მდგომარეობაა. მაგალითად, ინდოეთში ერთი გადაწერილი გვერდის ფასი 3 000 დოლარია. ასევეა თურქეთში, ირანში, იაპონიასა და ჩინეთში, ევროპაშიც. კულტურის სამინისტრომ უნდა დანერგოს უცხოელი სტუმრებისთვის სასაჩუქრე ხელნაწერი წიგნის გადაცემა. ისინი ამას დიდ პატივად მიიჩნევენ!!!
სახელმწიფო რამდენად არის დაინტერესებული რომ ხელით წერის ხელოვნება უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში?
სახელმწიფო ჯერჯერობით, საერთოდ არ არის ამით დაინტერესებული! განათლების სამინისტრო ერთადერთია, რომელიც უჭერს მხარს კალიგრაფიის კონკურსის ჩატარებას. კულტურის სამინისტროც ასე თუ ისე, იყო ჩართული ამ პროექტში თუმცა, როდესაც კულტურაზე გვაქვს საუბარი, ვფიქრობ, პირველ რიგში კულტურის სამინისტრო უნდა იდგეს ქართული კალიგრაფიის მხარდაჭერისა და განვითარების ავანგარდში.
რამდენად მნიშვნელოვანია კალიგრაფისთვის, ქართული დამწერლობისა და ანბანის საფუძვლების სწორი აღქმა?
ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, ყველაფრის საწყისი არის ცოდნა. აუცილებელია განავითარო საკუთარი ცოდნა, რომ რაიმე ახალ წერტილამდე მიხვიდე. როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს რაიმე ახლის შექმნაზე, უჩნდება მრავალი იდეა, იგი ხდება იდეების გენერატორი. კალიგრაფია არის ისეთი სფერო, რომელიც უპირველეს ყოვლისა ადამიანებს აახლოებს ძველ ტრადიციებთან, ისტორიასთან, კულტურასთან, რაც ჩვენთვის ასეთი ძვირფასი იყო და იმედი მაქვს ახლაც არის.
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კარგად და ლამაზად წერის სწავლას სკოლის ასაკიდანვე ჩაეყაროს საფუძველ?
არსებობს მცირე სტუდიები, წრეები, სადაც ასწავლიან ლამაზად წერის ხელოვნებას. მეც ვაპირებ დაწყებითი კლასებისთვის ჩამოვაყალიბო მსგავსი წრე, სადაც ბავშვები შეისწავლიან ხელწერის კულტურას არამარტო პრაქტიკულად, არამედ მათ ჩაუტარდებათ ლექციებიც. მათთვის ყველაფერი გახდება ცნობილი, რაც ამ ხელოვნებას ეხება. თუ ბავშვს შთაუნერგავ, რომ ეს ყველაფერი ღირებულია, ის აუცილებლად დაინტერესდება ამით. ჩემს ასაკში კი ადამიანს რაიმე ან აინტერესებს, – ან არა. დღევანდელი ახალგაზრდები ზოგადად ხელოვნებაზე არ ფიქრობენ, უფრო პრაკტიკული დარგებისკენ მიილტვიან. არ ვიცი ასე რატომ ხდება, მაგრამ მათ გაუცხოება აქვთ ზოგადად ხელოვნების მიმართ.
არსებობს ქართველ კალიგრაფთა კავშირი. შენ თუ ხართ მისი წევრი?
დიახ, ვარ ამ კავშირის წევრი, თუმცა სიმართლე გითხრა, ეს კავშირი უბრალოდ არსებობს და რეალურად არ ფუნქციონირებს.
რამდენად ეხმარება საქართველოს კულტურის წარმოჩენას კალიგრაფის ხელოვნების არსებობა და განვითარება?
საქართველოს კულტურაზე თუა საუბარი, ვფიქრობ კალიგრაფია არის ის, რაც ჩვენ ყველაზე ადრე გვქონდა. ფარნავაზ მეფიდან იწყება ჩვენი ანბანის განვითარება, მას შემდეგ უამრავი საუკუნე გავიდა, მაგრამ ამ კულტურამ ჩვენამდე მაინც მოაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მართლაც ღვთით ბოძებული განძია. ვფიქრომ, ამ ხელოვნების აღორძინება გამოიწვევს ქართული კალიგრაფიის უპირობო მნიშვნელობის დამკვიდრებას მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.
ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. რამდენადღირსეულად აგრძელებენ ქართველი კალიგრაფები ამ გზას?
XVIII საუკუნეში ქართული ხელნაწერის განვითარების წყვეტა მოხდა. 4 წლის წინ ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსის შემდეგ კი ამ სფეროთი ბევრი ადამიანი დაინტერესდა და ძველი ტრადიციების გზის გამგრძელებელი მრავალი უნიჭიერესი ხელმწერი გამოვლინდა, რომელთა შემოქმედებით ნებისმიერი კულტურის დამფასებელი ქვეყანა იამაყებდა!!! მინდა ბუბა კუდავას- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორსა და საქართველოს პატრიარქს, ვისი ლოცვა-კურთხევითაც ჩატარდა ეს კონკურსი, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა . როგორც აღვნიშნე, ამ კონკურსის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა დაინტერესება ამ დარგის მიმართ. აქამდე თუ თითო-ოროლა კაცი იყო კალიგრაფიით დაინტერესებული, ახლა ეს რიცხვი ათასამდე ავიდა. ამ ეტაპზე ეს რიცხვი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და იმედს იძლევა, რომ საზოგადოება ამ ხელოვნებით უფრო დაინტერესდება.
რამდენად არის დღეს ჩვენს ქვეყანაში წახალისებული ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია?
საქართველოს კალიგრაფთა კონკურსი ტარდება წელიწადში ერთხელ. თუ გახდი კონკურსის გამარჯვებული და ვიღაცას მოეწონა შენი ნამუშევარი, არის მცირე პრიზები. სხვა არანაირი წახალისება არ არსებობს.
კიდევ რომელ კონკურსებში მიგიღია მონაწილეობა?
რაც შეეხება კონკურსებს კალიგრაფიასთან მიმართებაში, მხოლოდ საქართველოს კალიგრაფთა კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა მხოლოდ კალიგრაფიით არ ვარ დაინტერესებული. მრავალ ლიტერატურულ კონკურსში ვარ გამარჯვებული. სულ თავიდან კი, ჩემი ზიარება ხელოვნებასთან დაიწყო მხატვრობით. მოხდა ისე, რომ 15 წლის ასაკში სამხატვრო აკადემიაში III კურსზე ვესწრებოდი ლექციებს ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. მხატვრობა ჩემი პირველი გზაა, შემდეგ უკვე მწერლობით დავინტერესდი. ვარ სამი წიგნის ავტორი და ახლა, ნოემბრის ბოლოს გამოვა ჩემი მეოთხე წიგნიც.
გიორგი, რამდენადაც ვიცი, შენ მოწვევა გქონდა საფრანგეთიდან, სადაც შეგეძლო გესწავლა. ზუსტად არ ვიცი. რა მოწვევა იყო, მოგვიყევი და რატომ ვერ იშოვე სახსრები, რომ ამ მოწვევით წასულიყავი საფრანგეთში. ვის მიმართე?
როდესაც ჩემი გრაფიკული ნახატები გაიტანეს ევროპაში, იქ ეს ნახატები ნახეს ევროპელმა ხელოვნებათმცოდნეებმა და მათ შორის ლუვრის ექსპერტებმა, რომელთათვისაც რთული დასაჯერებელი გახდა ის, რომ ეს ნახატები 13 წლის ბავშვის შექმნილი იყო. ამიტომ, მათ გაუჩნდათ დიდი სურვილი იმისა, რომ ჩავსულიყავი საფრანგეთში და სწავლა იქ განმეგრძო, პარიზის ხელოვნების აკადემიაში, როგორც განსაკუთრებულ მოვლენას. იცით, არ ვაჭარბებ ამ სიტყვებს რომ ვამბობ, ეს მათი შეფასება იყო დაწერეს შესანიშნავი წერილი რომელიც გამოაგზავნეს აქ, მაგრამ როდესაც საქმე თანხაზე მიდგა, მე ვერ ვიშოვე სახსრები რომ წავსულიყავი. დაახლოებით 5000 ევროზე იყო საუბარი. შევხვდით რამდენიმე ბიზნესმენს და თვით მაშინდელი პრეზიდენტსაც კი, რომელიც მანამდე მიცნობდა , როგორც ხელოოვანს. თუმცა პრეზიდენტისგან და ასევე ჩვენი ბიზნესმენებისგან ერთიდაიგივე პასუხი მივიღე. უარი. პირდაპირი თუ ირიბი, მაგრამ ფაქტია , რომ თანხა ვერ ვიშოვე და არავენ დაინტერესდა ინვესტიციის ჩადებით ნიჭიერ შემოქმედში, რომელიც ალბათ უდაო იყო, რომ პერსპექტიული იყო. სამწუხაროდ, რაღაც ისე აეწყო, რომ იმ ეტაპზე არავინ მოინდომა გვერდში დამდგომოდა და ხელი შეეწყო. სიმართლე გითხრათ დიდი იმედგაცრუება იყო ეს ჩემთვის. კიდევ ერთ ცხოვრებისეულ სინამდვილეს შევეჯახე, რომელმაც რეალურად უფრო გამაძლიერა და განმავითარა. თუმცა განვითარება პარიზშიც არანაკლბ დიდი იქნებოდა, დარწმუნებული ვარ. იმედია, დადგება დრო და დაინტერესდება ვინმე ასეთი შემთხვევებით. მე მაინც მოვნახე ჩემი გზა, მაგრამ ჩემ ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო, ალბათ ამას ცუდი რეაქცია მოყვებოდა. ნიჭიერ ადამიანს სულის შებერვა ჭირდება და წახალისება. თუმცა საქართველო ის ადგილია, სადაც პრიორიტეტული მხოლოდ ჭამა-სმაა.
შეგიძლია კონკრეტულად თქვა, ვის მიმართე დახმარებისთვის, ვისგან ელოდებოდი ყველაზე მეტად დახმარებას და ვინ გაგაწბილა ყველაზე მეტად? 5000 ევრო ეს ხომ ის თანხა არაა, შენი ნამუშევრები ენახათ და სურვილი არ გასჩენოდათ საქართველოს სახელის წარმოსაჩენად დაგხმარებოდნენ?
ერთერთი ადამიანი იმჟამინდელი კულტურის მინისტრი, ბატონი ნიკა რურუა იყო და ეს სახელები რომ ჩამოვთვალო, საკმაოდ გრძელი სია გამოვა იმ ადამიანებისა, რომლებმაც უარით გამისტუმრეს 15 წლის გულანთებული, ახალგაზრდა ხელოვანი. ამ სიის სათავეში, ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩავაყენოთ, რომლის უარი, სიმართლე გითხრათ გამიკირდა. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და ბევრჯერ მიფიქრია დღევანდელი კულტურის მინისტრი ბატონი გურამ ოდიშარია რას იზამდა ნიკა რურუას ადგილზე და პასუხი ერთია, – ალბათ იმავეს!
აქვე იქნებ გვითხრა, ვინ შეგიწყო ხელი ყველაზე მეტად კარგიერაში? ჯერ ყელაფერი წინ გაქვს, მაგრამ ამ ეტაპისთვის.
პრველ რიგში ჩემს ოჯახს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ წინ წავწიო ჩემი შემოქმედება. ისინი რომ არა, მე ის არ ვიქნებოდი ვინც დღეს ვარ. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ პაატა ბურჭულაძესა და ფონდ იავნანას რომელთაც ძალიან ბევრი გააკეთეს ჩემთვის. ასევე ბატონ გია თევზაძესა და ანზორ ბაბუხადიას და რაც მთავარი ბატონ ორდენ წულაიას. ბატონი ორდენი რომ არა, დღეს არც ჩემი მეორე წიგნი ”უსათაურო” და არც მესამე წიგნი ”კომედია” არ იქნებოდა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მას. ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი ვინც სიკეთე გამიკეთა და მცირე წვლილი მაინც შეიტანა ჩემს კარიერულ წინსვლაში. ალბათ ძალიან ბევრი გამომრჩა, მაგრამ მადლობა ღმერთს არიან ჩვენს ქვეყანაში კეთილი ადამიანებიც. მართალია ცოტა, მაგრამ მაინც. ყველას დიდ მადლობას ვუხდი ვინც მცირედით მაინც დამეხმარა და ხელი შემიწყო განვითარებაში.
რომელი მიგაჩნია შენს ყველაზე სერიოზულ ნამუშევრად?
არ შემიძლია გამოვარჩიო, ჩემთვის ყველა ნამუშევარი ძვირფასია. ვფიქრობ, ჩემს შემოქმედებაში არის ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც არ მომბეზრდება.
როგორია შენი სამომავლო გეგმები, რომლის განხორცილებასაც აუცილებლად აპირებ ?
ჩემთვის მთავარი შემოქმედებითი ცხოვრებაა. ეს ის გზაა, რაც ჩემამდე მოვიდა და ამ გზას უნდა გავყვე. ძალიან მინდა, რომ ამ გზაზე რეალურად შევქმნა ისეთი რამ, რაც წინ წაწევს ჩვენი ქვეყნის კულტურას.
კალიგრაფია ეს არ არის მხოლოდ ლამაზად წერა, რა ნიშნავს ის პირადად შენთვის?
კალიგრაფია პირადად ჩემთვის არის სულიერი საზრდო, რომელიც მეხმარება ბევრი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური მომენტი. ეს ხელოვნებაა, რომელიც ადამიანად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ზოგს ამაში მუსიკა ეხმარება, ზოგს მხატვრობა, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზოგადად, ხელოვნება გვეხმარება, რომ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. ჩემთვის პირადად ხელით წერა არის ძალზედ სასიამოვნო პროცესი. ეს არის ის საუნჯე, რაც წინაპრებმა აქამდე მოგვიტანეს. ახლა კი მას გაფრთხილება და განვითარება სჭირდება.
გიორგი, როგორც ვიცი, შენ არა მხოლოდ კალიგრაფი, არამედ საზოგადოებაში აღიარებული მხატვარი, მწერალი და პოეტი ხარ. საკუთარი, განსაკუთრებული ადგილი გაქვს დამკვიდრებული ხელოვნების ამ დარგებში. მოდი, დავიწყოთ მხატვრობით. რა არის შენთვის მხატვრობა?
შემოქმედებას ზოგადად საზღვრები არ გააჩნია. იგი უსასრულოდ განვითარებადი და უკიდეგანოდ მრავალმხრივია. რაც შეეხება მხატვრობას, მაქვს შექმნილი 400-ზე მეტი გრაფიკული ნახატი. ჩემს ნამუშევრებს ვუწოდე ”არარეალური რეალობა”. ეს ის რეალობაა, რასაც ჩვენი მატერიალური ხედვა ვერ წვდება, რომელიც მიღმიერია და მხოლოდ სულიერი ხედვით არის შესაძლებელი მისი აღქმა. არარეალური – ამ შემთხვევაში, უხილავი ხედვის უნარი ყოველ ადამიანშია კოდირებული. ადამიანი შემოქმედის ”თანაზიარი” ხდები, თუ მხოლოდ სიყვარული გასულდგმულებს. სიყვარული ”გაჯილდოებს” იმ ულევი ენერგიით, რომლის წყალობითაც შეგიძლია შეაღწიო სამყაროს უხილავ შრეებში, ეზიარო ღვთაებრივ სიბრძნესა და მშვენიერებას და აზიარო ეს სამყარო სხვებსაც. ვფიქრობ, ეს უნარი მთავარია ნებისმიერი შემოქმედისთვის ხელოვნების ნებისმიერ დარგში. ხელოვნება ხომ საზოგადოების სულიერ და ესთეტურ განვითარებას უნდა ემსახურებოდეს… ჩემს ნახატებში ასახულია იმ რეალობის ამსახველი სიუჟეტები, რასაც ვიხსენებ, რაც დალექილია ჩვენს ცნობიერებაში. ვმუშაობ ორ ფერში. ვფიქრობ, შავ-თეთრი ნამუშევრები ფერთა ნაკლებობას არ განიცდის, რადგან ეს არის ფერწერა, გადმოცემული ორ ფერში.
გიორგი, მოდი ახლა მწერლობასა და პოეზიას შევეხოთ. შენ უკვე სამი წიგნის ავტორი ხარ. მრავალჯერ გაიმართა შენი პოეზიის საღამოები. 15 წლის იყავი, როდესაც დაწერე მოთხრობა ”მათხოვრის დღიურები”. ამ მოთხრობას შემდეგ უწოდეს ”ფილოსოფიური ტრაქტატი”. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
” მათხოვრის დღიურები” – ეს არის ფსიქოლოგიური ნაწარმოები, რომლის მთავარი არსი არის სიყვარული სიყვარულისთვის, არსებობისთვის, ერთიანობისთვის. ეს არის პროტესტი ცხოვრებისადმი, რომელიც კომედიას ჰგავს, მაგრამ ის საწმუხაროდ დრამაა, სიყალბითა და სიცრუით მოცული, რომელიც მიექანება ჩვენი თვალით წარმოდგენილ ილუზიაში. ჩვენ ხომ იქ ვცხოვრობთ, სადაც ვიბადებით და ვკვდებით აზრდაკარგული ყოფიერებითა და მდარე ფასეულობებით მოცული. სადაც უდავო ჭეშმარიტებათა მტკიცებაც კი აუცილიბელია დღევანდელი ადამიანისთვის, რადგან ყოველგვარ არასრულყოფილებას აღვიქვამთ სრულყოფილებად. ეს არის ის პრობლემა,რომელიც წამოჭრილია ამ ნაწარმოებში, კითხვა, რომელიც აფიქრებს ყველას, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. მრავალი ადამიანიც დააფიქრა და მრავალ უპასუხო კითხვასაც გასცა პასუხი ამ პატარა მოთხრობამ. რაც შეეხება პოეზიას, ჩემი მთავარი თემატიკა თეოსოფიაა, რადგან აქ უკვე სიტყვის შემწეობით გადმომაქვს ფურცელზე მიღმიერ შრეებში ნაზიარევი განცდა.
გიორგი, შენი მესამე წიგნი, პოემა ”კომედია” რას ეხება?
ეს ნაწარმოები არის ჰაგიორგრაფიული ენით ნაწერი, მე-15 საუკუნის ძველი ქართულით. როდესაც ამ ნაწარმოებს ვწერდი, ორი მიზანი მქონდა: ძველი ქართულის აღზევება დღევანდელ სინამდვილეში, იმ წმინდა ენის, ლექსიკის გახსნა რაც მისტერიად იქცა და იმ რეალობის თვალნათლივ გადმოცემა, რაც აქ ხდება, ამ ქვეყანაში. ის 333 სტროფი, რომელიც ამ ნაწარმოებშია მოცემული, ეძღვნება ჩემს ქვეყანას რომემლის სულიერი მდგომარეობაც ჩემი აღმაფრენის წყარო გახდა. სწორედ ეს არის იმ ინსპირაციის წყარო, რომელიც ჩემშია ღრმად გაჟღენთილი. ეს იმ უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა, რაც გენეტიკურად დევს ჩვენში, ქართველებში. მაგრამ, ყველა ქართველი როდია, ნამდვილი ქართველი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ერის დღევანდელი სულიერი მდგომარეობის ამსახველი ნაწარმოები. ეს ჩემი ერთი დიდი გულისტკივილია. ”ვცხოვრობთ იმ დროში, იმ მიწაზე, იმ საწუთროში, საცა სამოთხედ ჯოჯოხეთის სულნი ხარობენ, ვცხოვრობთ სამოთხედ ჯოჯოხეთში! იმ ქვეყნად, საცა მასხარა მეფობს და მეფენი მეფედ მასხრობენ!”
ძველი ქართულით წერ, რატომ?
ძველი ენა ჩემთვის ის ქართულია, რომელსაც მე ცოცხალ ენას ვუწოდებ. იგი გაჯერებულია განსაკუთრებული, შეურყვნელი ენერგეტიკითა და სიბრძნით. ენა, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, თან მოსასმენადაც ძალზედ სასიამოვნოა, ჰარმონიულია. ეს არის ჩვენი დედა ენა! და არა დღევანდელი ქართული, რომელიც თავის თავს სამწუხაროდ აღარ ჰგავს. მას ”სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია” და მე ამ ენით ვაზიარებ მსმენელს თეოსოფიურ პოეზიას. ამ ენით ვადიდებ უფალს და მთელ ზეციურ სამყაროს. ეს არის ჩვენი საუნჯე! ამ ენით ვართ თანაზიარნი უფალთან!
03.08.14
ესაუბრა
ანო მუქათარიძე